საპაიო საინვესტიციო ფონდებში ინვესტირების გამოცდილება (ნაწილი I)

საპაიო საინვესტიციო ფონდების ინვესტირების გამოცდილება (ნაწილი I)

საპაიო საინვესტიციო ფონდების თემის დასკვნით ეტაპზე, მიზანშეწონილია რამოდენიმე სიტყვა ითქვას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწეზე ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ფონდების სფეროში – ჯონ ბოგლზე.

ჯონ ბოგლი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდის “The Vanguard Group “-ის შემქმნელი და მის სახელს უკავშირდება საინდექო საპაიო საინვესტიციო ფონდების დაარსება.

მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ადამიანები არსებობენ, რომელთა სახელებთან ასოცირდება მეცნიერების, ბიზნესის და ა.შ. სფეროებში გადატრიალება. ერთ-ერთი მათგანია ჯონ ბოგლი.

სწორედ მან შეძლო შეექმნა მსოფლიოში პირველი საინდექსო ფონდი, აგრეთვე ჩამოაყალიბა ორმხრივი ფონდების ინდუსტრიის სტანდარტები.

ფონდი “The Vanguard Group 500 Index” გაიხსნა 1976 წელს. 26 წლის განმავლობაში ფონდის აქტივები 1,8 მლიარდი დოლარიდან 600 მილიარდ დოლარამდ გაიზარდა (2002 წლის მონაცემები). ფონდმა საქმიანობა დაიწყო 40 კაციანი შტატით, ამჟამად მასში 11 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია შედგება ასზე მეტი ფონდისგან და ემსახურება 15 მილიონზე მეტ ანგარიშს. ელემენტარული გამოთვლებით დასტურდება, რომ,ფონდის ჩამოყალიბებისას ინვესტირებულ ყოველ ერთ დოლარს 322 დოლარი მოგება მოაქვს. და, ყოველივე ზემოთხსენებული ჯონ ბოგლის დამსახურებაა. დამეთანხმეთ – გენიალურია.

ამ პიროვნებამ დაწერა წიგნი ” Common Sense on Mutual Funds. New Imperatives for the Intelligent Investor “, სადაც გადმოსცა თავისი ხედვები ამ სფეროს შესახებ. ზოგიერთი, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი წარმოდგენილი იქნება ამ სტატიაში:

“ტექნოლოგიების და კომუნიკაციების წყალობით შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაციის უსასრულო მოცულობა. ფინანსური თეორიები, ფაქტები, ციფრები, რომლებიც უწინ ინვესტიციების ინდუსტრიის მხოლოდ პროფესიონალების ვიწრო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი, ამჟამად კი დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში, შესაძლებელია აღმოჩნდეს ნებისმიერი ინვესტორის ხელში.

ინტერნეტმა შესაძლებლობა მისცა ინვესტორებს ივაჭრონ ფასიანი ქაღალდებით, და დაეყრდნონ საკუთარ მიზნებსა და სურვილებს, ისინი სულ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი პროფესიონალი ინვესტორების მომსახურებაზე/რჩევებზე. ინფორმაციულმა ეპოქამ კარდინალურად შეცვალა ინვესტიციების სამყაროც.

სულვილების მიუხედავად, თანამედროვე ინვესტორები ბომბარდირებულები არიან სხვადასხვა საინვესტიციო მონაცემებით. მაგრამ რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს. დღეისთვის ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ მონაცემთა მოცულობას: მათ სჭირდებათ ყოველმხრივი, და რაც შეიძლება უფრო ხარისხიანი და სრულყოფილი ინფორმაცია. მიჩნეულია, რომ ეს დადებითად აისახება ინვესტორის საქმიანობაზე. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი სამყარო ძალიან გართულებულია, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ჩვენ გვეჩვენება, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ თავად ჩვენვე ვართულებთ ინვესტორების პროცესს. სადამდე უნდა მივიდეს საღი აზრის მქონე ინვესტორი – იმ ადგილამდე სადაც ინფორმაციული ნაკადი გადაჭარბებულია და საღი აზროვნების ჩარჩოებს სცილდება, რომელიც გვაშინებს, თუმცა ამავდროულად აქტივიზაციას უკეთებს ჩვენს ძალისხმევას?

საღი აზრის მქონე ინვესტორი უნდა მივიდეს სიმარტივემდე. სწორედ ეს წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს პარადოქსს – რაც უფრო რთულდება ყოველივე გარშემო, მით უფრო მეტად უნდა ვისწრაფვოდეთ სიმარტივისკენ. რა თქმა უნდა თუ გვსურს მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. გრძელ ვადიანი ინვესტირებების შემთხვევაში, არ უნდა იყოს იგნორირებული სიმარტივის ეფექტურობა და მისი ძალა.

სწორედ სიმარტივე წარმოადგენს გასაღებს ფინანსური წარმატების მიღწევისათვის. ”

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო მართვის საერთო ფონდები

საბანკო მართვის საერთო ფონდები

კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.