საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების მეორადი ბაზარი

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების მეორადი ბაზარი

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების მეორადი ბაზარი შესაძლებელი იყოს საბირჟო და არასაბირჟო. მას გააჩნია მნიშვნელოვანი თვისება: ამ ბაზარზე ბრუნვაში მყოფი საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიები შესაძლებელია მხოლოდ ვიყიდოთ და გავყიდოთ, სხვა ოპერაციები, როგორიცაა გაცვლა – ამ ბაზარზე შეუძლებელია.

ეს ბაზარი შექმნილია გარკვეული ამოცანების განხორციელებისათვის: პაიების გავრცელების ტერიტორიის და მათი ლიკვიდურობის გაზრდისთვის (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახურული და ინტერვალური ფონდებისთვის).

პაიების მეორადი ბაზრებისთვის აგრეთვე დამახასიათებელია:
  • ამ ბაზარზე ყველა ოპერაცია ხორციელდება გაცილებით სწრაფად ვიდრე პირველად ბაზარზე;
  • ამ ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ მთელი რიცხობრივი გამოხატულების რაოდენობის პაის ყიდვა;
  • გარიგების განხორციელების მომენტში პაის ფასი ცნობილია;
  • პაიების ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა (სპრედი) არსებობს, ანუ პაის გაყიდვის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე პაის ყიდვის ფასი;

ინტერვალურ და დახურულ საპაიო საინვესტიციო ფონდებში პაიებით ვაჭრობა (ყიდვა/გაყიდვა) ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. შუამავლის როლს თამაშობს ბანკის, მმართველი კომპანიის, ან შვილობილი საინვესტიციო ფონდის ოფისი. საბოლოო ჯამში, იმაზე თუ ვინ ჰყიდის პაის და რომელ ბაზარზე ხორციელდება გარიგება – დამოკიდებულია თავად გაყიდვის სქემა. გამყიდვლის როლში შესაძლებელია მოგვევლინოს აგრეთვე კერძო (ფიზიკური) პირი – პაის მფლობელი, ან ნებისმიერი საშუამავლო კომპანია, რომელმაც გამოისყიდა პაი დახურული ფონდის ფორმირების დროს, ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდში ინტერვალის გახსნის დროს. გარიგება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც არასაბრჟო ბაზარზე, ასევე ბირჟაზე. პირველ შემთხვევაში იგი მიმდინარეობს ბროკერის ან გამყიდველის კოტირებების (ფასის) მიხედვით. სწორედ ბანკი და საინვესტიციო კომპანიები გვევლინებიან ბროკერის როლში. მეორე შემთხვევაში გარიგებები ხორციელდება საბირჟო კოტირებების მიხედვით.

პრაქტიკაში, არასაბირჟო მეორადი ბაზარის ორგანიზება უმრავლეს შემთხვევებში ხდება ბანკების მიერ. როგორც ერთ-ერთ სტატიაში უკვე ავღნიშნე, ასეთი ბაზრის ორგანიზების მიზანია დახურული და ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდების ლიკვიდურობის ზრდა.

განსაკუთრებულად გავრცელებულია მსხვილი მმართველი კომპანიების მიერ (კომპანიები, რომლებსაც გააჩნიათ დიდი ბრუნვები მეორად ბაზარზე) პაიების გაყიდვა. კერძოდ ბანკები, ან შვილობილი საინვესტიციო კომპანიები ყიდულობენ და ყიდიან პაიებს დახურული და ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდების ინვესტორებისგან. თანაც, არასაბირჟო ბაზარზე კოტირებებს თავად აწესებენ.

მაგალითად: რომელიმე “X” ბანკი მოქმედებს შემდეგი სქემით: მოქმედებს როგორც ვალუტის გაცვლითი პუნქტი, აწესებს ყიდვა/გაყიდვის საკუთარ კურსს, ანუ ბანკიც აწესებს საკუთარი საპაიო საინვესტიციო “Y” ფონდის პაიების კოტირებებს. სქემა გამოიყურება შემდეგნაირად: როდესაც პირველად ბაზარზე იხსნება ინტერვალი (ან ფორმირდება ახალი დახურული საპაიო საინვეტიციო ფონდი), შუამავალი კომპანია გამოისყიდის პაიების ნაწილს, ხოლო შემდეგ ყიდის ბანკის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ მუშაობს სქემის საბოლოო რგოლთან – კლიენტებთან. ამ გზით განისაზღვრება/ფორმირდება საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების ყიდვა/გაყიდვის საკუთარი კოტირებები.

პირველად არასაბირჟო ბაზარზე საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების ბრუნვას გააჩნია საკმაოდ რთული ელემენტი – პაიების ფასწარმოქმნა. საქმე იმაშია, რომ შუამავალი კომპანიები დამოუკიდებლად, ანალიზზე და შესაბამის ფორმულებზე დაყრდნობით, აწესებენ კოტირებებს. ამავე დროს ისინი ცდილობენ რამდენიმე დღით წინმსწრებად იწინასწარმეტყველონ ფასების ცვლილების დინამიკა. ამის გამო, ყიდვა/გაყიდვის სპრედი აღწევს დიდ მნიშვნელობებს, რის შედეგადაც, ზოგჯერ პაიების ფასი არაადექვატურად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამ ფასებს შევადარებთ ფასებთან – პირველად ბაზარზე.

რაც შეეხება პაიების ბრუნვის საბირჟო ბაზარს, იქ ფასები დამოკიდებულია მოთხოვნასა და მიწოდებაზე, რომელიც ფორმირდება თავად ბაზრის მიერ. ბირჟა ასევე განსხვავდება ყიდვა/გაყიდვის სპრედის მაღალი ზომით. მაგრამ, პაიების ლიკვიდურობის ხელშეწყობისთვის, ზოგიერთი საპაიო საინვესტიციო ფონდებისათვის მოქმედებენ სპეციალური მარკეტმპეიკერები. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პაიების საბირჟო ბრუნვა ზოგიერთ ქვეყანაში არ არის ფართოდ გავრცელებული და კერძო ინვესტორებში პოპულარობით არ სარგებლობს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო მართვის საერთო ფონდები

საბანკო მართვის საერთო ფონდები

კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.