ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

ფორექსის სტრატეგია “Forex Profit”

ფორექსის სტრატეგია “Forex Profit” (Forex Profit System, იგივე FPS) საკმაოდ ცნობილი სავაჭრო სისტემაა და ეფუძნება ორი სახის ტექნიკური ინდიკატორის სიგნალს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია Swing Trading-ის კატეგორიას მიეკუთვნება, მის გადამუშავებულ ვარიანტს სკალპინგისთვის გამოიყენებენ.

სტრატეგიის Swing Trading-ის ვარიანტი:

  • ტაიმფრეიმი: H1 (M15-თან კომბინაციით) და თავად M15;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი Parabolic SAR სტანდარტული პარამეტრებით;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 10, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე იისფერი;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 25, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე ნარინჯისფერი;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 50 გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე ლურჯი ფერის;
ფორექსის სტრატეგია “Forex Profit” – ალგორითმი

ყიდვა:

  • EMA 10-მა, ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა EMA 25 და EMA 50;
  • ინდიკატორი PSAR (წერტილები) იმყოფება ფასის ქვემოთ;

ყიდვის მაგალითი H1

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

გაყიდვა:

  • EMA 10-მა, ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა EMA 25 და EMA 50;
  • ინდიკატორი PSAR (წერტილები) იმყოფება ფასის ზემოთ;

გაყიდვის მაგალითი H1

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

სტრატეგიაში არსებობს ერთი ფილტრი: ინდიკატორი პარაბოლიკი PSAR 15 წუთიან გრაფიკზე უნდა იმყოფებოდეს იგივე პოზიციაში, როგორც სამუშაო, ანუ H1 ტაიმფრეიმზე.

მაგალითად, თუ ვაჭრობთ H1 ტაიმფრეიმზე და ინდიკატორის წერტილები მდებარეობს ფასის ზემოთ, მაშინ M15 გრაფიკზეც ინდიკატორი უნდა იმყოფებოდეს ფასის ზემოთ, და პირიქით, თუ H1 ტაიმფრეიმზე ინდიკატორის წერტილები მდებარეობს ფასის ქვემოთ, მაშინ M15 გრაფიკზეც ინდიკატორის წერტლები უნდა იმყოფებოდეს ფასის ქვემოთ.

ყიდვის მაგალითი M15 (იგივე ადგილი, რომელიც H1 გრაფიკზეა)

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

გაყიდვის მაგალითი M15 (იგივე ადგილი, რომელიც H1 გრაფიკზეა)

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

ბაზრიდან გამოსვლის პირობები:

ყველაზე კარგი ვარიანტია – უკუსიგნალი, მუვინგების საპირისპირო მიმართულების გადაკვეთა, ანუ თუ ვმუშაობთ გაყიდვაზე, მაშინ ყიდვის სიგნალის მიღებისას უნდა გამოვიდეთ ბაზარიდან, დავხუროთ მომგებიანი პოზიცია.

სტოპ ლოსის საორიენტაციო არეალია მცოცავი საშუალოების ინდიკატორები. გაყიდვის სტოპ ლოსს ვაყენებთ ინდიკატორების ზემოთ, ხოლო ყიდვისას ინდიკატორების ქვემოთ და ფასის საჭირო მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თანდათან ვაჩოჩებთ მას ორდერის მიმართულებით, ანუ ვტრეილინგავთ.

ჩემი რჩევა: სტოპ ლოსი განათავსოთ ლოკალური მაქსიმუმის ზემოთ ან ლოკალურ მინიმუმზე ქვემოთ (პოზიციიდან გამომდინარე), ვინაიდან ზოგჯერ მუვინგები ძალიან ახლოს იმყოფება ფასთან და შესაძლებელია ფასური ხმაურის გამო, მან შემთხვევით, გაუმართლებლად აარტყას სტოპ ლოსს.

საყურადღებოა, რომ ზოგჯერ ფასი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ხერხავს” მუვინგებს, ანუ ზემოთ ქვემოთ ჩადის-ამოდის და მუვინგები ერთმანეთში გაუგებრად იხლართება. ესეთი რამ ხშირად ხდება M15 ტაიმფრეიმებზე. ამიტომ, ასეთ ვითრებაში ან დაელოდეთ მკაფიო სიგნალს, ანუ მუვინგების ერთმანეთთან დაცილებას (კვანძის გახსნას) და პარაბოლიკის ძლიერ სიგნალს. ან გათიშეთ ორდერი თუნდაც უმნიშვნელო პროფიტით, ან წაგებით და ფასური გრაფიკის განმუხტვის შემდეგ კვლავ შედით ბაზარზე.

ზემოთ აღნიშნულია მაგალითი, როდესაც ვვაჭრობთ H1 გრაფიკზე, რა თქმა უნდა ასეთ სტილს ვერ დავარქმევთ სკალპინგს. ეს არის წმინდა “სვინგ ტრეიდინგი” (Swing Trading). ასეთი პოზიციების ხანგრძლივობა ერთი საათიდან რამდენიმე დღეც კი გრძელდება. 15 წუთიანი ტაიმფრეიმისათვის კი ტრეიდერებს პოზიცია უჭირავთ დროის შიდა დღიურ დიაპაზონში.

სტრატეგიის სკალპინგის ვარიანტი:

ამ ალგორითმის პრაქტიკული განხორციელებისათვის ვიყენებთ 1 წუთიან, ან 5 წუთიან ტაიმფრეიმებს. ასეთი პოზიციების ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება.

ერთ წუთიან M1 (ან ხუთ წუთიან M5) გრაფიკზე ვაყენებთ იგივე ინდიკატორებს, ოღონდ განსხვავებული პარამეტრებით:

  • ინდიკატორი Parabolic SAR სტანდარტული პარამეტრებით;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 25, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე იისფერი;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 50, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე ნარინჯისფერი;
  • ინდიკატორი Exponential Moving Average (EMA) პერიოდით 100 გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ, ანუ Close. გრაფიკზე ლურჯი ფერის;
დასაშვებია, რომ ინდიკატორი Parabolic SAR არ იქნას გამოყენებული, თუმცა, მე არ გირჩევთ, ვინაიდან ეს კარგი, დამატებითი ფილტრია.

ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია ლონდონის ან/და ნიუ-იორკის სავაჭრო სესიები. ამ პერიოდში სავალუტო წყვილები, როგორც წესი ერთი მიმართულებით მოძრაობენ.

  • ტეიკ პროფიტი: როგორც კი მოგება მიაღწევს 5-8-10 პუნქტს ორდერი უნდა გაითიშოს;
  • სტოპ ლოსი: ლოკალურ მაქსიმუმზე ან მინიმუმზე (თუმცა სკალპინგის დროს რთულია სტოპ ლოსის დროულად განთავსება, ამიტომ როგორც კი წაგება 10 პუნქტს გადააჭარბებს, პოზიცია იხურება ბაზრის მიხედვით);

ყიდვა-გაყიდვის წესები იგივეა, რაც Swing Trading-ის ვარიანტის შემთხვევაში.

ყიდვა:

  • EMA 25-მა, ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა EMA 50 და EMA 100;
  • ინდიკატორი PSAR (წერტილები) იმყოფება ფასის ქვემოთ (თუ ამ ინდიკატორსაც გამოიყენებთ);

გაყიდვა:

  • EMA 25-მა, ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა EMA 50 და EMA 100;
  • ინდიკატორი PSAR (წერტილები) იმყოფება ფასის ზემოთ (თუ ამ ინდიკატორსაც გამოიყენებთ);

ყიდვა-გაყიდვის მაგალითი M1

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

 

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში”

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში” – ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).