ფორექსის სტრატეგია "Doske Scalping"

ფორექსის სტრატეგია “Doske Scalping”

ფორექსის სტრატეგია “Doske Scalping”, მიუხედავად იმისა რომ ერთ საათიანი ტაიმფრეიმისთვისაა განკუთვნილი, ორიგინალში მაინც სკალპინგურ სტრატეგიად არის მოხსენებული.

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: USD/CHF, GBP/USD და ყველა ის წყვილი სადაც იაპონური იენა მონაწილეობს ;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • 6 ცალი ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პარამეტრებით 3, 5, 7, 9, 11, 13 Close – ფერი მწვანე ყველასთვის (EMA (3)-ის მრუდი სხვებზე მეტად გავამსხვილოთ);
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (55) Close – ვარდისფერი;
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (275) Close – ყვითელი;
  • ინდიკატორი QQE (6);
  • ინდიკატორი QQE (60);
ფორექსის სტრატეგია “Doske scalping” – ალგორითმი

ყიდვა:

  • საკონტროლო დონეა – ვარდისფერი მცოცავი საშუალო – EMA (55);
  • ყველა მწვანე მცოცავი საშუალო უნდა იმყოფებოდეს საკონტროლო, ვარდისფერი მცოცავი საშუალოს ზემოთ;
  • ინდიკატორის QQE (6) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი 50-იანი დონე ქვემოდან ზემოთ;
  • ინდიკატორის QQE (60) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი წყვეტილი მრუდი ქვემოდან ზემოთ;
  • სტოპ ლოსი დგება ვარდისფერი მოცავი საშუალოს EMA (55)-ის ქვემოთ 3-5 პუნქტის ლუფტით;
  • პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც QQE (60) ინდიკატორის უწყვეტმა მრუდმა გადაკვეთა წყვეტილი მრუდი ზემოდან ქვემოთ;
  • პოზიციიდან უფრო ადრე გამოსვლა შესაძლებელია, როდესაც EMA (3) (უფრო მსხვილი მწვანე მცოცავი საშუალო) გადაკვეთს EMA (5)-ს ზემოდან ქვემოთ;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Doske Scalping"

 

გაყიდვებისთვის სარკისებურად ანალოგიური პირობებია

 

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Doske Scalping"

დამატებითი პირობები (ტრეიდერის შეხედულებისამებრ):

  • აგრესიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ EMA (275)-ს. შესაძლებელია იგი საერთოდ მოვაცილოთ გრაფიკიდან;
  • კონსერვატიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში არ ვხსნით ყიდვების პოზიციებს თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ქვემოთ და არ ვხსნით გაყიდვების პოზიციებს, თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ზემოთ;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "Forex Profit"

ფორექსის სტრატეგია “Forex Profit”

ფორექსის სტრატეგია “Forex Profit” (Forex Profit System, იგივე FPS) საკმაოდ ცნობილი სავაჭრო სისტემაა და ეფუძნება …

GeoForex.info
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.