კანონპროექტი CLARITY

კანონპროექტი CLARITY

სარჩევი

აშშ-ში და პრინციპში მთელს მსოფლიოში, კრიპტო-ინდუსტრია დღემდე არსებობს ზედაპირული, ბურუსით მოცული რეგულირების პირობებში, თუმცა ჰორიზონტზე გამოჩნდა კანონპროექტი #CLARITY რომელმაც შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს (ოფიციალური სახელწოდება Digital Asset Market Clarity Act).

✅ კანონპროექტი, იქნება ყველა ციფრული აქტივის რეგულირების საფუძველი.

მიზანი:

🟥 სიცხადის შეტანა და ორ საკვანძო მარეგულირებელს შორის უფლებამოსილებების საბოლოოდ გამიჯვნა:

🟡 ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) და 🟡 სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიას (CFTC) შორის.

ამისათვის შემოღებულ იქნება სამი ახალი ძირითადი კატეგორია:

▶️ ციფრული საქონელი (CFTC-ის ზედამხედველობით);

▶️ საინვესტიციო კონტრაქტები ანუ ფასიანი ქაღალდები (SEC-ის ზედამხედველობით);

▶️ გადახდის სტეიბლკოინები;

თუმცა, ამ მოჩვენებითი წესრიგის მიღმა იმალება ნამდვილი ბრძოლები ფინანსური ჯგუფების ლობისტებს შორის.

🟥 პირველი და ყველაზე აშკარა ომი – ომი სტეიბლკოინებისთვის.

✅ ტრადიციული ბანკები, განსაკუთრებით მცირე ბანკები საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ კრიპტო-პლატფორმები სტეიბლკოინების მფლობელებს სთავაზობენ გაცილებით მაღალ, ზოგჯერ 14%-მდე წლიურ შემოსავალს, რაც გაცილებით მაღალია სტანდარტულ საბანკო დეპოზიტებთან შედარებით.

✅ მომხმარებელთა მასობრივი გადინების შიშით, ბანკები ითხოვენ ასეთი პრაქტიკის აკრძალვას.
სტეიბლკოინებს წარმოაჩენენ, როგორც სახიფათო პარალელურ საბანკო სისტემას სათანადო უსაფრთხოების კომპონენტების გარეშე (რატომაც არა?!).

ხოლო,

✅ კრიპტობიზნესი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომა ჩაახშობს ინოვაციებს და კონკურენციას.

🟥 მაგრამ, არსებობს მეორე, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა – კონფიდენციალურობა:

✅ CLARITY Act, კრიპტობირჟებისა და ემიტენტებისთვის პასუხისმგებელი მარეგულირებლების დანიშვნით, არსებითად გააერთიანებს და მათ ინტეგრირებას მოახდენს არსებულ ფინანსურ სისტემაში.
ეს პროცესი კი, ავტომატურად გამოიწვევს საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დაცვის ვალდებულებას, რომელიც თავის მხრივ დაავალდებულებს მათ მომხმარებლების იდენტიფიცირებას და საეჭვო ოპერაციების თვალყურის დევნებას.

🟢 ხოლო, ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ თავად CLARITY საერთოდ არ განმარტავს, თუ როგორ გამოიყენონ ეს ძველი წესები ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისთვის.

✅ შედეგად, კრიპტო-კომპანიები, რისკების მინიმიზაციისკენ სწრაფვით, დაიწყებენ ტოტალური კონტროლის დამოუკიდებლად შემოღებას: პირადობის მკაცრ შემოწმებას, ყველა ტრანზაქციის მონიტორინგს და უარს იტყვიან ნებისმიერ აქტივზე ან ინსტრუმენტზე, რომელიც ართულებს თვალყურის დევნების პროცესს.

🟥 ამგვარად, ზეწოლის ქვეშ ხვდებიან კონფიდენციალური მონეტები, როგორიცაა მაგალითად Monero და Zcash, ასევე ნიველირდება თავად ე.წ. კრიპტო ფინანსური კონფიდენციალურობის ფილოსოფია.

🟥 გამოდის, რომ ზედამხედველობის წესების ინტერპრეტაცია შეიძლება გახდეს ინდუსტრიის სტანდარტი ჯერ კიდევ მანამ, სანამ საზოგადოება და კანონმდებლები საფუძვლიანად განიხილავენ, საერთოდ არის თუ არა ეს საჭირო.

დასკვნა:

✅ ერთის მხრივ, CLARITY იძლევა დიდი ხნის ნანატრ იურიდიულ განსაზღვრებას და კლასიფიკაციას.
ეს კი ხელს შეუწყობს ინსტიტუციონალური ინვესტორების შემოდინების გააქტიურებას, რომლებსაც არაპროგნოზირებად კრიპტო ბაზარზე ინტენსიურად და საფუძვლიანად შემოსვლის მეტ-ნაკლებად ეშინიათ.

✅ მეორე მხრივ, კანონი დააფიქსირებს მკაცრი ზედამხედველობის მოდელს და დაარტყამს ინოვაციების კონფიდენციალურობის სფეროს (და ამავდროულად, აშშ-ის და მსოფლიო მმართველი ელიტის ბევრი წარმომადგენლის ჯიბესაც).

🔵 ასე რომ, ახლა ამ კანონის ბედი მთლიანად და სრულად არის დამოკიდებული კენჭისყრაზე.

✅ კანონპროექტმა უკვე გაიარა კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში (კონგრესში), მაგრამ ჯერ-ჯერობით „გაიჭედა“ სენატში, სადაც მკაცრ უთანხმოებებს და ინტერესთა კონფლიქტებს ეჯახება.

🔵 კრიპტო ინდუსტრიის ოპტიმისტური სცენარით, კანონს ხელი მოეწერება 2026 წლის აპრილამდე, მაგრამ თუ კონსენსუსი არ მოიძებნა შემოდგომის აშშ შუალედურ არჩევნებამდე, პროცესი შესაძლოა წლობით გაჭიანურდეს.

🔴 კანონპროექტის (H.R. 3633 ) სტატუსის თვალყურის დევნა შეგიძლიათ საიტზე congress.gov.

საბოლოო ჯამში, პირადად მიმაჩნია, რომ კრიპტო ინდუსტრიის ე.წ. მოჩვენებითი დეცენტრალიზებულობა და ვითომ კონფიდენციალურობა მალე დაიმარხება მძიმე და დიდი საფლავის ქვის ქვეშ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

ვისაც სჯერა, რომ სტუდენტმა ცუკემბერგმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შექმნა საიტი, რომელიც გიგანტურ სოციალურ ქსელად გადაიზარდა …