Leverage/საკრედიტო მხარი/Кредитное плечо – ფორექსის ბაზარზე მუშაობის ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც თავის მხრივ იზიდავს მონაწილეთა უმრავლესობას.
Leverage/საკრედიტო მხარი/Кредитное плечо გვიჩვენებს საკუთარი და უზრუნველყოფის კაპიტალის თანაფარდობას, რომელიც ტრეიდერს ეძლევა კრედიტის სახით.
მაგალითად, თუ დეპოზიტის თანხა არის 1 000 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო მხარია 100, მაშინ კლიენტს შეუძლია განახორციელოს 100 000 აშშ დოლარის მოცულობის ოპერაციები.
თანაც, სიტუაციის არახელსაყრელი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იხარჯება მხოლოდ კლიენტის დეპოზიტი, ხოლო ბროკერი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საკუთარი საკრედიტო თანხის დაკარგვას და კლიენტისგან განსხვავებით ყოველთვის რჩება მოგებაში.
საკრედიტო მხარის გამოყენების წყალობით, გაცილებით იზრდება საბრუნავი კაპიტალის რაოდენობა და შესაბამისად გარიგებების მოცულობებიც, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ მნიშვნელოვანი მოგება, მცირე საკუთარი კაპიტალითაც კი. ასე, რომ აქაც, ისევე როგორც ყველა საკითხში საჭიროა ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
როგორც წესი საკრედიტო მხარის სიდიდე 1:1-დან 1:1000-მდე დიაპაზონშია და დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, უფრო ზუსტად ტრეიდინგის სტილზე და ბროკერის სავაჭრო პირობების სპეციფიკაციაზე.
ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხავთ სტატიაში საკრედიტო მხარი – მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































