ვალუტის კურსის ცვლილებები წარმოადგენს, ფორექსზე შემოსავლის მიღების ძირითად საფუძველს.
ფასის მოძრაობის წყალობით ტრეიდერი იღებს შემოსავალს. მაგრამ ეს მოძრაობა წარმოადგენს უმთავრეს რისკ-ფაქტორსაც, რის გამოც ტრეიდერმა შესაძლოა მოგების ნაცვლად წაგება ნახოს, ან მთლიანად დაკარგოს დეპოზიტი.
ფორექსზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების დროს, ვალუტის კურსის ცვლილება არახელსაყრელი მიმართულებით, არის ზარალის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი. მისი მინიმიზაციისათვის ჩვეულებისამებრ იყენებენ სტოპ ორდერებს, რომელთა მეშვეობითაც, წინასწარ არის შესაძლებელი ზარალის ზღვრული დონის დაფიქსირება თითოეული ორდერისათვის.
ვალუტის კურსი საკმაოდ არასტაბილურია, მასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი და ყველა მათგანის პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომ, იმისათვის, რომ ვალუტის კურსის არახელსაყრელი მიმართულებით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ – ტრეიდერის საწინააღმდეგოდ ტრენდის მოძრაობის შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დეპოზიტის დაკარგვის რისკი, საჭიროა განუხრელად დავიცვათ რამდენიმე წესი:
- ბაზარზე შევიდეთ მხოლოდ ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით;
- სტოპ ლოსი დავაყენოთ ორდერის გახსნისთანავე, გონივრულ დონეზე;
- პოზიცია გავხსნათ მხოლოდ, ვალუტის კურსების ცვლილებების წინასწარი ანალიზის საფუძველზე;
ვალუტის კურსის ცვლილებების რისკი, არ არის საშიში მოვლენა, მთავარია სწორად განვსაზღვროთ ფასის მომავალი მოძრაობა და თავი დავიზღვიოთ ტრენდის რეალური შემობრუნებისაგან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































