ბროკერის არჩევის რისკი

ფორექს ბროკერის არჩევის რისკი

ფორექსზე საბროკერო საქმიანობა აგებულია საკმაოდ საინტერესო სახით, ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ საშუამავლო მომსახურებას საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, თავად ვაჭრობენ ფორექსზე დამოუკიდებლად.

როგორც წესი, იურიდიული პირები (კომპანიები) დებენ ხელშეკრულებებს რეალურ ბროკერებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ბიჟზე, და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ ფულს თავიანთი კლიენტებისგან, რათა გახსნან ანგარიშები იმავე რეალურ ბროკერებთან.

სადილინგო ცენტრების არასწორი არჩევის რისკი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში, ისინი არიან ფიქტიური ბროკერები და შეუძლიათ თვალთახედვის არედან გაქრნენ ნებისნიერ მომენტში კლიენტის ფულებთან ერთად. ასეთი ბროკერები, იმის მაგივრად, რომ კლიენტის (ტრეიდერის) ფულს ფორექსზე რეალური ვაჭრობისათვის იყენებდნენ, თანხებს აბანდებენ საეჭვო პროექტებში (და ასეთი არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული). მეორე რიგში, ასეთ ბროკერების საქმიანობის პრინციპი აგებულია პირდაპირ და ირიბ თაღლითურ სავაჭრო ტაქტიკურ სქემებზე, მაგალითად: პოზიციები იხსნება და იხურება დაგვიანებით და არა იმ წერტილებში, სადაც ტრეიდერს აქვს მითითებული, პრობლემებია ანგარიშეიდან ფულის მოხსნათან დაკავშირებით და ა.შ.

ბროკერის არჩევის რისკი შესაძლებელია გავანეიტრალოთ, მის საქმიანობაზე/მუშაობაზე დაკვირვებით. უნდა გავეცნოთ მის ლიცენზიას და სავაჭრო სპეციფიკაციას. ინტერნეტ სივრცეში უნდა მოვიძიოთ მის შესახებ ტრეიდერების გამოხმაურებები, თუმცა ამ ბოლო ვარიანტშიც სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან კონკურენტები ერთმანათის წინააღმდეგ მუდმივ საინფორმაციო ომს აწარმოებენ, რისთვისაც ქირაობენ პიროვნებებს, რომლებიც სხვადასხვა ფორუმებზე და ინტერნეტ რესურსებზე, კონკურენტი სადილინგო ცენტრების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციებს ათავსებენ.

სანდო ფორექს ბროკერები მუშაობენ სოლიდურ თანხებზე და მათი წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიარდს აშშ დოლარს შეადგენს.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არ არსებობს და არც თვალსაწიერ მომავალში იარსებებს დამოუკიდებელი ფორექს ბროკერი, ის თითო ოროლა, ვითომ ქართული ბროკერი არის რომელიმე უცხოური კომპანიის ფილიალი და რაც არ უნდა ამტკიცონ საწინააღმდეგო, სტატიის დაწერის მომენტში 2014 წელის მიწურულს, ყველა მათგანი არის რუსული სადილინგო ცენტრების ფილიალები, რომლებიც თვის მხრივ საერთაშორისო ფინანსური სისტემების წევრები არიან, ასე რომ რუსულია ბროკერი თუ ინდური – ესეც საკითხავია. და არც არაფერია იმაში ცუდი, რომ საქართველოში რუსული სადილინგო ცენტრების ფილიალებია, ფორექსს ეროვნება არ გააჩნია. ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, უბრალოდ ეს არის ფაქტი. ქართული საფინანსო ბაზარი არ არის იმ ზომის, რომ მასზე საბირჟო ბროკერმა შეძლოს ფიზიკური არსებობა. 100 და 200 მილიარდიანი ბრუნვა ვერ ექნება საქართველოში დაფუძნებულ საბროკერო კომპანიას, ასეთ თანხებით კი არა 5 და 10 მილიონიანი პორტფელით ოპერირებაც კი შეუძლებელი იქნება საქართველოში. ასე რომ ფორექს-ეროვნულ თემებზე აპელირება, რომლებიც ზოგიერთ სტატიაში მაქვს წაკითხული არა თუ სიმართლესაა მოკლებული, არამედ სრული იდიოტიზმია.

და ბოლოს, ქვემოთ წარმოდგენილია შემოწმებული და სანდო ბროკერები, რომლებიც წლების მანძილზე მოღვაწეობენ ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე და რომელთა შესახებაც ჯერ-ჯერობით რაიმე სერიოზული სახის ნეგატიური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი წარმოადგენს ფორექსზე მოვაჭრე ყველა ტრეიდერის მუშაობის საფუძველს.