ვალუტის კურსი

ვალუტის კურსის ცვლილების რისკი

ვალუტის კურსის ცვლილებები წარმოადგენს, ფორექსზე შემოსავლის მიღების ძირითად საფუძველს.

ფასის მოძრაობის წყალობით ტრეიდერი იღებს შემოსავალს. მაგრამ ეს მოძრაობა წარმოადგენს უმთავრეს რისკ-ფაქტორსაც, რის გამოც ტრეიდერმა შესაძლოა მოგების ნაცვლად წაგება ნახოს, ან მთლიანად დაკარგოს დეპოზიტი.

ფორექსზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების დროს, ვალუტის კურსის ცვლილება არახელსაყრელი მიმართულებით, არის ზარალის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი. მისი მინიმიზაციისათვის ჩვეულებისამებრ იყენებენ სტოპ ორდერებს, რომელთა მეშვეობითაც, წინასწარ არის შესაძლებელი ზარალის ზღვრული დონის დაფიქსირება თითოეული ორდერისათვის.

ვალუტის კურსი საკმაოდ არასტაბილურია, მასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი და ყველა მათგანის პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომ, იმისათვის, რომ ვალუტის კურსის არახელსაყრელი მიმართულებით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ – ტრეიდერის საწინააღმდეგოდ ტრენდის მოძრაობის შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დეპოზიტის დაკარგვის რისკი, საჭიროა განუხრელად დავიცვათ რამდენიმე წესი:

  • ბაზარზე შევიდეთ მხოლოდ ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით;
  • სტოპ ლოსი დავაყენოთ ორდერის გახსნისთანავე, გონივრულ დონეზე;
  • პოზიცია გავხსნათ მხოლოდ, ვალუტის კურსების ცვლილებების წინასწარი ანალიზის საფუძველზე;

ვალუტის კურსის ცვლილებების რისკი, არ არის საშიში მოვლენა, მთავარია სწორად განვსაზღვროთ ფასის მომავალი მოძრაობა და თავი დავიზღვიოთ ტრენდის რეალური შემობრუნებისაგან.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი წარმოადგენს ფორექსზე მოვაჭრე ყველა ტრეიდერის მუშაობის საფუძველს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.