არასაბაზრო რისკები

ფორექსის არასაბაზრო რისკები

ფორექსის არასაბაზრო რისკებს წარმოადგენენ ის რისკები, რომლებიც წარმოიქმნებიან ხელოვნურად.

არასაბაზრო რისკები არ არიან დამოკიდებულნი საბაზრო ინსტრუმენტებზე და თავიანთი არსით წარმოადგენენ ბაზრის მუშაობის კანონების დარღვევებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ისინი მაინც არსებობენ.

არასაბაზრო რისკებს მიეკუთვნებიან ცენტრალური ბანკების, წამყვანი სახელმწიფოების მთავრობების, საკანონმდებლო და სხვა სახის მართვის ორგანოების ქმედებები. ამ ქმედებების არსი გამოიხატება ადმინისტრაციული ბარიერების დაწესებაში, რომლებიც სხვადასხვა დოზით ბარიერებს უქმნიან საბაზრო ვაჭრობას, მისი ფუნქციონირების თავისუფლების თვალსაზრისით. სტატიის დაწერის მომენტში (2014 წლის ზაფხული) რუსეთის მიმართ და რუსეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა, რომელიც არასაბაზრო რისკების კლასიკური გამოვლინებაა, არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში საფონდო და სავალუტო ბაზრების საკმაოდ მკვეთრი რყევები გამოიწვია.

ამასთან ერთად, არასაბაზრო რისკებს შესაძლებელია მივაკუთვნოთ სტიქიური უბედურებები, ტერორისტული აქტები და სხვა, სავალუტო ბაზარზე არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები. ამგვარი მოვლენების მაგალითია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, რომელიც მომენტალურად აისახა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, აშშ დოლარის კურსის დაცემის თვალსაზრისით.

არასაბაზრო რისკების განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ჭკვიანი ტრეიდერი ყოველთვის არის მზად მათი წარმოშობის შესაძლებლობასთან მიმართებაში. მზადყოფნა გამოიხატება სავაჭრო პოზიციების დაცვის ზომების მიღებასა და საბაზრო სიტუაციების მუდმივ კონტროლში.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი ფორექსზე

რისკ მენეჯმენტი წარმოადგენს ფორექსზე მოვაჭრე ყველა ტრეიდერის მუშაობის საფუძველს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.