სარჩევი
Money Management – არის კაპიტალის მართვის სისტემა. იგი წარმოადგენს მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება ინვესტორის (ტრეიდერის) ფულადი სახსრების დაცვისა და ზრდისათვის.
ფორექსზე Money Management არის მრავალკომპონენტიანი სისტემა. იგი ტრეიდერს საშუალებას აძლევს შეამციროს, ან გაანულოს ის შესაძლო ზარალი, რომელიც გამოწვეულია არასწორი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი სავაჭრო ორდერები გამოიყვანოს წამგებიანი მდგომარეობიდან და ჯამური პოზიცია გადაიყვანოს მოგებაში. ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომა განაპირობებს წარმატებას ფორექსზე. ფორექსზე ვაჭრობის დროს მანი მენეჯმენტი თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილზეა, სწორი სავაჭრო სტრატეგიის არჩევის შემდეგ.
Money Management -ის პოსტულატები
- სტოპ ლოსების და ტეიკ პროფიტების დაყენება შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აირიდოთ ემოციური დატვირთვა, რომელიც აუცილებლად თან სდევს სავაჭრო პოზიციების გახსნას, აგრეთვე საშუალებას გაძლევთ არ დაკარგოთ მთლიანი დეპოზიტი;
- პოზიციის გახსნისას შესაძლო ზარალი და მოგების თნაფარდობა უნდა იყოს 1/2. მაგალითად, თუ ტეიკ პროფიტი არის 100 პუნქტი, მაშინ სტოპ ლოსი უნდა იყოს მაქსიმუმ 50 პუნქტი;
- ორდერის გახსნამდე აუცილებლად გაანალიზეთ ტრენდის მიმართულება მინიმუმ სამ, უფრო დიდ ტაიმფრეიმფრეიმზე. მხოლოდ ესეთი მიდგომა მოგცემთ ტრენდის მოძრაობის მიმართულების ზუსტ სურათს;
- ორდერის გახსნის დროს გირაო უნდა შეადგენდეს მთლიანი დეპოზიტის არა უმეტეს 10%-ისა, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლო კორექციის დროს უფრო დაცული იქნებით;
- მოგების ზრდის უზრუნველყოფისათვის ყოველთვის გამოიყენეთ ტრეილინგ სტოპი, როგორც ავტომატურ რეჟიმში – ანუ სავაჭრო ტერმინალში შესაბამისი პარამეტრის დაყენებით, ასევე სტოპ ლოსის ხელით გადაყენების ხერხით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მეორე მეთოდი ბაზრის ჩქარი მოძრაობის/რყევის დროს არ გამოგადგებათ, ვინაიდან სანამ ხელით გადააყენებთ სტოპ ლოსს, შესაძლოა ტერმინალმა დააგვიანოს თქვენი ბრძანების დამუშავება, ან თვად ვერ მოასწროთ ტრეილინგის გადაყენება, ამ დროს კი შესაძლებელია ბაზარზე სულ სხვა სიტუაცია განვითრდეს. განსაკუთრებით ეს ეხება სკალპინგით ვაჭრობას;
- გამოიყენეთ ოპტიმალური საკრედიტო მხარი: ჩემი აზრით – 1:200, ან მაქსიმუმ 1:500;
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ჰეჯირება. ასეთ ვითრებაში ზარალიანი პოზიცია დახურეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ ზარალიანი პოზიცია აღარ გამოსწორდება;
- ივაჭრეთ ოპტიმალური სავაჭრო მოცულობებით, ანუ ლოტებით. ჩემი აზრით, მაგალითად სტანდარტულ ანგარიშზე 1000 აშშ დოლარიანი დეპოზიტით მიზანშეწონილია 0,1 ლოტით ვაჭრობა, რომლის დროსაც ერთი პუნქტი ფასი დაახლოებით 1 აშშ დოლარია (გააჩნია სავალუტო წყვილს);
თავისი არსით მანი მენეჯმენტი არის ვაჭრობა გონივრული რისკით და კაპიტალის გონივრულად მართვის სისტემა, რომელიც ნებისმიერმა ტრეიდერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
დიდი თანხებით ვაჭრობის შემთხვევაში (10 000 აშშ დოლარი და ზემოთ), აუცილებლად დააზღვიეთ კაპიტალი და გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო განაკვეთი არ უნდა აღემატებიდეს პროგნოზირებულ მოგებას. აღნიშნული ნიუანსი რთული თემაა, განკუთვნილია ფორექსის ბაზრის სერიოზული მოთამაშეებისათვის და სათანადო გაშლას საჭიროებს, ვინაიდან ასეთი კაპიტალით ვაჭრობა გარკვეულ განსხვავებულ წესებს შეიცავს. მათ განვიხილავთ საიტის სხვა სტატიებში.
აქვე ავღნიშნავ, რომ თუ გსურთ სავალუტო ოპერაციებიდან მოგების მიღება, მაგრამ ამისათვის არ გყოფნით ცოდნა და გამოცდილება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მინდობილობით ვაჭრობის სისტემა, ან კაპიტალი დააბანდოთ საინვესტიციო ფონდებში.
გონივრული და დახვეწილი მანი მენეჯმენტის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი უიმედო მდგომარეობის გამოსწორება, რომ თავად გაგიკვირდებათ. ამას ვამბობ პირადი გამოცდილების გათვალისწინებითაც. მანი მენეჯმენტის გამოყენების პრაქტიკულ ნიუანსებზე ვისაუბრებთ საიტის სხვა სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით