მინდობილობით მართვა ფორექსზე

მინდობილობით მართვა ფორექსზე

ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებლად ასევე მინდობილობით მართვის გამოყენებით.

ორივე მათგანს აქვს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. ყველაფერი დამოკიდებულია შემდეგ მომენტებზე: გაქვთ თუ არა თქვენ ფორექსზე ვაჭრობისათვის საკმარისი დრო, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, აგრეთვე თანხის რა რაოდენობით გსურთ ვაჭრობა ფორექსის სავალუტო ბაზარზე. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ინვესტირება ფორექსის მინდობილობით მართვაში, შესაძლებელია იყოს თქვენთვის ყველაზე მისაღები არჩევანი.

დამოუკიდებლად ვაჭრობა ფორექსზე

ვაჭრობის დაწყებისათვის პრაქტიკულად არ არის საჭირო დიდი თანხა. საწყისი დეპოზიტზე დამოკიდებული იქნება მხოლოდ მოგების სიდიდე. გასაგებია, რომ 100 აშშ დოლარით ვაჭრობისას გაცილებით მეტ მოგებას მიიღებთ ვიდრე 10 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის შემთხვევაში.

ფორექსზე დამოუკიდებლად ვაჭრობის შემთხვევაში თქვენ უნდა გაიაროთ სწავლების მრავალსაფეხურიანი პროცესი, შეისწავლოთ უამრავი ინსტრუმენტი, გაერკვეთ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლებში, აგრეთვე სხვა მრავალი თანმდევი საკითხის გარკვევაც მოგიწევთ. გარდა ამისა სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დიდი გამოცდილებაც უნდა შეიძინოთ, ვინაიდან თქვენ ინტუიტიურად უნდა გრძნობდეთ ბაზარს.

სამაგიეროდ ერთხელ ისწავლით, პერმანენტულად გააღრმავებთ ცოდნას და თქვენი კაპიტალის და თქვენი ტრეიდერული კარიერის ბატონპატრონი თვენვე იქნებით.

მინდობილობით ვაჭრობა ფორექსზე

მინდობილობით მართვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, აღარ დაგჭირდებათ დიდი მოცულობის სასწავლო პროცესის გავლა, შესწავლილი მასალის გააზრება, დახვეწა, ბაზრის პროგნოზირება, ათასნაირი რუტინული სამუშაოს განხორციელება და ა.შ. სამაგიეროდ გესაჭიროებათ მინიმალური დრო, იმისათვის, რომ მიიღოთ მოგება. დრო დაგეხარჯებათ მხოლოდ დეპოზიტის შევსებაში და ანგარიშიდან მოგების გატანაში, ეს ოპერაციები კი რამდენიმე წუთის საქმეა.

მინდობილობით მართვას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე – იმისათვის, რომ ბროკერთან გააფორმოთ ხელშეკრულება მონდობილობით მართვის მომსახურებაზე, საჭიროა არც თუ ისე მცირე კაპიტალი. როგორც წესი კაპიტალის რაოდენობა 1000-დან 10 000 აშშ დოლარამდე დიაპაზონშია. თუმცა ზოგიერთი ბროკერი უფრო მოკრძალებული თანხების ინვესტირების საშუალებასაც იძლევა. ყველაფერი დამოკიდებულია არჩეულ ბროკერზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.