ძირითადი საფონდო ინდექსები

ძირითადი საფონდო ინდექსები

არსებობენ საფონდო ინდექსები, რომლებიც შესამჩნევ გავლენას ახდენენ სავალუტო კურსებზე.

ეს განსაკუთრებით ეხება ამერიკულ დოლარს. საფონდო ინდექსების გამოქვეყნება მყისიერად იწვევს მისი კურსის ვარდნას ან აწევას. ამიტომ ფორექს ტრეიდერისთვის არ არის ზედმეტი იცოდეს, თუ რაზე უნდა გააკეთოს ორიენტაცია სიახლეებზე ვაჭრობის დროს და წინასწარ მოემზადოს აშშ დოლარის კურსის ცვლილებებისთვის.

ძირითადი საფონდო ინდექსების ცვლილება კარგად ახასიათებს ეკონომიკის საერთო მდგომარეობას და სავალუტო ბაზარზე ტრენდის მოძრაობის საკმაოდ ზუსტი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ძირითადი საფონდო ინდექსები

ქვემოთ ჩამოთვლილია ის მთავარი ინდექსები, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ტრეიდერის ყურადღება:

  • DJIA – ანუ Dow Jones Industrial Average, საფონდო ბაზარზე არსებული ვითარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაჩვენებელია. მისი გამოთვლისას გამოიყენება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ოცდაათი წამყვანი კომპანიის აქციების ფასები. რეზულტატად მიიღება საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი, რომელიც არის ამ ინდექსის საფუძველი.
  • სამრეწველო ინდექსის გარდა, აგრეთვე გამოითვლება სატრანსპორტო, კომპოზიტური და კომუნალური მაჩვენებლები, მაგრამ მათ მეორეხარისხოვანი დატვირთვა აქვთ.
  • Standard&Poor’s – თავისი არსით ეს არის სხვადასხვა ინდექსების მთელი ჯგუფი, რომელიც გამოითვლება მსოფლიოში ცნობილი სარეიტინგო სააგენტოს – Standard&Poor’s მიერ. გამოთვლების საფუძველს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება. ინდექსი დაყოფილია ეკონომიკის სხვადასვა დარგების მიხედვით და გამოიყენება, როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე სხვა საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობისათვის.
  • Nasdaq – მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულებების მაჩვენებელი. მოცემული ინდექსი არის საკმაოდ მგრძნობიარე ახალი გამოგონებებისა და აღმჩენების მიმართ და მოიცავს მაღალი ტექნოლოგიების ბაზარს.
  • Value Line – საფონდო ინდექსებს შორის ყველაზე წონადია, რადგან მოიცავს დაახლოვებით 1700 სხვადასხვა კომპანიებისა და ფირმების აქციების ღირებულებას.

საფონდო ინდექსებით ვაჭრობა არაფრით განსხვავდება სიახლეებზე ვაჭრობისაგან. თავდაპირველად, ფორექსის კალენდარის მეშვეობით უნდა დაფიქსირდეს ამა, თუ ინდექსის გამოქვეყნების თარიღი და დრო, და მისი გავლენა ვალუტის კურსზე. ამის შემდეგ თვალყური ადევნეთ სიახლის გამოქვეყნებას, მის განსხვავებას ადრინდელი მაჩვენებლისაგან და გახსნათ სავაჭრო პოზიცია საჭირო მიმართულებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.