ბანალური ფრაზა – საწვავი სჭირდება ყველაფერს, მათ შორის ნებისმიერი სახის საფინანსო ბაზარს.
თუ ტრადიციულ საფინანსო ბაზრებზე ნარატივი გაზავებულია სხვა ფაქტორებთან და უხშირესად მეორე და მესამეხარისხოვანია, მაგალითად მეტეოროლოგიური ფაქტორები ნავთობის ბაზარზე, ისტორიული ფაქტორები ფორექსის ბაზარზე და ა.შ., კრიპტო ინდტუსტრია ჯერ-ჯერობით ერთადერთია, სადაც ნარატივი უმთავრესი საწვავია და პრინციპში იგი წყვეტს ყველაფერს ამ საფინანსო ბაზარზე.
კრიპტოში ნარატივზე ძლიერი სხვა არავითარი ფაქტორი არ არსებობს.
ნარატივი კრიპტოში არის მასობრივი რწმენა, რომელსაც ერთდროულად იჯერებს მილიონობით ადამიანი.
და რაც უფრო მეტ ადამიანს სჯერა ამ ნარატივის, მით უფრო მაღლა მიიწევს ციფრული აქტივის გრაფიკი.
მაგალითები:
✅ 2020: DeFi — ნარატივი: DeFi ბანკების ალტერნატივა იქნება — $UNI, $AAVE, $SUSHI — ამ ციფრული აქტივების ემოციური, მყისიერი და მნიშვნელოვანი ზრდა;
✅ 2021: NFT — ნარატივი: ციფრული ხელოვნება ახალი ეპოქა ხელოვნების ისტორიაში— $BAYC და $Punks — ამ ციფრული აქტივების ემოციური, მყისიერი და მნიშვნელოვანი ზრდა;
✅ 2022: Play-to-Earn — ნარატივი: თამაშები არის სამყაროს მომავალი — $AXIE-ის ემოციური, მყისიერი და მნიშვნელოვანი ზრდა;
✅ 2023: AI + Crypto” — ნარატივი: ხელოვნური ინტელექტი + კრიპტოს ტანდემი გზა მილიონების შოვნისკენ – $FET, $RNDR, $AGIX — ამ ციფრული აქტივების ემოციური, მყისიერი და მნიშვნელოვანი ზრდა;
✅ მემკოინები — ნარატივი: ახალი რეალობა ციფრულ აქტივებში დაკავშირებული ახალ ინტერნეტ სუბკულტურასთან — $DOGE, $WIF, $PEPE, $BOOK OF MEME — ამ ციფრული აქტივების ემოციური, მყისიერი და მნიშვნელოვანი ზრდა;
ციფრული პროექტი შეიძლება ჯერ კიდევ ნედლი იყოს, მაგრამ თუ არსებობს ნარატივი და შესაბამისად ის ტრენდშია, მაშინ ხალხი მიჰყვება მას და შესაბამისად აქტივის ფასი იზრდება.
ნარატივის გარეშე კი, ძლიერი აქტივიც კი შეიძლება დარჩეს ჩრდილში.
✅ ნარატივების გენერატორები არიან: Twitter, Discord და მემები;
✅ მნიშვნელოვანია არა თუ გავყვეთ, არამედ ჩანასახშივე შევიდეთ ბაზარზე, როგორც კი ნარატივის პირველი კვალი გამოჩნდება;
✅ მნიშვნელოვანია ნარატიული ხმაურის გაფილტვრა. ყველა ნარატივი არ მოგვიტანს მოგებას, თუმცა ყოველი მათგანი უდავოდ არის შესაძლებლობა;
ასე, რომ ადევნეთ თვალი ნარატივებსაც, თუ ამის დრო და სურვილი გაქვთ! 😉
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით