Breakout/გარღვევა/Пробой – ხდება მაშინ, როდესაც ფასის გრაფიკი გაარღვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გარკვეულ დონეს, რომელიც წინასწარ იყო დატანილი სავალუტო წყვილის გრაფიკზე.
ვრცლადBid Price/Bid ფასი/Цена Bid
Bid Price/Bid ფასი/Цена Bid – სხვაგვარად მას, მიწოდების ფასს, ან გაყიდვის ფასს უწოდებენ.
ვრცლადBlack Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг
Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг – გულისხმობს, ფორექსზე ვაჭრობის დროს სპეციალიზრებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.
ვრცლადBroker/ბროკერი/Брокер
Broker/ბროკერი/Брокер – ადამიანი ან სტრუქტურა, რომლის მოვალეობაა რაიმე ფინანსური ფასეულობის ყიდვა-გაყიდვა.
ვრცლადBear/დათვი/Медведь
Bear/დათვი/Медведь – საფინანსო ბაზარზე დათვებს ეძახიან ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც თამაშობენ ვალუტის კურსის დაწევაზე და აკეთებენ ყველაფერს, რათა კურსის ვარდნა გაგრძელდეს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.
ვრცლადBear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок
Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок – საფინანსო ბაზრის მდგომარეობა, რომლის დროსაც სავალუტო წყვილის ფასი (ტრენდი) ეტაპობრივად მცირდება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ვრცლადBasis point/საბაზისო პუნქტი/Базисный пункт
Basis point/საბაზისო პუნქტი/Базисный пункт იზომება პროცენტის ერთი მეასედი ნაწილით. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების გაზომვისთვისაც. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყოველთვის მოყვანილია საბაზისო პუნქტების გამოყენებით. ანუ თუ საბანკო განაკვეთი 5.0 % -დან გაიზარდა 5.10 % -მდე, მაშინ ამბობენ, რომ მოხდა 10 საბაზისო პუნქტით ზრდა.
ვრცლადBase currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта
Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта – ტერმინი პირდაპირ კავშირშია ფორექსთან და არის ვალუტა, რომელიც სავალუტო წყვილში დგას პირველ ადგილზე (წილადს თუ შევადარებთ – დგას მრიცხველში EUR/USD).
ვრცლადBalance/ბალანსი/Баланс
Balance/ბალანსი/Баланс – წარმოადგენს ტრეიდერის დეპოზიტის მდგომარეობას, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ოპერაციები.
ვრცლადBull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок
Bull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок – ბაზარი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასების ზრდის ტენდენცია – აღმავალი ტრენდი დროის გარკვეული მონაკვეთის მთლიან პერიოდში.
ვრცლადBar Chart/ბარების გრაფიკი/Баровый график
Bar chart/ბარების გრაფიკი/Баровый график – ეს არის სავაჭრო ტერმინალში გამოსახული გრაფიკი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფინანსური ინსტრუმენტების კურსების ცვლილება, რომელიც გამოისახება – ბარებში.
ვრცლადBulls/ხარები/Быки
Bulls/ხარები/Быки – ბაზრის მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ფასის გაზრდას – თამაშობენ (ვაჭრობენ) ფასის გაზრდაზე.
ვრცლად