CFD, Contract for difference/კონტრაქტი სხვაობაზე/Контракт на разницу

CFD, Contract for difference/კონტრაქტი სხვაობაზე/Контракт на разницу

CFD, Contract for difference/კონტრაქტი სხვაობაზე/Контракт на разницу – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეთა შორის ერთ-ერთს, ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სპეკულაცია კონკრეტულ ფინანსურ აქტივზე (ვალუტაზე), მისი ფაქტიური მიწოდების გარეშე.

ასეთ ხელშეკრულებებს ხშირად სხვაობის კონტრაქტებსაც უწოდებენ – ეს სახელწოდება უფრო უკეთ ასახავს ტრეიდინგის ამ მეთოდის არსს.

CFD ბაზრის ფორმირება მოხდა გასული საუკუნის 80-იან წლრბში. მისი სამშობლო ინგლისია. თავდაპირველად იგი განკუთვნილი იყო აქციების პაკეტებზე ჩასატარებელი ოპერაციებისათვის, რომლბსაც ფაქტიური ფლობის უფლება არ ენიჭებოდათ.

ამჟამად CFD კონტრაქტები ფორექსის ბაზარზე იდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის დროს. მათი გამოყენება საშუალებას იძლევა მივიღოთ სპეკულაციური მოგება, ან ზარალის გადაფარვისთვის დადებული კონტრაქტის ჰეჯირება მოვახდინოთ.

ანუ შესაძლებელია ვიყიდოთ ან გავყიდოთ საქონელი, რომელსაც არ ვფლობთ და არც დავეუფლებით ოდესმე (ფაქტიურად არ გაგვაჩნია და არც მივიღებთ). ასეთი მიდგომა სპეკულაციის უსაზღვრო პერსპექტივებს იძლევა, რადგან აღარ არის საჭირო საქონლის ან ვალუტის ფაქტობრივი მიწოდება, ან აქციონერების რეესტრში ცვლილებების შეტანა. ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოგების მიღებას.

CFD კონტრაქტებზე ვაჭრობა ბუკმეკერულ ფსონებზე თამაშში მონაწილეობას ჰგავს. აქ საჭიროა გამოიცნოთ აქციის, ან სხვა სავაჭრო ინსტრუმენტის კურსი, ყოველგვარი დამატებითი მოქმედებების განხორციელების გარეშე. მაგრამ ბუკმეკერული ფსონებისგან განსხვავებით, ფორექსზე ვაჭრობა ეფუძნება საერთო ეკონომიკურ კანონებს, რაც საბირჟო კურსების სამომავლო მნიშვნელობების უფრო ზუსტი პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ასეთი კონტრაქტების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს დამატებითი საკომისიოს არ არსებობა, განსაკუთრებით ეს ეხება საკომისიო გადასახადს, პოზიციის შემდეგ დღეზე გადატანისთვის. ამის გამო, CFD კონტრაქტებით ვაჭრობა უფრო მეტად მომხიბვლელია იმ ტრეიდერებისათვის, ვინც გრძელვადიან პერიოდებზე ვაჭრობენ. ზოგჯერ ასეთი ეკონომიით არა ერთი ათასი აშშ დოლარი იზოგება.

საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია – “ფორექსის სხვა ინსტრუმენტები“.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Clearing/სავალუტო კლირინგი, დაანგარიშება/Клиринг, расчет

Clearing/სავალუტო კლირინგი, დაანგარიშება/Клиринг, расчет

Clearing/სავალუტო კლირინგი, დაანგარიშება/Клиринг, расчет – არის ურთიერთანგარიშსწორების დასრულება ყველა სავაჭრო ოპერაციაზე. დავალიანების შემცირებისათვის ვალების დაფარვის …