Cross Rate/კროს კურსი/Кросс курс – სავალუტო წყვილში ორი ვალუტის თანაფარდობა, რომელთა შორისაც არცერთი არ არის აშშ დოლარი.
ასეთი სავალუტო წყვილებია: EUR/GBP, CHF/JPY, AUD/NZD და ა.შ. სწორედ მათი თანაფარდობა წარმოადგენს კროს კურსს.
მათი კოტირებების განსაზღვრისათვის, გამოთვლა ხდება კოტირებაში თითოეული ვალუტის შეფარდებით სხვა ვალუტასთან, რომელიც კოტირებაში არ მონაწილეობს (უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ვალუტა აშშ დოლარია).
ფორექსზე ვაჭრობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ სპრედის რაოდენობა იმ სავალუტო წყვილებისათვის, რომლებშიც არ მონაწილეობს აშშ დოლარი შედარებით მაღალია, ვიდრე იმ ინსტრუმენტებში, სადაც იგი მონაწილეობს.
ეს არის კროს კურსის უმარტივესი განსაზღვრება. უფრო ვრცლად კროს კურსების შესახებ წაიკითხავთ საიტის სხვა სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით