ფორექსის სტრატეგია “Daniella” ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ფორექსზე ვოლატილობის შეკუმშვის შემდეგ, იგი (ვოლატილობა) ყოველთვის ფართოვდება.
- ტაიმფრეიმი: D1;
- სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;
არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი ATR (2);
- ინდიკატორი i-Daniella (გრაფიკზე ისრით გვიჩვენებს ადგილს (დღეს) რომლის ზემოთ, ან ქვემოთ უნდა განვათავსოთ გადადებული ორდერი);
ფორექსის სტრატეგია “Daniella” ყიდვა:
თუ, ინდიკატორის ATR (2) დღევანდელი მაჩვენებელი მეტია, ვიდრე გუშინდელი დღის მაჩვენებელი, ამასთან ერთად, ინდიკატორის გუშინდელი დღის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია ვიდრე გუშინწინდელი დღის მაჩვენებელი. ხოლო დღევანდელი დღის სანთლის დახურვის ფასი უფრო მეტია, ვიდრე მისი გახსნის ფასი.
აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, ყიდვის გადადებული Buy Stop ორდერი უნდა დავდოთ: დღევანდელ მაქისიმალურ ფასს + სავალუტო წყვილის სპრედი. მუშაობის გამარტივებისათვის, ინდიკატორის i-Daniella მიერ აღნიშნული სანთლები (რომელთა მაქსიმუმზეც უნდა დაიდოს ორდერები), გრაფიკზე მონიშნული იქნება ლურჯი ისრებით.
ფორექსის სტრატეგია “Daniella” ყიდვის მაგალითი:
ფორექსის სტრატეგია “Daniella” გაყიდვა:
თუ, ინდიკატორის ATR (2) დღევანდელი მაჩვენებელი მეტია, ვიდრე გუშინდელი დღის მაჩვენებელი, ამასთან ერთად, ინდიკატორის გუშინდელი დღის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია ვიდრე გუშინწინდელი დღის მაჩვენებელი. ხოლო დღევანდელი დღის სანთლის დახურვის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი გახსნის ფასი.
აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, ყიდვის გადადებული Sell Stop ორდერი უნდა დავდოთ: დღევანდელ მინიმალურ ფასს + სავალუტო წყვილის სპრედი. მუშაობის გამარტივებისათვის, ინდიკატორის i-Daniella მიერ აღნიშნული სანთლები (რომელთა მაქსიმუმზეც უნდა დაიდოს ორდერები), გრაფიკზე მონიშნული იქნება წითელი ისრებით.
სტოპ ლოსს ვაყენებთ:
- ყიდვის ორდერებისთვის – დღევანდელი სანთლის მინიმუმზე;
- გაყიდვის ორდერებისთვის – დღევანდელი დღის მაქსიმუმზე;
მას შემდეგ, რაც ტეიკ პროფიტი მიაღწევს 50 პუნქტს, ორდერი უნდა გადავიყვანოთ უზარალობის პოზიციაში + 10 პუნქტი.
შემდეგ სურვილის მიხედვით: ორდერს გავყვეთ ტრეილინგ სტოპით – მინიმალური პიჯით 40-50 პუნქტი (გააჩნია სავალუტო წყვილის ვოლატილობას), ან დავალოდოთ სანამ ორდერი დაიხურება დადებითი ან უარყოფითი სტოპ ლოსით.
ორდერის დახურვა აგრეთვე შესაძლებელია საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგაც (რამდენიმე დღის შემდეგ), ან მიმდინარე სავაჭრო დღის დასრულებისთანავე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით