ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის თუმცა ძირითადად რეკომენდებულია EUR/USD.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD (ან სხვა ვალუტები შესაბამისი ტესტირების შემდეგ);
- თაიმ ფრეიმი: D1;
ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – ალგორითმი
დღიურ გრაფიკზე ვაყენებთ ფრაქტალების ინდიკატორს, იგი სავაჭრო ტერმინალის კომპლექტშია.
გაყიდვა:
- დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ზედა/აღმავალი ფრაქტალი;
- ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
- მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით გაყიდვის სავაჭრო პოზიციას;
ყიდვა:
- დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ქვედა/დაღმავალი ფრაქტალი;
- ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
- მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით ყიდვის სავაჭრო პოზიციას;
ყიდვა/გაყიდვის მაგალითი:
- თეიკ პროფიტი: ორივე შემთხვევაში (ყიდვა/გაყიდვა) სავაჭრო პოზიციიდან დადებითი შედეგით ფიქსირებულად გამოსვლა ხდება სამუშაო დღის ბოლოს;
- სტოპ ლოსი: ორიგინალურ სტრატეგიაში სტოპ ლოსი არ არის მითითებული. ჩემი დაკვირვებით გთავაზობთ სტოპ ლოსი დააყენოთ ფრაქტალური სანთლის (იმ სანთლის რომელზეც ფრაქტალი წარმოიქმნა) მაქსიმუმზე ან მინიმუმზე შესაბამისად გაყიდვის ან ყიდვის პოზიციებისათვის;
ასევე გიჩევთ, დადებითი ტეიკ პროფიტის შემთხვევაში, დღის ბოლოს პოზიციის დახურვის ნაცვლად მას დაადევნოთ ტრეილინგ სტოპი.
შენიშვნა: დღიურ გრაფიკებზე ვაჭრობა მოითხოვს სავაჭრო დეპოზიტის საკმაო დიდ მდგრადობას, ამიტომ ამ სტრატეგიით ვაჭრობა რეკომენდებულია ცენტურ ანგარიშებზე, ან მიკრო ლოტებით. ამასთნ ერთად, თითოეული სავაჭრო პოზიციის რისკი არ უნდა აღემატებოდეს 4-5%-ს.
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით