სტრატეგია "Momentum Pinball"

სტრატეგია “Momentum Pinball”

ფორექსის სტრატეგია “Momentum Pinball” ავტორია ცნობილი ტრეიდერი ლინდა რაშკე.

სტრატეგია “Momentum Pinball” – მულტივალუტურია, ანუ გამოიყენება ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის. ორდერები იხსნება ორი ინტერვალის, D1 და H1, წარმოქმნილი სიგნალების მიხედვით.

არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთი ინდიკატორს:

  • ინდიკატორი Momentum Pinball პარამეტრებით PeriodRSI -3, PeriodRSI -1 და ვამატებთ დონეებს – “70” და “30”;
ფორექსის სტრატეგია “Momentum Pinball” – ყიდვა:
  • ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს აღმოჩნდა გაჯერებული გაყიდვის დონის, ანუ “30”-იანი დონის ქვემოთ;
  • მეორე დღეს ველოდებით პირველი საათის სანთლის დახურვას;
  • ვაყენებთ Buy Stop ორდერს დახურული საათის სანთლის დახურვის ფასის მაქსიმუმის ზემოთ მინიმუმ 10-15 პუნქტის, მაქსიმუმ 20 პუნქტის მანძილზე. ლუფტის პუნქტების რაოდენობა დამოკიდებულია სავალუტო წყვილის ვოლატილობაზე, რაც უფრო მეტია ვოლატილობა, მით უფრო მეტია ზემოთხსენებული პუნქტების რაოდენობა;
  • შემდეგ, Buy Stop ორდერის დაყენების მანძილზე ვაყენებთ სტოპ ლოსს, დახურული სავაჭრო დღის უკანასკნელი საათობრივი სანთლის მინიმუმიდან;

D1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

H1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

თუ ფასმა აამუშავა სტოპ-ლოსი, მაშინ ხელმეორედ ვაყენებთ გადადებულ ორდერს პირველი ორდერის დონეზე. ანუ ბაზარზე იგივე ალგორითმით შევდივართ განმეორებით.

თუ მეორე სავაჭრო დღის დახურვის მომენტში ვართ მოგებაში მაშინ შესაძლებელია განვიხილოთ მომგებიანი ორდერის დახურვის რამდენიმე ვარიანტი:
  • ორდერი დავხუროთ მთლიანად;
  • ორდერის ერთი ნაწილი დავხუროთ, ხოლო მეორე ნაწილი გადავიყვანოთ უზარალობაში;
  • ორდერს ვტოვებთ ღია მდგომარეობაში მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში და მას დავხურავთ მაშინ, როდესაც ფასი აიწევს მე-2 დღის მაქსიმუმის რამდენიმე პუნქტით ზემოთ;
  • ორდერს აუცილებლად უნდა დაიხუროს მე-3 დღის ბოლოს;
  • კარგი ვარიანტია, თუ პოზიციას მივედევნებით 30, 50 ან 70 პუნქტიანი ტრეილინგ სტოპით;
გაყიდვისთვის უკუპირობია.

ამ შემთხვევაში ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს უნდა იმყოფებოდეს გაჯერებული ყიდვის დონის, ანუ “70”-იანი დონის ზემოთ.

D1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

H1 გრაფიკი:

ფორექსის სტრატეგია "Momentum Pinball"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. …