სტრატეგია "Emp"

სტრატეგია “Emp”

სტრატეგია “Emp” ეფუძნება მნიშვნელოვან დონეებისგან ფასის ასხლეტის ალგორითმს.

  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი (მულტისავალუტო სტრატეგია);
  • ინდიკატორები: არ გამოიყენება;
  • ტაიმფრეიმი: H4;
სტრატეგია არის ფორექსზე ვაჭრობის კლასიკური წარმოდგენების ერთგვარი ნაზავი.
  • 1. საფუძვლად ვიღებთ ფასურ დონეებს. დონე არის გარკვეული (ისტორიული) ნიშნული, რომელთანაც მიახლოვების შემდეგ ფასი ან გაარღვევს მას, ან აისხლიტება მისგან, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაიჭედება მასზე – ანუ იმოძრავებს ჰორიზონტალურ დიაპაზონში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გააგრძელებს მოძრაობას ზემოთ ან ქვემოთ (აისხლიტება, ან გაარღვევს დონეს);
  • 2. ფილტრის სახით გამოიყენება ტრენდის მოძრაობა, ანუ მხარდაჭერის და წინააღმდეგობის სტანდარტული სატრენდო ხაზები.

ქვემოთ წარმოდგენილ სურათებში დონეები აღნიშნულია წითელი ჰორიზონტალური ხაზებით, ხოლო მწვანე ისრებით ის წერტილები, რომლებზეც აიგება ეს დონეები.

ფორექსის სტრატეგია "Emp"

ფორექსის სტრატეგია “Emp” – ალგორითმი

ყიდვა:

  • პოზიცია იხსნება აღმავალი ტრენდის დროს, მხარდაჭერის ხაზთან მესამე შეხებისას;
  • ასხლეტა უნა დადასტურდეს, ერთდროულად ორი ან მეტი ასხლეტილი აღმავალი სანთლით;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ტრენდულ მინიმუმზე, ანუ უკანასკნელი ტალღის მინიმუმზე;
  • თეიქ პროფიტი გამოითვლება შემდეგნაირად: უკანასკნელი ტალღური მინიმუმსა და მაქსიმუმებს შორის მანძილი ორმაგდება;
  • 50 პუნქტიანი მოგების მიღწევის შემდეგ ორდერი უნდა გადავიდეს უზარალობის პოზიციაში;

გაყიდვის ორდერებისთვის სარკისებურად უკუპირობებია

ვინაიდან მსგავსი სტრატეგიები მიყვარს და თავად ვვაჭრობ ასეთი ტიპის სავაჭრო სისტემებით, ამიტომ უნდა ავღნიშნო, რომ:

პრაქტიკიდან გამიმდინარე სტრატეგია მუშაობს კარგად და რაც მთავარია საკმაოდ მომგებიანია. სტრატეგიის კლასიკური აღწერის მიხედვით, რეალური ვაჭრობიდან გამომდინარე სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრების საკმაოდ დიდია, მიმაჩნია, რომ ისინი აუცილებლად ოპტიმიზირებული უნდა იქნენ. ამასთან ერთად, სატრენდო ხაზიდან ასხლეტილი სანთლების რაოდენობაც ბუნდოვნადაა აღწერილი, ზოგმა შესაძლებელია 2 ასხლეტილ სანთელს დაელოდოს, ხოლო ზოგმა კი 4 სანთელს, ამასობაში კი შეიძლება ტრენდმა მიმართულება შეიცვალოს.

ამიტომ, სტრატეგიის დახვეწის თვალსაზრისით:

ჩემი აზრით, სტოპ ლოსი უნდა დადგეს არა ტრენდის ტალღურ მინიმუმზე, ან მაქსიმუმზე, არამედ სატრენდო ხაზიდან 20-40 პუნქტის ქვემოთ/ზემოთ, შესაძლებელია მეტიც – გააჩნია სავალუტო წყვილის ვოლატილობას.

სატრენდო ხაზისგან ასხლეტისათვის საკმარისია სანთლური კომბინაციები – შთანთქმა, ან პინბარი.

ტეიკ პროფიტი უნდა დადგეს ლიკალური მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები”

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება …