სტარტეგია "ZL"

სტარტეგია “ZL”

სტარტეგია “ZL” – ვაჭრობა მიმდინარეობს Zig Zag ინდიკატორის სიგნალის მეშვეობით და სავაჭრო სტრატეგიის დამატებითი პირობების გამოყენებით.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • თაიმ ფრეიმი: H1 (თუმცა შესაძლბელია ვაჭრობა M30, M15 ინტერვალებზეც);
  • გარფიკზე ვაყენებთ Zig Zag ინდიკატორს შემდეგი პარამეტრებით: 15-0-3 (Depth – 15, Deviation – 0, Backstep – 3)(ინდიკატორი სავაჭრო ტერმონალის Meta Trader 4-ის სტანდარტულ კომპლექტაციაშია);
ფორექსის სტარტეგია “ZL” – ვაჭრობის პირობები:
გარფიკზე ვპოულობთ ფასის აღმავალ ან დაღმავალ მოძრაობას, იმისათვის რომ განვსაზღვროთ ის დონეები, საიდანაც დაიდება სავაჭრო პოზიცია.

აღმავალი ტრენდის პირობები:

  • ვპოულობთ გრაფიკზე ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ აღმავალ მწვერვალს (ექსტრემუმს);
  • 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
  • თუ პირველი და მეორე პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი მე-4 მწვერვალის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო მწვერვალებს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მწვერვალზე;
  • თუ მე-4 მწვერვალი იმყოფება მე-3 მწვერვალზე დაბლა და მანძილი მე-2 და მე-3 მწვერვალებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მწვერვალზე;

დონეების დახაზვის წესები:

ფორექსის სტარტეგია ZL

ფორექსის სტარტეგია "ZL"

დაღმავალი ტრენდის პირობები:

  • გრაფიკზე ვპოულობთ ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ დაღმავალ მინიმუმს;
  • 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
  • თუ პირველი პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი – მე-4 მინიმუმის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო ორ მინიმუმს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს. მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მინიმუმზე;
  • თუ მე-4 მინიმუმი იმყოფება მე-3 მინიმუმზე მაღლა, და მანძილი მე-2 და მე-3 მინიმუმებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მინიმუმზე;
ფორექსის სტარტეგია “ZL” – სავაჭრო პოზიციების გახსნა ყიდვა/გაყიდვა:
  • როგორც უკვე აღვნიშნეთ ვაკვირდებით გრაფიკზე ფასის მოძრაობას და ინდიკატორი ZigZag -ის დახმარებით ვაგებთ ჰორიზონტალურ დონეებს. გრაფიკზე ერთდროულად შესაძლებელია იყოს აღნიშნული მხოლოდ ორი დონე: ერთი აღმავალი ტრენდის დროს, ხოლო მეორე დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში. როდესაც ჩნდება ახალი დონე ძველი დონე, რომელიც შეესაბამება ამავე ტრენდს, უნდა წავშალოთ;
  • ამრიგად გრაფიკზე გვაქვს ორი დონე. მიმდინარე ბარის ამ დონეების მიმართ მდებარეობიდან გამიმდინარე ვაყენებთ გადადებულ ორდერებს:
  • თუ ფასი მდებარეობს ორივე დონის ზემოთ, მაშინ ვდებთ Buy Limit ყიდვის გადადებულ ორდერს;
  • თუ ფასი იმყოფება ორივე დონის ქვემოთ, მაშინ ვდებთ Sell Limit გადადებულ ორდერს;
  • იმ შემთხვევაში თუ ფასი იმყოფება ამ დონეებს შორის, მაშინ ვდებთ ორდერებს ორივე მიმართულებით – Buy Limit და Sell Limit;

გადადებული ორდერები დგება/განთავსდება შესაბამის ჰორიზონტალურ დონეებზე.

სავაჭრო პოზიციის მაგალითი:

ფორექსის სტარტეგია "ZL"

სტოპ ორდერების პარამეტრები:

  • buy limit ორდერისთვის – პროფიტი-150 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;
  • sell limit ორდერისთვის – პროფიტი-100 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;

სტრატეგიის მიხედვით შექმნილია ავტომატური მრჩეველი, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლის შემდეგ – “მრჩეველი ZL

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. …