Desire

Desire – ექსპერტი (მრჩეველი)

ფორექსის ბაზრის ექსპერტი (მრჩეველი) Desire ეფუძნება ფიბონაჩის დონეებზე ვაჭრობის ალგორითმს.

Desire – სპეციფიკაცია
  • სახელწოდება: Desire;
  • ვერსია: 9.64;
  • გამოშვების წელი: 2021;
  • სავაჭრო ტერმინალი: MetaTrader 4;
  • ძირითადი სავალუტო წყვილები: URUSD, GBPUSD (იძლევა კარგ შედეგებს);
  • სავალუტო წყვილების სურვილისამებრ: USDJPY, USDCHF, AUDUSD, USDCAD;
  • რეკომენდებული ტაიმფრეიმი: H1;
  • თაიმ ფრეიმი სურვილისამებრ: ნებისმიერი;
  • ვაჭრობის პერიოდი: 24/5;

ექსპერტი კარგი დამხმარეა მათთვის, ვინც ვაჭრობს ფიბონაჩის ინდიკატორის გამოყენებით. იგი განკუთვნილია იმისათვის, რომ ვაჭრობა გახდეს ავტომატიზირებული. თუმცა, ნებისმიერ ტრეიდერს უნდა ესმოდეს, რომ იგი თავად უნდა გრძნობდეს ბაზარის ზოგად სურათს, თავის თვში უნდა გაატაროს უამრავი სახის ინფორმაცია და საბოლოო ჯამში თავად უნდა მიიღოს სავაჭრო გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში დაეთნხმოს, ან არ დაეთანხმოს ექსპერტის სავაჭრო ალგორითმს.

ნებისმიერ ექსპერტთან მუშაობისას მნიშვნელოვანია მისი პერიოდული ტესტირება, ვინაიდან ტრენდთა მოძრაობის თვალსაზრისით ის საფინანსო ბაზარი, რომელიც იყო 2021 წელს, 2022 წელს, ან შემგომ წლებში შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს.

Desire – მუშაობის პირობები

ექსპერტის გრაფიკზე მიბმისას საჭიროა მივუთითოთ თაიმ ფრეიმი, ვინაიდან თაიმფრეიმის “Current” კონფიგურაციის დროს, ექსპერტი უშუალოდ ხედავს თაიმფრეიმს და მისი ცვლილების (შემთხვევით გადართვის) დროს შესაძლებელია გახსნას პოზიცია გადართულ თაიმფრეიმზე, რომელიც არ გვჭირდება.

ასე, რომ დავიმახსოვროთ: კონფიგურაციაში ვაყენებთ იმ თაიმ-ფრეიმს, რომელიც გვჭირდება!

ჩვენ შეგვიძლია, თავადვე დავაყენოთ ფიბონაჩის კლასიკური ინდიკატორი (ინდიკატორი ფიბონაჩის დონეები (ხაზები)), ან ექსპერტი თვითონ, თავისი ალორითმით თავადვე დააყენებს გრაფიკზე ინდიკატორს.

მას შემდეგ, რაც ჩვენ თავად დავაყენებთ ფიბონაჩის ინდიკატორს გრაფიკზე, რამდენიმე წამში შევამჩნევთ, რომ ექსპერტი ამ ინდიკატორს აღიქვამს და იგი (ინდიკატორი) ფერს შეიცვლის.

ამის შემდეგ, ექსპერტი დაელოდება მომენტს, როდესაც ფასი მიაღწევს ფობონაჩის 100 %-იან დონეს (დაკონკრეტება: სანთელის მისვლა დონემდე და მის ზემოთ, ან ქვემოთ გამყარება ხდება იმ თაიმ-ფრეიმზე, რომელიც მითითებულია ექსპერტის კონფიგურაციაში).

„ზემოთ/ქვემოთ გამყარება“ – დამოკიდებულია ტრენდის მიმართულებაზე. თუ ტრენდი მიმართულია ქვემოთ და სავარაუდო სავაჭრო პოზიცია უნდა გაიხსნას ქვედა მიმართულებით (Sell), მაშინ ექსპერტი ფიბონაჩის ხაზებს ხაზავს ქვემოდან ზემოთ, ანუ 100 %-ანი დონე იმყოფება უკიდურეს ქვედა წერტილში. და პირიქით, თუ ტრენდი მიმართულია ზემოთ და სავარაუდო სავაჭრო პოზიცია უნდა გაიხსნას ზედა მიმართულებით (Buy), მაშინ ექსპერტი ფიბონაჩის ხაზებს ხაზავს ზემოდან ქვემოთ, ანუ 100 %-ანი დონე იმყოფება უკიდურეს ზედა წერტილში.

მას შემდეგ რაც ფასი გამყარდება მითითებული დონის ზემოთ ან ქვემოთ, ექსპერტი გახსნის სავაჭრო პოზიციას მითითებული პირველი ლოტით, სტოპ ლოსით და თეიქ პროფიტით (მათი ცვლილება შესაძლებელია ექსპერტის კონფიგურაციაში სხვა ფიბო დონეების მითითებით).

თუ პოზიცია დაიხურა სტოპ ლოსით, მაშინ ექსპერტი კვლავ ელოდება სანთლის მისვლას 100% -იან ფიბო დონესთან და მის ზემოთ/ქვემოთ გამყარებას. პირობის შესრულების შემდეგ ექსპერტი ხსნის სავაჭრო პოზიციას ფორმულით:

უკანასკნელი მოცულობა (ლოტი, რომლითაც ექსპერტმა მოცემულ სავალუტო წყვილზე გახსნა უკანასკნელი პოზიცია ) * 1,5 (1,5 არის ექსპერტის საწყისი კონფიგურაციული მაჩვენებელი, რომლის ცვლილება შესაძლებელია).

Desire – მუშაობის ალგორითმი

არხებისათვის, ექსპერტი ეძებს შემობრუნების პატერნებს, ან ტრენდის გაგრძელების პატერნებს. ლოკალურ მინიმუმები ან მაქსიმუმები და ფასის 100 %-ანი თანმიმდევრული ვარდნას, ან თანმიმდევრული ზრდას – სწორედ ამ ადგილებთანაა „ჩასაფრებული“ ექსპერტის ფიბო.

Desire – პარამეტრები

—- Money Management —-

  • First Order ( if<=0, use % of the balance ) – პირველი ორდერის მოცულობა;
  • Percent ( % of the balance |1% = 0,1| ) – პირველი ორდერის მოცულობის ზომად იყენებს პროცენტს დეპოზიტიდან;
  • Multiplier ( if<=0, use Increment Lot ) – ჯერადი, რომლითაც ვუთითებთ, თუ რამდენჯერ უნდა გაიზარდოს შემდეგი ორდერის მოცულობა, თუ წინა სავაჭრო პოზიციაზე მივიღეთ Stop Loss;
  • Increment Lot – ლოტის სტატიკური მაჩვენებელი;
  • Semi-automatic – ითვალისწინებს ტრეიდერის მიერ განხორციელებულ სავაჭრო ორდერებსაც;
  • Stop series ( if<=0, Disabled ) – ვუთითებთ სტოპების რაოდენობას მიმდინარე არხის გაუქმებამდე და ახალი არხის წარმოშობის ძებნას;

***როდესაც სავალუტო ბაზარი ფლეტშია, ხშირია სტოპები, იმისათვის, რომ დავიცვათ დეპოზიტი განულებისგან, შეგვიძლია ექსპერტს მივუთითოთ სტოპ ლოსების ის რაოდენობა, რომელთა შემდეგაც, მოხდება ექსპერტის მუშაობის დინამიური თანმიმდევრობის განულება და სამუშაო პროცესის ხელახლა დაწყება (თუ, ასეთ სიტუაციებში ხელოვნურად არ გავთიშავთ ექსპერტს, მაშინ რეკომენდებულია ამ პარამეტრის დაყენება).

  • Continue lot (after stop) – თუ მითითებულია „true“, მაშინ ექსპერტი გააგრძელებს ლოტის ჯერადობრივ ზრდას, სერიული სტოპ ლოსების პირობებშიც კი;
  • Continue current trading – თუ ექსპერტს გრაფიკიდან წავშლით, ხოლო შემდეგ კვლავ მივაბამთ, მაშინ მას შეეძლება მუშაობის გაგრძელება იმავე სავაჭრო ამოცანაზე, რაზეც მუშაობდა ადრე და შეეძლება გაარძელოს ორდერების სერია;

——- Fibonacci ——

  • TimeFrame – თაიმ ფრეიმი (ვცვლით ექსპერტის გრაფიკზე მიბმისთანავე, იმ თაიმფრეიმისთვის, რომელზეც ვმუშაობთ);
  • Full Automatic Fibo – დიაგნოსტიკისა და დამუშავების პარამეტრები. არ ვცვლით;
  • TP Channel Reset – ვაუქმებთ არხებს, ნებისმიერ არხში თეიკ პროფიტის მიღების შემდეგ;
  • Trading Channel – გაყიდვის ან ყიდვის არხების მონიტორინგისთვის ექსპერტის მიბმა გრაფიკზე;
  • Add Dodge in Search (Price: Open=Close) – არხის აგების პროცესში გაითვალისწინოს თუ არა ექსპერტმა „დოჯის“ ფორმის (+) სანთლები;
  • MaxHeight Fibo – არხის აგების პროცესში ფიბონაჩის მაქსიმალური სიგრძე;
  • MinHeight Fibo – არხის აგების პროცესში ფიბონაჩის მინიმალური სიგრძე;
  • Time Reset, Hours ( if<=0, Disabled ) – არხის არსებობის პერიოდი საათებში;

შემზღუდავი პარამეტრი საჭიროა იმისათვის, რომ დიდი ხნის პერიოდში არსებული და აქტუალურობა დაკარგული არხები ვმართოთ.

დროის ათვლა წარმოებს:

  • ***Auto (თუ ექსპერტმა თავად მიუთითა მისი მიბმის მომენტიდან);
  • ***Manual (მონიშვნის საწყისი და საბოლოო მომენტიდან);
  • Indent BreakEven (Time reset) – თუ არხი მონიშნულია, მაშინ შეგვიძლია მივუთითოთ მიმდინარე ორდერიდან რამდენი პუნქტის მანძილზე უნდა დადგეს უზარალობა;
  • Reset Channel – პარამეტრში მიეთითება არხის გაუქმების წესი;
  • ***Close – არხის გაუქმება, თუ სანთელი დაიხურება 0,0 დონის ფარგლებს გარეთ;
  • ***Shadow – არხის გაუქმება, თუ სანთლის კუდი (ჩრდილი) დაიხურება 0,0 დონის ფარგლებს გარეთ;
  • Fibo levels – მიეთითება ის დონეები, რომლებსაც ექსპერტის ფიბონაჩი გამოსახავს გრაფიკზე;

—- Order Setup —-

  • Multiplie Trades – ორდერების გახსნის შესაძლებლობა ორივე მიმართულებით;
  • Opening after lvl Not available – მიუთითებს ექსპერტს, თუ რა მოიმოქმედოს მან, როდესაც ერთ-ერთი სანთლის ფასმა გადალახა მითითებული დონე. თუ „True“, მაშინ ექსპერტი გახსნის პოზიციას;

***როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს 161.8 დონის შემდეგ პოზიციები დიდი რისკის შემცველია და თეიქ პროფიტების და სტოპ ლოსების თანაფარდობა უარყოფითია. ამიტომ ეს პარამეტრი საწყისი მონაცემებით გათიშულია.

  • Lvl Take Profit – ფიბონაჩის დონე, სადაც იქნება განთავსებული Take Profit საწყისი კონფიგურაციით;
  • Lvl Stop Loss – ფიბონაჩის დონე, სადაც იქნება განთავსებული Stop Loss საწყისი კონფიგურაციით;
  • Multiple Profit levels ( if<=0, Disabled ) – შესაძლებელია მიეთითოს ფიბონაჩის რამდენიმე დონე სადაც დაფიქსირდება მოგება;

***(ორდერი იყოფა თანაბარ ნაწილებად თითოეული დონისთვის)***

  • Profit fixation ( if<=0, Disabled ) – დონე, რომლის მიღწევის შემდეგ სტოპ ლოსს მყისიერად გადაადგილდება Fixation lvl -ზე.
    Fixation lvl – მივუთითებთ, თუ სად გადაადგილდება სტოპ ლოსი, Profit fixation დონის მიღწევის შემდეგ;
    Trailing Stop(if<=0, not use) – ტრეილინგ სტოპსა და ფასს შორის მანძილი;
  • Trailing Distance – რა ბიჯით გადაადგილდება Trailing Stop;

——— Сustomize ——–

  • Show Way – გარიგების გახსნის და დახურვის წერტილების გამოსახვა;
  • Show Profit – პროფიტის გამოსახვის რამდენიმე ვარიანტი;
  • BUY|Fibo Color – BUY არხის ფერი;
  • SELL|Fibo Color – SELL არხის ფერი;
  • Close Fibo Color ( 0.0>100.0 ) – უკვე გადამუშავებული არხის ფერი;
    Close Fibo Order Zone( =>100.0 ) – ორდერის გახსნისა და დახურვის წერტილებს შორის მონაკვეთის ფერი;
    Close Price Color – ფასის დახურვის ფერი;

სტატიის ბოლოში მოცემულია თავად ექსპერტის ფაილი, რომელიც უნდა განთავსდეს სავაჭრო ტერმინალის ფოლდერში „ტერმინალი\MQL4\Experts“.

ასევე, სტატიის ბოლოში მოცემულია SET ფაილები, რომლებიც უნდა განთავსდეს სავაჭრო ტერმინალის ფოლდერში „ტერმინალი\MQL4\Presets“

შეგახსენებთ, SET ფაილები არის ფაილები, რომლებიც წარმოქმნილია ექსპერტის ტესტირების პროცესში საუკეთესო ოპტიმიზაციული კონფიგურაციით. ანუ ამ ფაილების გამოყენებით ჩვენ ვიღებთ ექსპერტის მუშაობას ოპტიმალური პარამეტრებით (თაიმ ფრეიმი, სავალუტო წყვილი და ა.შ.).

რეალური ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია ყველა ექსპერტის დატესტვა ბაზრის მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით და მისი კონფიგურირება ტრეიდერის სურვილებრისამებრ.

Desire – მუშაობის პროცესი ვიზუალურად

ქვემოთ მოყვანილია ექსპერტის ერთჯერადი ტესტირების ვიზუალური შედეგი: 19 აგვისტო 2022 წელი. GMT დროით 13:00 საათიდან 14:48 საათმდე პერიოდში. მოგება 22 პუნქტი.

Desire

ექსპერტის გრაფიკზე მიბმა

Desire

ექსპერტის მიერ სავაჭრო პოზიციის გახსნა

Desire

სავაჭრო პოზიციის მუშა პროცესი

Desire

ტრეიდერის მიერ ფიბონაჩის დასმის ვიზუალიზაცია

Desire

სავაჭრო პოზიციის დახურვა მოგებით

Desire

სავაჭრო პოზიციის დახურვის შემდგომი ვიზუალიზაცია

Desire

 

ექსპერტი

ექსპერტის SET ფაილები:

  • audusd_H1;
  • eurusd_H1;
  • eurusd-cent;
  • gbpusd_H1;
  • gbpusd-cent;
  • usdcad_H1;
  • usdchf_H1;
  • usdjpy_H1;

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით