საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) უპირატესობები

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) უპირატესობები

წინამდებარე რუბრიკა ეძღვნება საკუთარი კაპიტალის ზრდის ერთ-ერთ საშუალებას – საპაიო საინვესტიციო ფონდებს (სსფ).

ფინანსურ სფეროში ჩვენთვის უფრო ჩვეული და ცნობილი ტერმინებია: ფინანსური ინსტრუმენტები და საბანკო დეპოზიტები, აგრეთვე ზოგიერთებს სადაზღვევო დაგროვებითი პროგრამების შესახებაც სმენია.

საკუთარი კაპიტალის შექმნისათვის, საპაიო-საინვესტიცო ფონდები საკმაოდ მოსახერხებელი და შესაფერისი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით კერძო ინვესტორებისათვის. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მასიური ხასიათის კერძო ინვესტიციებზე/ინვესტორებზე – ადამიანებზე, რომლებიც არ ფლობენ დიდი კაპიტალს და სპეციალიზირებულ ცოდნა-განათლებას. საინვესტიციო ფონდები – ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია საფონდო ბაზრებზე ინვესტირებისათვის. პოტენციურად სსფ-ები უფრო შემოსავლიანი, ვიდრე კერძო ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი სხვა ინსტრუმენტები. გარდა ამისა სსფ-ებს გააჩნია მეპაიების უფლებების დაცვის უფრო საიმედო სისტემა, ასევე მათ შემოსავლიანობას ხელს უწყობს შეღავათიანი დაბეგვრაც.

საპაიო საინვესტიციო ფონდების დადებითი მხარეები:
  • სიმარტივე. სსფ-ებში ინვესტირებისათვის არ არის საჭირო საფონდო ბირჟების შესახებ შესაბამისი ცოდნის ფლობა. ამისათვის არც გამოცდილება და არც შესაბამისი ჩვევები გვჭირდება. საინვესტიციო პორტფელის ფორმირებას საკუთარ თავზე იღებს თავად მმართველი კომპანია, ხოლო როგორც ვიცით საფონდო ბაზარზე დამოუკიდებელი ინვესტირებისათვის საჭიროა, რომ ინვესტორი ზედმიწევით ფლობდეს საფონდო ბირჟაზე მუშაობის ყველა ნიუანსს;
  • პროფესიონალიზმი. მმართველი კომპანია აკონტროლებს და განაგებს/მართავს საინვესტიციო პორტფელს. კომპანიის თანამშრომლები არიან საინვესტიციო სფეროში სერტიფიცირებული პროფესიონალები. მმართველ კომპანიას გააჩნია დიდი რესურსები, რომლის მეშვეობითაც აანალიზებს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს, აგრეთვე მათი ყიდვა/გაყიდვის დიდი შესაძლებლობები. ამიტომ მას შეუძლია მიიღოს მაქსიმალური ეფექტი განხორციელებული გარიგებებისაგან. მაგრამ, როგორც ყოველთვის ასე ლამაზად ხდება მხოლოდ თეორიაში, პრაკტიკა კი შედარებით მრავალწახნაგაა, ამიტომ საჭიროა სწორად შეირჩეს მმართველი კომპანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია!

საპაიო საინვესტიციო ფონდისადმი საკუთარი კაპიტალის სამართავად მინდობისას, ფაქტიურად აგვყავს/ვქირაობთ პროფესიონალ მმართველებს/მენეჯერებს, რომელთა ამოცანაა მაქსიმალური მოგების მიღება ფონდის მეპაიების ფულადი სახსრების ეფექტური მართვის გზით. აქტივების მართვის გარდა, მმართველ კომპანიას არ აქვს უფლება დაკავდეს საქმიანობის სხვა სფეროთი. შესაბამისად, ფონდების ყველა რესურსი და ძალისხმევა კონცენტრირებულია სწორედ საინვესტიციო პორტფელების მართვაზე.

  • ხელმისაწვდომობა. ეს არის სსპ-ების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა, რომლის გამოც მოსახლეობას მცირე კაპიტალით შეუძლია განახორციელოს ინვესტიციები საფონდო ბაზარზე;
  • საინფორმაციო გამჭვირვალობა. არსებულ ფინანსურ სისტემათა შორის ყველაზე გამჭვირვალე საპაიო საინვესტიციო ფონდებია. კანონი მათ ავალდებულებს რომ მათ პერიოდულად (ხოლო ღია სსპ-ებისთვის – ყოველდღიურად) მედიის საშუალებით გაასაჯაროონ ინფორმაციები. მათ შორის ინფორმაცია უნდა ეხებოდეს სუფთა აქტივების და პაის ფასს. გარდა ამისა სსპ-ის საიტებზე შესაძლებელია სხვა საჭირო ინფორმაციების მოძიებაც;
  • ინფრასტრუქტურის და მუშაობის მექანიზმის საიმედოობა. საინვესტიციო ფონდის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურა მოიცავს: მართველ კომპანიას, რეგისტრატორს, აუდიტს და სპეციალურ დეპოზიტარიუმს. ამ რგოლების ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის სფეროები მკვეთრად გამიჯნულია, თუმცა ჯამური პასუხისმგებლობა მაინც სოლიდარულია. ასე რომ, ერთი რგოლის მიერ ჩადენილი რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ოთხივე კომპანია პასუხისმგებელია. ეს მომენტი აძლიერებს სსფ-ების სანდოობის ხარისხს და მაქსიმალურად იცავს ინვესტორების ინტერესებს, რომლებიც ფონდს იყენებენ საინვესტიციო ინსტრუმენტად. სსფ-ების ინფრასტრუქტურაის მიხედვით დაყოფილია, შენახვის, აღწერის და ფულადი სახსრების მართვის ფუნქციები, რაც მკვეთრად ამცირებს ინვესტირებული სახსრების გაფლანგვის, ან მათი გამოყენებით თაღლითური ოპერაციების ჩატარების საშიშროებას;
  • პოტენციურად უფრო მაღალი შემოსავლიანობა. ჩვეულებრივი/ტრადიციული საბანკო დეპოზიტებისგან, ან კონვერტირებადი სავალუტო ნაღდი და უნაღდო ანაბრებისგან განსხვავებით, სსფ-ებს აქვთ უფრო მაღალი შემოსავლიანობა. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც, მაღალი შემოსავლიანობის თანმდევი მოვლენაა მაღალი რისკის ხარისხიც, რაც გამოწვეული იქნება აქტივების ღირებულების ვარდნით. ვინაიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის, სადაც სსფ-ები მუშაობენ, დამახასიათებელია როგორც ზრდა, ასევე კლებაც. კრიზისების დროს ბაზარი ეცემა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და საკმაოდ ძლიერადაც. პრინციპში ყველა სახის ბიზნესი, მათ შორის საინვესტიციო ბიზნესი, დაკავშირებულია რისკებთან. უბრალოდ საჭიროა შეფასდეს პოტენციური რისკები და მათი მინიმიზაციის შესაძლებლობები, ხოლო ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელი და აუცილებელიცაა ინვესტირების გარკვეული სტრატეგიების გამოყენების დროს;
  • დივერსიფიკაცია. სსფ-ებს საქმე აქვთ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდებთან, რომლებითაც ხდება რისკების მინიმიზაცია, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთ რომელიმე ინსტრუმენტში ინვესტირებასთან. როგორც ინვესტირების ოქროს წესშია აღწერილი – “ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა მოთავსდეს”. როგორც წესი, დივერსიფიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მსხვილი ინვესტორებისათვის, მაგრამ საინვესტიციო ფონდების მეპაიებს წვდომა აქვთ დივერსიფიცირების ყველა საშუალებებთან, მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება ძალიან მცირე ინვესტიციებსაც კი. დივერსიფიკაციის მეშვეობით, მნიშვნელოვნად მცირდება იმის ალბათობა, რომ პაის ღირებულება შემცირდება ობლიგაციების, ან ზოგიერთი ემიტენტების აქციების ფასების კლებასთან ერთად. ამრიგად, როდესაც ინვესტორი ყიდულობს სსფ-ის პაის, იგი მიიღებს ფასიანი ქაღალდის ერთ სახეობას, ხოლო სარგებლობს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ყველა უპირატესობებით;
  • შეღავათიანი დაბეგვრა. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე სსფ-ები არ იბეგრებიან მოგების გადასახადით. მათი მეპაიები იბეგრებიან ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადით, ამასთან ერთად, იგი დაიანგარიშება ერთჯერადად – სსფ-დან ფულის გატანის შემთხვევაში. მანამდე მთლიანი დაბანდებული კაპიტალი, მათ შორის ისიც რომელიც დაზოგილია გადასახადის გადაუხდელობით, რეინვესტირდება და მოქმედებს რთული პროცენტების პრინციპი. რაც თავის მხრივ ზრდის ინვესტორის კაპიტალის რაოდენობას;

რუბრიკაში საუბარი გვექნება აგრეთვე სსფ-ების მუშაობის რთული პროცენტების პრინციპების შესახებ. ერთობლიობაში ისინი გვიხატავენ სურათს, რომლის მიხედვითაც საპაიო საინვესტიციო ფონდები მართლაც კარგი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია საკუთარი კაპიტალის შექმნისა და ზრდისათვის, განსაკუთრებით კერძო ინვესტორებისათვის.

აღსანიშნავია რომ, ინვესტირების არჩეული სტრატეგია და საინვესტიციო ფონდის გააზრებულად შერჩევა მნიშვნელოვნად აისახება ინვესტირების ეკონომიკურ რეზულტატზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …