საპაიო საინვესტიციო ფონდი წარმოადგენს მეპაიების აკუმულირებულ ფულად სახსრებს, რომლითაც მმართველი კომპანია ყიდულობს ფასიან ქაღალდებსა და სხვა სახის აქტივებს, რომლებიც ნებადართულია კანონმდებლობით და ფონდის საინვესტიციო დეკლარაციით.
შესაბამისად, კერძო ინვესტორები, რომელთაც არ აქვთ დრო და არ სურთ პირადად განახორციელონ საკუთარი კაპიტალის განთავსება/დაბანდება და პორტფელების მართვა, ან არ აქვთ საფონდო ბაზრებზე მუშაობისათვის საჭირო ცოდნა, საკუთარ ფულს გადასცემენ კომპანიას მმართველობაში, რომელიც ზემოთხსენებულს განახორციელებს მათ მაგივრად.
საპაიო საინვესტიციო ფონდების სპეციფიკა
სსპ-ების მთლიანი ქონების მესაკუთრეები არიან მეპაიები. მმართველი კომპანია წარმოადგენს მხოლოდ ნდობის ობიექტს, რომელიც განაგებს/მართავს ამ ქონებას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, საინვესტიციო ფონდების საქმიანობა მკაცად რეგულირდება კანონმდებლობით და რაც მთავარია სსპ-ები უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ მეპაიების ინტერესების გათვალისწინებით.
საინვესტიციო პაის არ გააჩნია ნომინალი. ეს ნიშნავს, რომ პაის ღირებულება წარმოიქმნება და ფიქსირდება ფონდის ფორმირების პროცესში. ამის შემდეგ, ამ ღირებულების ბედი დამოკიდებულია მმართველი კომპანიის პროფესიონალიზმზე და საბაზრო სიტუაციაზე.
საინვესტიციო პაი – არის სახელობითი არადოკუმენტარული ფასიანი ქაღალდი. ამ თვისების წყალობით ინვესტორებს აქვთ შემდეგი სახის შესაძლებლობები:
- შესაძლებელია პაის ყიდვა ან გაყიდვა მეორად ბაზარზე (როგორც საბირჟოზე, ასევე არასაბირჟოზე);
- შესაძლებელია პაის გაჩუქება, ანდერძით გადაცემა და ა.შ.;
- შესაძლებელია პაი მოგვევლინოს გირაოდ საბანკო კრედიტის აღების პროცესში, მმართველ კომპანიასთან აფილირებულ ბანკში;
რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს დამატებით უპირატესობას ამ საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის. აქვე შევეხები სხვა, მონათესავე თემასაც და ავღნიშნავ, რომ “საბანკო მმართველობის საერთო ფონდებს” (სმსფ), რომლებსაც სხვა სტატიებში განვიხილავთ, არ გააჩნიათ ჩამოთვლილი მანიპულაციების შესაძლებლობა, რადგან არ წარმოადგენენ ფასიანი ქაღალდების მაგენერირებელ სტრუქტურებს.
სსფ-ები არ იბეგრებიან მოგების გადასახადით. ეს კი ნიშნავს, რომ ფონდების წლიური შემოსავალი არ მცირდება შესაბამისი პროცენტით, რაც თავის მხრივ ზრდის მეპაიების მოგებას.
საპაიო საინვესტიციო ფონდების საქმიანობა მთლიანად გამჭვირვალეა. ეს ხორციელდება ფონდის მხრიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სათანადო სტრუქტურისადმი საინფორმაციო ღიაობის ვალდებულებით.
მეპაიები არ იღებენ შუალედურ შემოსავალს. ყველა საპაიო ფონდში (გარდა დახურული ფონდებისა), დივიდნდების და შუალედური საპროცენტო შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს. მეპაიები იღებენ მოგებას ან წაგებას საკუთარი პაის ან მისი გარკვეული ნაწილის გაყიდვის (დახურვის/დაფარვის) მომენტში. ფონდში დარჩენის შემთხვევაში, მოგება რეინვესტირდება, ერწყმის საერთო საინვესტიციო პორტფელს და უკვე ამის შემდეგ საქმე გვექნება “რთულ” პროცენტებთან. ანუ გამოდის, რომ სსფ-ები შექმნილია კაპიტალის დაგროვება/შექმნისთვის.
სსფ-ების შემოსავლიანობის გარანტორებულობა შეუძლებელია. მმართველ კომპანიებს აკრძალული აქვთ, პოტენციური მეპაიებისათვის პერსპექტიული შემოსავლიანობის შესახებ დაპირებების გაცემაც კი. შემოსავლიანობა დამოკიდებულია მხოლოდ მმართველი კომპანიის პროფესიონალიზმზე და ბაზრის ქცევაზე. თუმცა არსებობს ისეთი ბერკეტი, რომელსაც სტატისტიკა ჰქვია. მისი მეშვეობით შესაძლებელია გავაანალიზოთ ამა თუ იმ სსფ-ს წარსული საქმიანობის ფინანსური რეზულტატი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება მასთან თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შემოსავლიანობის ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგვცემს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით