საპაიო საინვესტიციო ფონდების სახეობები (ნაწილი I)

საპაიო საინვესტიციო ფონდების სახეობები (ნაწილი I)

საპაიო საინვესტიციო ფონდების ტიპებად დაყოფის გარდა არსებობს მათი დიფერენცირება სახეობების მიხედვით. მათი სახეობებით დაყოფა ხდება ინვესტირებული ობიექტების მიხედვით. ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებშიც ხდება საპაიო საინვესტიციო ფონდების მხრიდან ინვესტირება, არის უძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები.

აქციები და ობლიგაციები ფასიანი ქაღალდების მთავარი სახეობებია. სწორედ მათი ტიპების მიხედვით, საპაიო საინვესტიციო სპეციალიზირებულ ფონდებს ეწოდებათ შესაბამისი სახელწოდებები. ფონდები, რომლებიც ინვესტირებენ ობლიგაციებში ეწოდებათ საობლიგაციო ფონდები, ხოლო ფონდები, რომელთა საინვესტიციო პორტფელის ძირითადად შედგება აქციებისგან – ეწოდებათ სააქციო ფონდები.

მსოფლიოში არსებული პრაქტიკისა და მარეგულირებელი სტრუქტურების მოთხოვნების შესაბამისად, ფონდებს უნდა ეწოდოთ სახელწოდებები, მათი ძირითდი საინვესტიციო მიმართულების/სფეროს/ მოღვაწეობის შესაბამისად.

სიტყვათა წყობა – “ძირითადი საინვესტიციო მიმართულება” შემთხვევითი არ არის. იმისათვის, რომ ფონდს ეწოდოს სააქციო ფონდი. მისთვის არ არის აუცილებელი, რომ მან მეპაიების სახსრებით 100%-იანი ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ აქციებში. საკმარისია აქციებში ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდეს აქტივების მთლიანი მოცულობის არა ნაკლებ 50%-ისა, ხოლო ობლიგაციების – არა უმეტეს 40%-ისა.

საობლიგაციო ფონდებისათვის ანალოგიური წესი მოქმედებს სარკისებურად, ანუ აქტივების 50%-ზე მეტი უნდა იყოს ინვესტირებული ობლიგაციებში, ხოლო საინვესტიციო პორტფელში აქციების წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ზოგიერთ ქვეყანაში თავად საპაიო საინვესტიციო ფონდები აწესებენ საკუთარ საინვესტიციო ლიმიტებს.

საპაიო საინვესტიციო ფონდებს შეუძლიათ ერთდროულად განახორციელონ ინვესტიციები როგორც აქციებში, ასევე ობლიგაციებში. ამასთან ერთად, საინვესტიციო პორტფელში აქციებისა და ობლიგაციების თანაფარდობისათვის არ დააწესონ ლიმიტი. ასეთ ფონდებს ეწოდებათ – “შერეული საპაიო საინვესტიციო ფონდები”. ამგვარ ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა სახის მოქნილი საინვესტიციო სტრატეგიები.

საობლიგაციო ფონდები უფრო სანდოა, თუმცა ნაკლებად შემოსავლიანი, მაშინ როცა სააქციო ფონდები უფრო რისკიანებია, თუმცა გააჩნიათ პაის ღირებულების ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი. აქედან გამომდინარე გასაგები მომენტია, რომ შერეული ტიპის ფონდები, სააქციო და საობლიგაციო ფონდებთან შედარებით ერთგვარ შუალედურ რგოლს წარმოადგენენ, როგორც პოტენციური შემოსავლიანობის, ასევე რისკიანობის თვალსაზრისით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი კლასიკური სახეობის საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, არსებობს რამდენიმე სახის სპეციალიზირებული ფონდები. მათ შორის ყველაზე საინტერესოა და პოპულარულია – საინდექსო ფონდები. ამ ფონდების აქტივების სტრუქტურა მიბმულია გარკვეული სახის საფონდო ინდექსებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …