საპაიო საინვესტიციო ფონდების სტრუქტურული კომპონენტები

საპაიო საინვესტიციო ფონდების სტრუქტურული კომპონენტები

საპაიო საინვესტიციო ფონდები შედგება 4, ხოლო ზოგ შემთხვევაში 5 ორგანიზაციისგან, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობები.

ამ ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე სსფ-ების ფუნქციონირება შეუძლებელია. მათ შორის უპირველესი როლი ენიჭება მმართველ კომპანიას, რომელიც ახორციელებს კაპიტალის მინდობილობით მართვა/განკარგვას.

იმისათვის რომ, მეპაიების ინვესტიციები დაცული იყოს, აქტივების შენახვა ხორციელდება, მისი მართვისგან გამიჯნულად, დამოუკიდებელი კომპანიის მიერ. საპაიო საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივი ინახება და აღირიცხება სპეციალიზირებულ დეპოზიტარიუმში – განსაკუთრებულ ორგანიზაციაში, რომლის ფუნქციაა, საინვესტიციო ფონდის კაპტალით განხორციელებული ყველა ოპერაციის კონტროლი და ფასიანი ქაღალდების შენახვა. ამიტომ ყველა განკარგულება აქტივის გაყიდვის ან ყიდვის, აგრეთვე სსფ-ის სახსრების სხვა დანახარჯების შესახებ, ვიზირებული უნდა იქნას მმართველი კომპანიისა და სპეციალიზირებული დეპოზიტარიუმის პასუხისმგებელი პირების მიერ.

ამ კომპანიებს გააჩნიათ სოლიდარული პასუხისმგებლობა, ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელსაც შედეგად თან სდევს ფონდის მეპაიების ზარალი. ისინი პასუხს აგებენ საკუთარი ქონებით. ამრიგად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარიუმს შეუძლია დაბლოკოს მმართველი კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება მეპაიების ინტერესებს და სსფ-ის საინვესტიციო დეკლარაციას.

სსფ-ების სტრუქტურაში შედის რეგისტრატორი კომპანია, რომელიც აწარმოებს საპაიო საინვესტიციო ფონდის ქონებაზე მეპაიების წილობრივი უფლებების რეესტრს. გარდა ამისა აუდიტორი აწარმოებს მმართველი კომპანიის მიერ განხორციელებული აღრიცხვიანობის კონტროლს.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიც და სპეციალიზირებული დეპოზიტარიუმი ლიცენზირებულია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და მათი საქმიანობა რეგლამენტირდება მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

საპაიო საინვესტიციო ფონდების მრავალსაფეხურიანი ორგანიზაციული იერარქიის გამო, გარანტირებულია ამ საინვესტიციო ინსტრუმენტის სანდოობა.

მნიშვნელოვანი მომენტია: საპაიო საინვესტიციო ფონდები სწორედ კერძო ინვესტორებისათვისაა შექმნილი და მიეკუთვნება კოლექტიური ინვესტიციების სეგმენტს. სსფ-ებს აქვთ მონაწილეობის საკმაოდ დაბალი ზღვრული ნიშნული, ხოლო ზოგიერთ სსფ-ში მონაწილეობის მინიმალური თანხა საერთოდ არ არის განსაზღვრული.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …