Risk Advisor

Risk Advisor – სავაჭრო გარიგების მოცულობის სკრიპტი

Risk Advisor – სავაჭრო გარიგების მოცულობის სკრიპტია. ბევრ შემთხვევაში ფორექსზე წარმატებული ვაჭრობა დამოკიდებულია ისეთ პარამეტრზე, როგორიცაა სავაჭრო გარიგების მოცულობა.

ზოგიერთი ტრეიდერი ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდია სავაჭრო გარიგების მოცულობა, მით უკეთესია. კი რა თქმა უნდა ესეა, როდესაც საუბარი ეხება მომგებიან ოპერაციას, ხოლო როდესაც მინუსიან ან წამგებიან ოპერაციაზეა საუბარი, ეს პარამეტრი დამანგრევლად მოქმედებს ტრეიდერის დეპოზიტზე. აქედან დასკვნა: ის რომ სავაჭრო გარიგების მოცულობა უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი – არის ძირშივე მცდარი აზრი.

გარიგების მოცულობა უნდა დაანგარიშდეს დეპოზიტის რაოდენობის და რისკის გათვალისწინებით, რომლის გაღებასაც (რისკის) შეძლებს ტრეიდერი საბაზრო სიტუაციიდან გამომდინარე.

მოცულობის დაანგარიშება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში სავაჭრო გარიგების მოცულობის – Risk Advisor სკრიპტის მეშვეობით. იგი ანგარიშობს ლოტის ზომას პუნქტებში და ინფორმაცია გამოყავს ეკრანზე.

ზუსტი რეზულტატის მიღებისათვის, ბაზრის ვოლატილობის გათვალისწინებით, საჭიროა სტოპ ლოს ორდერის და რისკის დონის მითითება, სკრიპტში საწყისი პარამეტრებით ეს მაჩვენებლებია – 100 პუნქტი და 5% რისკი.

Risk Advisor მუშაობის მაგალითი

Risk Advisor - სავაჭრო გარიგების მოცულობის სკრიპტი

სკრიპტს ასევე აქვს გარიგების მომგებიანობის დაგეგმვის მაჩვენებელიც – Profit Loss Factor, რომელზეც დამოკიდებულია ტეიკ პროფიტის ოდენობა.

პირველი ტესტირებისას, საწყისი პარამეტრებით სკრიპტის გრაფიკზე დაყენების შემდეგ, დეპოზიტისთვის 5 000 აშშ დოლარი, მან 0,4 ლოტის გარიგების გახსნის რეკომენდაცია მომცა. საკმაოდ კონსერვატიული და კარგი მაჩვენებელია, თუმცა როგორც ავღნიშნე სკრიპტის კონფიგურირება შესაძლებელია ტრეიდერის გემოვნების და სავაჭრო შეხედულებების მიხედვით. სკრიპტის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ არ აქვს წარწერების ფერების ცვლილების პარამეტრი, რის გამოც ღია ფერის გრაფიკზე ვერ ვერ დაინახავთ წარწერებს, აგრეთვე სხვადასხვა ტაიმფრეიმებზე გადასვლის შემდეგ სკრიპტი თავიდან უნდა დააყენოთ გრაფიკზე.

სკრიპტი Risk Advisor

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.