ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა მოგების მიღება, ამისათვის საჭიროა მომგებიანი ორდერის დახურვის სწორი წერტილის, ანუ ტეიკ პროფიტის განსაზღვრა, რომლის მიღწევის შემდეგ პოზიცია დაიხურება მაქსიმალურად კარგი კურსით.

იმისათვის რომ, გახსნილ პოზიციის მიმართ მუდმივი დაკვირვების რეჟიმში არ ვიმყოფებოდეთ, გამოიყენება ავტომატური ბრძანება – Take Profit, რომელიც დამოუკიდებლად, ავტომატურად დახურავს მომგებიან სავაჭრო პოზიციას, როდესაც ფასი მიაღწევს პარამეტრში მითითებულ ნიშნულს.

ბაზრისგან მაქსიმალური მოგების მიღებისათვის, საჭიროა ტრენდის ზოგიერთი თავისებურებების გათვალისწინებით აღნიშნული ბრძანების დაყენება შესაბამის ნიშნულებზე.

Take Profit-ის სიდიდე – მაქსიმალური ეფექტურობისათვის უნდა განისაზღვროს იმ რაოდენობით, რომ ორდერი დაიხუროს მანამდე სანამ დაიწყება კორექცია. ამასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბაზრის ვოლატილობა, კორექციის საშუალო ზომა მოცემულ სავალუტო წყვილზე, ტრენდის ძალა და პოზიციის გახსნის წერტილი.

ტეიკ პროფიტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ დროის ინტერვალზე ტრენდის მოძრაობის საშუალო სიდიდეს. მაგალითად, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ღია პოზიციას სდიოთ ერთი საათის განმავლობაში, ხოლო ტრენდი მოძრაობის სიგრძე მოცემულ სავალუტო წყვილისათვის ერთი საათის განმავლობაში არის 20 პუნქტი, მაშინ ტეიკ პროფიტის სიდიდეც არ უნდა აღემატებოდეს 20 პუნქტს.

გამოთვლების დროს არ დაგავიწყდეთ ტრენდის ძალა, ვინაიდან სწორედ ამ ძალიდან გამომდინარე შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში მოხდეს ტრენდის შემობრუნება. ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნებას, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს სამუშაო სავალუტო წყვილებზე. გაანალიზეთ ვალუტის კურსის დინამიკა.

პოზიციის გახსნის შემდეგ დაუკვირდით, რომელ ფაზაში შეხვედით ბაზარზე. გაანალიზეთ შეძელით თუ არა უკუსვლის უკიდურეს წერტილში შესვლა, თუ არა. დააკორექტირეთ თქვენი პოზიცია ისე, რომ იგი დაიხუროს შემდეგი კორექციის დაწყებამდე.

ტეიკ პროფიტის დაყენება ყიდვის ორდერებისათვის:

მაგალითად: გახსნილი გვაქვს ყიდვის ორდერი ფასით 1,3215 სავალუტო წყვილზე EUR/USD, 1 ლოტის მოცულობით. ფასის მოძრაობას ვარაუდობთ ძლიერ კორექციამდე 50 პუნქტის მანძილზე, ამ პერიოდის განმავლობაში ევროსა და დოლარზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნება არ იგეგმება. ამ შემთხვევაში ტეიკ პროფიტ ორდერი უნდა დადგეს მიმდინარე ფასის ზემოთ 40 პუნქტზე, 1,3255 ფასზე. არ იხარბოთ, 10 პუნქტი დაუტოვეთ ბაზარს.

ტეიკ პროფიტის დაყენება გაყიდვის ორდერებისათვის:

გაყიდვის ოპერაციებისათვის ტეიკ პროფიტის დაანგარიშება ზემოთ განხილული მაგალითის მსგავსი სცენარის შემთხვევაში უნდა მოხდეს ანალოგიურად. ანუ ტეიკ პროფიტი უნდა დადგეს გახსნის ფასის ქვემოთ, 40 პუნქტის მანძილზე 1.3175 ნიშნულზე.

არ არის საჭირო ტეიკ პროფიტის პარამეტრის გაუმართლებელი სიდიდით გაზრდა. ჯობია ორდერი დაიხუროს მოგებით და შემდეგ ისევ გახსნათ სხვა ორდერი, იგივე წესების დაცვით. არავითარ შემთხვევაში არ გაზარდოთ დაგეგმილი ტეიკ პროფიტის პარამეტრი. ასეთ ქმედებას არასასურველი ფსიქოლოგიური ზემოქმედება გააჩნია ტრეიდერზე, რამაც შესაძლებელია მოგების ნაცვლად წაგება გამოიწვიოს.

აუცილებლად დაიცავით სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის ორდერების პარამეტრების თანაფარდობა. ტეიკ პროფიტი მინიმუმ ორჯერ მეტი მაინც უნდა იყოს სტოპ ლოსის პარამეტრზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

ბევრი ადამიანისათვის ტრეიდინგი საიდუმლოებებით მოცული სფეროა, ზოგიერთის წარმოდგენებით, კი იმისათვის, რომ ფორექსის ბირჟაზე იმუშაო/ითამაშო საკმარისია …