სარჩევი
Swimming Spread – მცურავი სპრედის სკრიპტი საკმაოდ მოახერხებელი ინსტრუმენტია. მცურავი სპრედით ვაჭრობას გააჩნია, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე.
Swimming Spread სპეციფიკაცია
- დადებითი მხარეა – პოზიციის გახსნის მომენტში მინიმალური სპრედის დაჭერა.
- უარყოფითი მხარეა – ბაზრის ვოლატილობის ზრდის მომენტში სპრედის რაოდენობის ზრდა.
ორივე ფაქტორი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სკალპინგის დროს. იმისათვის, რომ ბაზარზე შევიდეთ მომგებიან მომენტში, ფასის თითოეული ტიკის შემდეგ კალკულატორით ხელში სპრედის გამოთვლის მაგივრად საჭიროა რომ, ეს სპრედი გამოსახული იყოს სვაჭრო ტერმინალის გრაფიკზე. სწორედ Swimming Spread – მცურავი სპრედის სკრიპტი ემსახურება აღნიშნული ამოცანის შესრულება. მისი ტერმინალში ჩაყენებისა და სავალუტო წყვილის გრაფიკზე დატანის შემდეგ მცურავი სპრედის რაოდენობა გამოსახული იქნება ეკრანზე.
ინდიკატორს აქვს შესაბამისი პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა: ფერი, ზომა, შრიფტი და ეკრანზე ინფორმაციის გამოსახვის ადგილი.
ინფორმაციის განახლება ხდება მაქსიმალური სიხშირით, ფასის ყოველი ტიკური მოძრაობის შემდეგ.
ოთხნიშნა კოტირების ბროკერებთან სპრედის გამოსახვას რაიმე განსაკუთრებული პარამეტრი არ გააჩნია – ეკრანზე ჩვეულებრივად აისახება სპრედის ზომა, ხოლო ხუთნიშნა კოტირების ბროკერთან სპრედის ზომა გამოსახული იქნება ხუთნიშნა კოტირების ბოლო ორი ციფრის სახით.
მაგალითად, ოთხნიშნა კოტირების შემთხვევაში თუ ფორექსის სპრედი არის 2, მაშინ ხუთნიშნა კოტირების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა წარწერა – Spread: points 20. ანუ თუ ჩანაწერი იცვლება 15; 17; 25 და ა.შ. ე.ი. სპრედის ზომა შესაბამისად ყოფილა 1,5; 1,7 და 2,5.
Swimming Spread მუშაობის მაგალითი
Swimming Spread პარამეტრები
პარამეტრები ენიჭება სკრიპტის მხოლოდ ვიზუალურ შემადგენელს.
- font_color – ტექსტის ფერი, რომელიც ეკრანზე გამოისახება;
- font_size – შრიფტის ზომა;
- font_face – შრიფტის სახეობა;
- Corner – ეკრანის კუთხის მხარე, რომელზეც გამოჩნდება სკრიპტი: 1 – მარცნივ ზემოთ კუთხეში, 2 – მარცხნივ ქვემოთ კუთხეში, 3 – მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში. 4 – მარჯვნივ ზემოთ კუთხეში;
- Spread_distance – გრაფიკის კიდედან დაშორების მანძილი.
თვით ეკრანზე გამოსახული მაჩვენებლის გადაადგილება შესაძლებელია მაუსითაც. დააკლიკეთ მასზე ორჯერ, მოკიდეთ მაუსი და გადაადგილეთ გრაფიკის ნებისმიერ ადგილას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით