ფორექსის სტრატეგია "სკალპინგი BAMBONI"

ფორექსის სტრატეგია “სკალპინგი BAMBONI”-ს მიხედვით

ფორექსის სტრატეგია “სკალპინგი BAMBONI”-ს მიხედვით, როგორც სათაურშივე ჩანს სკალპინგური სტრატეგიაა და დამყარებულია რამდენიმე ინდიკატორის სიგნალების ერთობლიობაზე.

  • ტაიმ ფრეიმი: M15;
  • სავალუტო წყვილი: GBP/USD, EUR/USD

სტრატეგიაში გამოიყენება ფორექსის შემდეგი ინდიკატორები:

  • Paramon Scalp;
  • Fisher Yur4ik;
  • AEctrend using i_trend;
  • Signal Bars 6 (დამატებითი საინფორმაციო ინდიკატორი ეკრანზე გამოსახულია მარჯვენა კუთხეში);
  • Fractals (დამატებითი ინდიკატორია);
  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA(100), პერიოდი-100, გადახრა 0, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ Close;
  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA(200), პერიოდი-200, გადახრა 0, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ Close;
ფორექსის სტრატეგია “სკალპინგი BAMBONI”-ს მიხედვით – ალგორითმი

გაყიდვა

  • პირობა: ფასი (ამ შემთხვევაში ბარი) ზევიდან ქვევით კვეთს 100 დღიან MA მცოცავ ინდიკატორს – პარამეტრებით SMA(100) (სურათზე: 100 დღიანი მცოცავი ინდიკატორი წითელი ფერისაა; თვითონ ბარი მონიშნულია ლურჯი მართკუთხედით);
  • პირობა: შემდგომი ბარი დაიხურა 100 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ქვმოთ (სურათზე: აღნიშნული ბარი მონიშნულია ნაცრისფერი მართკუთხდით);
  • პირობა: EAtrend ინდიკატორზე წითელი ხაზი ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ხაზს (სურათზე: მონიშნულია ლურჯი მართკუთხედით);
  • პირობა: თუ 100 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორი განლაგებულია 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ზემოთ (სურათზე: 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორი მწვანე ფერისაა) მაშინ…
  • პირობა: … დაველოდოთ ბარის დახურვას 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ქვემოთ;

ყველა ამ პირობის შესრულების შემდეგ ვხსნით გაყიდვის ორდერს.

პოზიციიდან გამოსვლა ხდება ინდიკატორის Fisher Yur4ik მეშვეობით, როდესაც ის შეიცვლის ფერს.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "სკალპინგი BAMBONI"

ყიდვა

  • პირობა: ფასი (ამ შემთხვევაში ბარი) ქვევიდან ზევით კვეთს 200 დღიან MA მცოცავ ინდიკატორს – პარამეტრებით SMA(200) (სურათზე: 200 დღიანი მცოცავი ინდიკატორი მწვანე ფერისაა; თვითონ ბარი მონიშნულია ლურჯი მართკუთხედით);
  • პირობა: შემდგომი ბარი დაიხურა 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ზემოთ (სურათზე: აღნიშნული ბარი მონიშნულია ნაცრისფერი მართკუთხდით);
  • პირობა: EAtrend ინდიკატორზე მწვანე ხაზი ქვევიდან ზევით კვეთს წითელ ხაზს ( სურათზე: მონიშნულია ლურჯი მართკუთხედით);
  • პირობა: თუ 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორი განლაგებულია 100 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ზემოთ ( სურათზე: 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორი მწვანე ფერისაა) მაშინ…
  • პირობა: … დაველოდოთ ბარის დახურვას 200 დღიანი MA მცოცავი ინდიკატორის ქვემოთ;

ყველა ამ პირობის შესრულების შემდეგ ვხსნით ყიდვის ორდერს.

პოზიციიდან გამოსვლა ხდება ინდიკატორის Fisher Yur4ik მეშვეობით, როდესაც ის შეიცვლის ფერს.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "სკალპინგი BAMBONI"

  • სტოპ-ლოსი ყველა ორდერისთვის: 25 პუნქტია.
  • თრეილინგ-სტოპი ყველა პოზიციისთვის: 25-35 პუნქტი.

დამატებითი წესები:

  • ორდერის გახსნა არ არის რეკომენდებული, თუ მუვინგები (მცოცავი ინდიკატორები) ერთმანეთს ხვდებიან შეკრულ სამკუდხედში;
  • დამატებით სიგნალად შესაძლებელია გრაფიკზე დავამატოთ ფორექსის ინდიკატორი Jimb. რომელიც გადაკვეთების დროს მოგვცემს დამატებით სიგნალს;

სტრატეგიის ავტორის მოსაზრების თანახმად:

ინდიკატორის – Paramon Scalp მეშვეობით აგრეთვე შესაძლებელია 15-20 პუნქტის აღებაც, სტოპ-ლოსით 15 პუნქტი.

კერძოდ:

ბაზარზე შესვლისას გრაფიკზე გაჩნდება ორი ჰორიზონტალური ხაზი მაღლა და დაბლა, ეს მიმდინარე სავაჭრო დღის მაქსიმუმი და მინიმუმია. ვაყენებთ გადადებულ Sell ორდერს დღიურ მინიმუმზე და Bay ორდერს მაქსიმუმზე. შემდეგ ველოდებით ფასისი მიერ ამ ჰორიზონტალური ხაზების გარღვევას. პროფიტით: 15-20 პუნქტი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში”

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში” – ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).