ფორექსის სტრატეგია "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"

ფორექსის სტრატეგია “მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით”

ფორექსის სტრატეგია “მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით” აღწერილია საკმაოდ ცნობილი ტრეიდერის, სტანისლავ გრებენშიკოვის წიგნში “Форекс и мы”. საკმაოდ საინტერესო და რეზულტატიანი სტრატეგიაა.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: M30 (თუმცა დასაშვებია უფრო დიდ ინტერვალებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სტრატეგიას კლასიკური სკალპინგს ვეღარ ვუწოდებთ);

გრაფიკზე ვაყენებთ ინდიკატორს

  • Bollinger Bands სტანდარტული პარამეტრებით: პერიოდი – 20, გადახრა – 2, გამოყენებული close-ის მიმართ , წინსწრება – 0.
ფორექსის სტრატეგია “მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით” – ალგორითმი

 

ბაზარზე შესვლის პრინციპები:

  • თუ ინდიკატორი Bollinger Bands ქმნის პარალელურ ხაზებს, მაშინ ვდებთ გადადებულ ორდერებს ჰორიზონტალური არხის ზემოთ და ქვემოთ 20 პუნქტი + სპრედი ლუფტით;
  • ამავდროულად ანალიზდება D1 გრაფიკიც, თუ მასზე შევამჩნიეთ, რომ ვიმყოფებით არხის საზღვართან, მაშინ ვდებთ მხოლოდ ერთ გადადებულ ორდერს მხოლოდ ამ ბოლინჯერის არხის საზღვართან, სურათი 1.

სურათი 1. D1 გრაფიკზე ჩანს რომ ფასი იმყოფება ინდიკატორი Bollinger Bands ქვედა საზღვართან სურათზე მონიშნულია იასამნისფერი მართკუთხედით.

ფორექსის სტრატეგია "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"

სურათი 2. M30 გრაფიკი იგივე ადგილი, რაც D1 გრაფიკზე.

ფორექსის სტრატეგია "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"

 

სტოპ ლოსს ვაყენებთ Bollinger Bands ინდიკატორის ჰორიზონტალური არხის საზღვართან 20 პუნქტის მანძილზე + სპრედი

თუ ბაზარზე არ არის ესეთი სიტუაცია და ფასი D1 გრაფიკზე იმყოფება Bollinger Bands ინდიკატორის საზღვრებს შორის, მაშინ გამოვიყენებთ კლასიკურ მეთოდს და ვდებთ გადადებულ ორდერებს ბოლინჯერის საზღვრებთან 20 + სპრედი პუნქტის დაშორებით.

სიტუაციის განვითარების სცენარები:

  • ყველა ვარიანტში 25 პუნქტიანი მოგების დროს პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • თუ რომელიმე ორდერი ამუშავდა და ფასი ჩვენს საწინააღმდეგოდ წავა და სტოპ ლოსს აარტყა, ანუ ტრენდი საპირისპირო მიმართულებით წავიდა, მაშინ ბუნებრივია პირველი ორდერი დაიხურება ზარალით და ამუშავდება მეორე ორდერი. ამ შემთხვევაშიც 25 პუნქტიანი მოგების შემთხვევაში სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში, ანუ ნულში, ანუ ორდერის გახსნის ფასზე და პოზიცია ვატრელინგებთ 20 პუნქტიანი ბიჯით;
  • სტრატეგიაში გთვალისწინებულია დამატებითი ორდერების გახსნა, შესაბამისი სიგნალის მიღებისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკვე გახსნილი ორდერი/ორდერები არის მოგებაში და გადაყვანილია უზარალობის პოზიციაში;
  • პოზიცია იხურება მხოლოდ სტოპ ლოსით და ტრეილინგ სტოპის სტოპით;
  • Bollinger Bands ინდიკატორის დღიური არხის გარღვევისა და ასხლეტის შემდეგ დამატებითი პოზიციები იხსნება მხოლოდ ტრენდის მიმართულებით;

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"
გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"

 

შაბლონი სტრატეგიისთვის "მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით"

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში”

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში” – ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.