ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“

ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“

ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს საკმაოდ წარმატებულიცაა და იყენებენ ტრეიდერები, რომლებიც სკალპინგით ვაჭრობენ ფორექსზე.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • ტაიმ ფრეიმი: M30 (შესაძლებელია M15, თუმცა შედარებით ხშირია ცრუ სიგნალები);

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი MACD-combo (12,26,9);
  • ინდიკატორი პარაბოლიკი (PSAR) — სტანდარტული პარამეტრებით;
ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“ – ალგორითმი

 

ბაზარზე შესვლის პირობები:

პოზიციას ვხსნით, მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე ინდიკატორის სიგნალი თანხვედრილია, ან მათ შორის თანხვედრა სამი სანთლის არეშია.

ანუ:

  • ინდიკატორი MACD-combo-ს გადაკვეთა და ინდიკატორი PSAR-ის წერტილის გადახტომა ხდება ერთდროულად – სიგნალი მტკიცეა;
  • თუ რომელიმე ინდიკატორის სიგნალი წინმსწრებია, მაშინ მეორე ინდიკატორმა ბაზარზე შესვლის სიგნალი უნდა დაგვიდასტუროს მაქსიმუმ სამ სანთელზე, ანუ თუ MACD-combo-მ გვაჩვენა ყიდვის სიგნალი, მაშინ ეს სიგნალი მაქსიმუმ სამი სანთლის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროს ინდიკატორმა PSAR. თუ დადასტურება მოხდა მაგალითად მე-4 სანთელზე პოზიციაში აღარ შევდივართ. იგივენაირად. თუ ინდიკატორმა PSAR-მა გვაჩვენა გაყიდვის სიგნალი, მაშინ MACD-combo-მ მაქსიმუმ სამ სანთელზე უნდა მოახდინოს თავისი მრუდებით გაყიდვის სიგნალის დაფიქსირება (მრუდების გადაკვეთა);
  • სტოპ ლოსი – რეკომენდებულია დადგეს წინა სანთლის მაქსიმუმზე ან მინიმუმზე, ან ინდიკატორ PSAR-ის წერტილის ზემოთ ან ქვემოთ, ან ფიქსირებული 15-20 პუნქტი. თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ რაციონალიზმის თვალსაზრისით. ანუ თუ წინა სანთელი დიდი მანძილზეა, მაშინ ვირჩევთ ინდიკატორ PSAR-ის წერტილს, თუ ესეც დიდი მანძილა მაშინ ვჩერდებით ფიქსირებულ 15-20 პუნქტიან სტოპ ლოსზე. სასურველია, რომ ტეიკ პროფიტი მინიმუმ 2-ჯერ მეტი იყოს სტოპზე.
  • ტეიკ პროფიტს ვაყენებთ 10-30 პუნქტის ფარგლებში.

 

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“

შაბლონი სტრატეგიისთვის "PSAR და MACD“

ინდიკატორი MACD_combo_v2

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში”

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში” – ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.