როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ დაშვებული იქნა ETF ბიტკოინზე.
რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი მოვლენაა მსოფლიო საფინანსო ბაზრებისათვის, თუმცა როგორც ასევე ვიცით – გადაჭარბება არაფერში ვარგა.
ამასთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს კრიპტო სექტანტები წინასწარმეტყველებდნენ ბიტკოინის ფასის მკვეთრ ზრდას არათუ 50, 100, ან 200 ათასზე არამედ მილიონამდეც კი. მათ შორის ჩვენებური კრიპტოსექტანტები, რომლებიც, როგორც უცხოელი ტრეიდერი ნაცნობ-მეგობრები მეჩურჩულებიან ხოლმე, რატომღაც განსაკუთრებული აგრესიითა და შეუვალი დოგმატური აზროვნებით გამოირჩევიანო. “აი ესეაო და ვსიოო…”
კერპთაყვანისმცემლობის დიდი ტრადიცია გვაქვს, ამიტომ დიდი გაჭირვებით, მაგრამ რაღაცნაირად ჯანდაბას და მესმის პოლიტიკაში ვთქვათ აფანატებდე ან ბიძინაზე ან მიშაზე, ან გუბაზაზე, ან თუნდაც ცისფერ მამუკაზე, თუმცა ეს უფრო საკვირველია – ბანკირი რა პონტში უნდა მოგწონდეს თუ საყვარელი ან ქმარი არაა.
მაგრამ როდესაც საქმე საფინანსო ბაზრებს ეხება, ძალიან გასაკვირია რატომ უნდა აკერპებდე რომელიღაც ფულად ერთეულს, ან ევროს, ან ბიტკოინს, ან მონღოლურ ტუგრიკს?!
მიდი თუ ბიჭი ხარ და მიწერე კრიპტოსექტანტებს ჯგუფში, რომ ბიტკოინი 32 000 გახდება, ჩაგქოლავენ. არადა ბაზარზე მართლაც დაღმავალი ტენდენციაა და პირადად გაყიდვებს ვაზივარ და განვიხილავ.
და კიდევ, სტატიას ვამზადებ საიტისთვის, რომ კრიპტოინდუსტრიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი რუსებს და ჩინელებს მიუძღვის, სწორედ ამერიკული დოლარის ჩაჩოჩებისთვის. აბა ეს სტატია რომ წაიკითხონ საერთოდ ხატზე გადამცემენ.
განმარტებები:
* ETF (Exchange Traded Fund) – საბირჟო საინვესტიციო ფონდი;
* სექტა — რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური ჯგუფი, რომელიც ცალკე გამოყოფილია ძირითადი მიმართულებებისგან და ეწინააღმდეგება ძირითადი მიმართულებების მსოფლმხედველობას. გააჩნია ორგანიზაციული ტრადიცია, ჰყავს ლიდერი და აქვს საკუთარი თეორია.
* სექტანტი – არის ადამიანი, რომელიც მთლიანად ჩაფლულია ამა თუ იმ დახურული ჯგუფის, იგივე სექტის ინტერესებში.
* კრიპტო სექტა – არის ჯგუფი, რომლებიც საფინანსო ბაზარზე აღიარებენ მხოლოდ კრიპტოვალუტას, საქართველოში საუბრობენ მხოლოდ სლენგით და უცხო სიტყვებით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით