ფორექსის სავალუტო ბაზრის მუშაობის პერიოდები

ფორექსის სავალუტო ბაზრის მუშაობის პერიოდები

ფორექსის ბაზარს აქვს მუშაობის უნიკალური და მოქნილი გრაფიკი, ინტერნეტის მობილურობის გამო ტრეიდერს შეუძლია ივაჭროს ფორექსზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს. თუმცა გასათვალისწინებელია ვაჭრობის ეფექტურობა დროის სხვადასხვა პერიოდებში, რადგან ბირჟა ღამის საათებში უფრო პასიურია, ვიდრე დღის საათებში. თუ ტრეიდერი ვაჭრობს რამდენიმე, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაზე მაშინ გასათვალისწინებელია არჩეული ქვეყნის დროის სარტყელიც.

თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ დიაგრამას, რომელიც ჰორიზონტალურად დაყოფილია საათობრივად, გრინვიჩის დროის მიხედვით. როგორც ვიცით გრინვიჩის მერიდიანი საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, როგორც ნულოვანი დონე (საათი). GMT (Greenwich Meridian Time) – გრინვიჩის დრო გამოიყენება აგრეთვე საბირჟო პრაქტიკაშიც.

სავალუტო ბაზრის მუშაობის პერიოდები

ფორექსის სავალუტო ბაზრის მუშაობის პერიოდები

როგორც უკვე ავღნიშნეთ წინა სტატიებში, ფორექსის ბაზარი მუშაობს კვირაში 6 დღე 24 საათის განმავლობაში (თუმცა ხშირად ამბობენ, რომ ფორექსი მუშაობს კვირაში 5 დღე. ვინაიდან სავალუტო ბაზარი იხურება შაბათს 01:00 საათზე GMT დროით, ამიტომ შესაძლებელია ეს მე-6 არასრული დღეც მივამატოთ, ამასთან ერთად ვაჭრობა იწყება კვირას 22:00 საათზე გრინვიჩის დროით, ამიტომ პრაქტიკულად გამოდის, რომ ფორექსი 6 დღე მუშაობს კვირაში). ფორექსზე არ არსებობს დღის და ღამის საათების ცნება. თითოეული ქვეყნისათვის სავაჭრო ოპერაციების ძირითადი ნაწილი ხორციელდება დღის საათებში – (ამ ქვეყნის დროის ინდივიდუალური სარტყელიდან გამომდინარე). თბილისის დროით 12 საათზე ლონდონში უკვე მიმდინარეობს აქტიური ვაჭრობა, მაშინ როცა ველინგტონის, სიდნეის და ტოკიოს სავაჭრო მოედნები დახურულია, თანაც ამ ქვეყნის ტრეიდერებს სძინავთ ღრმა ძილით. ამიტომ ფორექსზე მიღებულია საკვირაო სესიების ცნება. ვაჭრობა იწყება – კვირას 22:00 საათზე GMT დროით, ანუ ორშაბათს 02:00 საათზე თბილისის დროით და იხურება პარასკევს ჩიკაგოში 21:00 საათზე GMT დროით, ანუ შაბათს 01:00 საათზე თბილისის დროით.

ფორექსის ბაზარი იხსნება თბილისის დროით 02:00 საათზე და იხურება შაბათს 02:00 საათზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს ზამთრის და ზაფხულის დროები (ანუ ზამთარ-ზაფხულ საათების გადაწევა ხდება 1 საათით წინ ან უკან), ამიტომ რომ არ აგერიოთ, ჩემი რჩევაა იხელმძღვანელოთ მხოლოდ გრინვიჩის დროით.

დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში ფორექსზე მიმდინარეობს ოთხი სავაჭრო სესია. გრინვიჩის დროით ორიენტირების მიხედვით, განასხვავებენ შემდეგ სესიებს: წყნარი ოკეანის სესია, აზიური სესია, ევროპული სესია და ამერიკულ სესია. ქვემოთ მოყვანილია სავაჭრო სესიების გახსნისა და დხურვის ცხრილი.
სავაჭრო სესიების გახსნისა და დახურვის დროები საშუალო ევროპული დროის მიხედვით (CET)
რეგიონი ქალაქი ზამთრის დრო ზაფხულის დრო
გახსნა დახურვა გახსნა დახურვა
წყნარი ოკეანის რეგიონი ველინგტონი 22:00 06:00 22:00 06:00
სიდნეი 23:00 07:00 23:00 07:00
აზია ტოკიო 01:00 9:00 02:00 10:00
ჰონკონგი 02:00 10:00 03:00 11:00
სინგაპური 02:00 10:00 02:00 10:00
ევროპა ფრანკფურტი 07:00 15:00 07:00 15:00
ციურიხი 07:00 15:00 07:00 15:00
პარიზი 07:00 15:00 07:00 15:00
ლონდონი 08:00 16:00 08:00 16:00
ამერიკა ნიუ-იორკი 14:00 22:00 14:00 22:00
ჩიკაგო 15:00 23:00 15:00 23:00

 

სავაჭრო სესიების გახსნისა და დახურვის დროები გრინვიჩის მიხედვით (GMT)
რეგიონი ქალაქი ზამთრის დრო ზაფხულის დრო
გახსნა დახურვა გახსნა დახურვა
წყნარი ოკეანის რეგიონი ველინგტონი 20:00 04:00 20:00 04:00
სიდნეი 21:00 05:00 21:00 05:00
აზია ტოკიო 23:00 07:00 00:00 08:00
ჰონკონგი 00:00 08:00 01:00 09:00
სინგაპური 00:00 08:00 00:00 08:00
ევროპა ფრანკფურტი 05:00 13:00 05:00 13:00
ციურიხი 05:00 13:00 05:00 13:00
პარიზი 05:00 13:00 05:00 13:00
ლონდონი 06:00 14:00 06:00 14:00
ამერიკა ნიუ-იორკი 12:00 20:00 12:00 20:00
ჩიკაგო 13:00 21:00 13:00 21:00
სავალუტო ბაზრის მუშაობის პერიოდები ქრონოლოგია
  • ფორექსზე დღე იწყება წყნარი ოკეანიის სესიით (პირველი სესია), მაშინ, როცა ევროპას სძინავს ვაჭრობა ვითარდება ველინგტონში – ახალი ზელანდიის დედაქალაქში და სიდნეიში – ავსტრალიის დედაქალაქში.
  • ამის შემდეგ ვაჭრობას უერთდება აზიური სესია (მეორე სესია) – ვაჭრობაში ერთვება ტოკიო, ჰონკონგი და სინგაპური. წყნარი ოკეანის სესიებზე ძირითადად ვაჭრობენ სავალუტო წყვილები: GBP/JPY, GBP/CHF, USD/JPY, AUD/USD და NZD/USD.

გეოგრეფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპული ვალუტა უფრო კონცენტრირებულია. ბრიტანული დომინიონიდან გამომდინარე კი წყნარი ოკეანის სესია კარგ შესაძლებლობებს იძლევა GBP-სთან (ბრიტანული ფუნტი სტერლინგი) მუშაობისთვის.

  • აზიურ სავაჭრო სესიას აგრძელებს ევროპული სესია (მესამე სესია). ლონდონის ბირჟა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სავაჭრო მოედნად. ამასთან ერთად GBP-სათან ერთად დიდ ინტერესს იწვევს ევორც (EUR). ლონდონთან ერთად მსხვილ ფინანსურ ცენტრებად ითვლება ფრანკფურტი მაინზე (გერმანია) და ციურიხი (შვეიცარია). აქ უკვე ყურადღების ცენტრშია სავალუტო კოტირებები: USD/CHF, USD/CAD, EUR/USD. დოლარების (USD, CAD, AUD და ა.შ.) და ევროს პოპულარობიდან გამომდინარე, სავაჭრო ოპერაციების განხორციელების ოპტიმალურ დროდ ითვლება ერთდროულად ევროპული და ამერიკული სესიები – მათი კვეთა.
  • ამერიკული სესია (მეოთხე სესია) იწყება ევროპული სესიის შუა პერიოდში. ამერიკა არის უმსხვილესი სამრეწველო და ფინანსური ცენტრი. ლონდონზე და ნიუ-იორკზე მოდის ყველა სავაჭრო ოპერაციის 30 % და 15%. ამ პერიოდში დიდი ინტერესით სარგებლობენ სავალუტო წყვილები: USD/CHF, GBP/USD, USD/CAD და EUR/USD.

გარდა დროის სარტყელებისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორექსის ბაზარი ინერტულიცაა. ბაზარზე დროებითი ინერცია განპირობებულია კვირის გრაფიკის თავისებურებებით, ანუ დასვენებისა და სხვადასხვა ქვეყანაში სადღესასწაულო დღეებით (მაგალითად 4 ივლისი – აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე, 25 დეკემბერი და ა.შ.). ფორექსზე დასვენების დღეებია შაბათი და კვირა. ამ დროს სავაჭრო ოპერაციები არ მიმდინარეობს. ბანკების მუშაობის საერთო წესებიდან გამომდინარე, დასვენების დღეებში ფულის გადარიცხვები პრობლემატურია მომუშავე ფილიალების (საბანკო წერტილების) მცირე რაოდენობის მიზეზით. ოპერაციების რაოდენობა იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან მინიმალურია, ამიტომ ეს დღეები ტრეიდერებისთვის უინტერესოა.

პროფესიონალი ტრეიდერები დროის მონაკვეთების თვალსაზრისით იყენებენ უკვე დამკვიდრებულ ქცევის ტრადიციებს. ბაზარზე შესვენების დაწყებამდე პარასკევს (შაბათს) ტრეიდერების უმრავლესობა პოზიციებს ხურავს.

ფორექსზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის და ზაფხულის დროზე გადასვლის ფაქტიც. ასე რომ, სეზონურ ცვლილებებთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს დროის სარტყელების ცვლილებებსაც.

 

იმისათვის, რომ წარმატებულად და უპრობლემოდ ივაჭროთ ფორექსზე, ყურადღებით გაეცანით და შეისწავლეთ თქვენი ბროკერის მუშაობის დროები. ყველა ბროკერს აქვს მუშაობის საკუთარი გრაფიკი, მაგრამ სხვაობა 1-2 საათშია. ანუ სხვადასხვა ბროკერი კვირის სესიას ხსნის ან ხურავს 1-2 საათით გვიან ან ადრე.

რეზიუმე:

ფორექსზე მუშაობა ითვალისწინებს დროის ინტერვალებს, ვალუტების თავისებურებებს და ფინანსური ცენტრებს. აქ თავს იჩენს ფუნდამენტალური ანალიზის მნიშვნელობა სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას. ამ ვითარებებში წმინდა ტექნიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელშიც გათვალისწინებულია ურთიერთზეგავლენის მქონე პროცესები – არაეფექტურია. ტექნიკურ და ფუნდამენტალურ ანალიზს განვიხილავთ რუბრიკაში ფორექსის აკადემია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …