სარჩევი
გრაფიკული მოდელი “დროშა + ABC” საფინანსო ბაზრებზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა თაიმფრეიმებზე. პატერნს აქვს სხვადასხვა სახელწოდება: ზოგი ტრეიდერი მას ჩვეულებრივად „დროშა“-ს უწოდებს, ტალღური ანალიზის მიმდევრები მას „ABC ტალღას“, ხოლო დანარჩენები “დროშა + ABC”-ს უწოდებენ.
სტრატეგია “დროშა + ABC” არსი
- გრაფიკზე ვეძებთ ფასის კონსოლიდაციის შემდგომ მკვეთრ იმპულსურ მოძრაობას და ველოდებით ვითარების შემდგომ განვითარებას;
- მკვეთრი მოძრაობას, როგორც წესი, კვლავ მოსდევს ფასის კონსოლიდაცია;
- ველოდებით სამი A, B, და C ტალღების ჩამოყალიბებას და C წერტილის ფორმირებას;
- C წერტილის ფორმირების შემდგომ შევდივართ ბაზარზე ტრენდის მიმართულებით გადადებული Buy Limit/Sell Limit ან Buy Stop/Sell Stop ორდერით;
უნდა გვახსოვდეს, რომ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის მხოლოდ ABC წერტილების ფორმირება საკმარისი არ არის. გვჭირდება (პრინციპში, ისევე როგორც სხვა სტრატეგიებისათვის) მინიმუმ 3-4 დამადასტურებელი სიგნალის არსებობა.
ესენია:
- დივერგენცია;
- A წერტილის ასხლეტა ფიბონაჩის დონეებთან უკუსვლით;
- B წერტილმა ვერ გადაწერა ტრენდის მაქსიმუმი, ანუ X წერტილი (მკვეთრი მოძრაობის დასასრული წერტილი);
- C წერტილი (ტალღა) ჩამოყალიბდა ფიბონაჩის დონეებთან (38,%, 50%, 61,8%) უკუსვლით (ფიბონაჩი აიგება მკვეთრი მოძრაობის საწყისი წერტილიდან მის სასრულ წერტილამდე);
“დროშა + ABC” იდენტიფიკაცია
- მკვეთრი მოძრაობის დასასრულის X წერტილზე და B და A წერტილებზე ვავლებთ არხს.
- არხის A წრფეზე ვეძებთ ტრენდის ასხლეტის C წერტილს, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მკვეთრი მოძრაობის მიმართულებით აგებული ფიბონაჩის რომელიმე მნიშვნელოვან დონეს, ან ადგილი უნდა ჰქონდეს დივერგენციას, ან C წერტილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს პინბარი.
- C წერტილში ვდებთ გადადებულ, Buy Limit/Sell Limit ან Buy Stop/Sell Stop Stop ორდერს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
როგორც ცნობილია, ბაზარი არ არის იდეალური, ამიტომ C წერტილი შესაძლებელია იდეალურად A წრფეზე არ აღმოჩნდეს, ანუ არ მივიდეს მასთან, ან გაარღვიოს იგი და შემდეგ დაბრუნდეს მასთან, ამიტომ თუ ლიმიტ-ორდერის განთავსება ვერ ხერხდება, მაშინ შესაძლებელია ორდერის ყიდვა საბაზრო ფასით, როდესაც ყველა ზემოთ ხსენებული პირობა შესრულებული იქნება.
სტრატეგია “დროშა + ABC” ყიდვის მაგალითი
თეიქ პროფიტი:
- თეიქ პროფიტი 1 – არხის ზედა საზღვარი;
- თეიქ პროფიტი 2 – X წერტილი;
- თეიქ პროფიტი 3 – მვეთრი მოძრაობის მანძილი C წერტილიდან;
ტრეილინგ სტოპის გამოყენება ან ორდერის ნაწილ-ნაწილ დახურვა იდეალური ვარიანტია.
სტოპ ლოსი:
- ათვისებული ფიბონაჩის დონის (ანუ საიდანაც აისხლიტა ფასი) მომდევნო დონე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































