ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “1-2-3 პატერნი”

ფორექსის სტრატეგია “1-2-3 პატერნი” – შემობრუნებითი ფორმაციაა, რომელსაც გააჩნია მომგებიანი გარიგებების მაღალი რეზულტატურობა. ამიტომაც ამ სტრატეგიას იყენებს უამრავი ტრეიდერი ბაზარზე არამარტო შესვლისათვის, არამედ გარიგებიდან გამოსვლისათვისაც.

ფორმაციის ალგორითმი ეფუძნება ერთ უმთავრეს გარემოებას, ბაზრის მოძრაობა არის ტალღისებური. ტალღები გვხვდება ნებისმიერი ფინანსური ბაზრის ნებისმიერ ტაიმფრეიმზე. ამ პატერნის გარეშე წარმოუდგენელია ფინანსური ბაზრის არსებობა., მაშინაც კი, მაგალითად თუ H4 ტაიმფრეიმზე ხანგრძლივი და “დამღლელი” ფლეტია, ამ შემთხვევაშიც კი უფრო მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე მაინც იქნება აღნიშნული პატერნი.

  • ტაიმ ფრეიმი: ნებისმიერი;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური/ნებისმიერი;
ფორექსის სტრატეგია “1-2-3 პატერნი” – ალგორითმი

პატერნის ძირითადი ხიბლი მდგომარეობს იმაში რომ ნათლად გვიჩვენებს ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის კარგ წერტილებს.

1-2-3 Down – დაღმავალი პატერნი მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

1-2-3 Up – აღმავალი პატერნი მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

ორდერის გახსნისა და გაძღოლის ძირითადი წესები:

  • 1, 2 და 3 წერტილების წარმოქმნის შემდეგ ვაყენებთ გადადებულ Buy Stop ორდერს (ყიდვისთვის) და/ან Sell Stop ორდერს (გაყიდვისათვის), შესაბამისად მე-2 წერტილის ზემოთ ან ქვემოთ. უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ პატერნებს, სადაც მე-3 წერტილი მდებარეობს 1-დან მე-2 წერტილებს შორის გაშლილი ფიბონაჩის 23,6%-დან 50%-მდე (მაქსიმუმ 61,8%-მდე) დონეებს შორის;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

სტოპ ლოსის დაყენების ორი ვარიანტია:

  • ა) სტოპ ლოსს ვაყენებთ “1” წერტილის ზემოთ ან ქვემოთ (გარიგების მიმართულების შესაბამისად). ფასის დადებთი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში სტოპ ლოსს თანდათან ვაჩოჩებთ “3” წერტილისკენ და გადაგვყავს უზარალობაში.
  • ბ) სტოპ ლოსს ვაყენებთ “3” წერტილის ზემოთ ან ქვემოთ (გარიგების მიმართულების შესაბამისად), თუ ეს წერტილი აისხლიტა 1-2 წერტილებზე გაშლილი ფიბონაჩის 50%-დან ან 61,8%-მდე დონეებს შორის, ანუ თუ ასხლეტილი მე-3 წერტილი დამჯდარი იყო 1-2 წერტილებზე გაშლილი ფიბონაჩის 50% ან 61,8% დონეებზე.

სტოპ ლოსის პირველი ვარიანტი რისკ-მენეჯმენტის თეორიულ ზოგად წესს ეწინააღმდეგება, ანუ სტოპისა და ტეიკის შეფარდებას 1/3-თან.

  • მეორე ვარიანტი მოწყვლადია ბაზრის ხმაურის ან ღრმა კორექციის მიმართ, ანუ ფასი შესაძლებელია რამდენჯერმე დაუბრუნდეს “3” წერტილს, ასე ვთქვათ “იბუქსაოს” მასთან, ან ფასმა უფრო ღრმა კორექცია გააკეთოს და შემდეგ ისევ ჩაფიქრებული გარიგების დადებითი მიმართულებით წავიდეს. ორივე შემთხვევაში ფასი გაუმართლებლად აარტყამს სტოპს.
ამიტომ სტოპის განთავსება დამოკიდებულია მხოლოდ ტრეიდერზე და მისი ვაჭრობის სტილსა და აგრესიულობაზე.

ჩემი აზრით: სტოპი უნდა განთავსდეს “1” წერტილის ზემოთ/ქვემოთ (გარიგების მიმართულების შესაბამისად). კი ირღვევა რისკ-მენეჯმენტის თეორიული წესი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს პატერნი ბაზარზე უწყვეტი ციკლით მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლო ზარალების ამოქაჩვა სავსებით შესაძლებლად მიმჩნია. მთავარია განისაზღვროს გლობალური ტრენდის ძირითადი მიმართულება. აგრეთვე სამუშაო ტაიმფრეიმზე უფრო ხანგრძლივვადიანი ტაიმფრეიმების ტრენდული პრიორიტეტები. თუ ვვაჭრობთ H1 ტაიმფრეიმზე, მაშინ ჩვენი მიმართულება უნდა დავამთხვიოთ H4 და თუნდაც D1 ტაიმფრეიმების ტრენდის მიმართულებებს.

  • მინიმალური ტეიკ პროფიტი არის 1-2 მონაკვეთის ტოლი მანძილი, რომელიც აითვლება მე-3 წერტილიდან – მოძრაობის მიმართულებით.
  • საფეხურებიანი, ანუ მაქსიმალური ტეიკ პროფიტი გამოითვლება 2-1 (!!! დააკვირდით არ შეგეშალოთ წერტილების თანამიმდევრობა) წერტილებს შორის გაშლილი ფიბონაჩის ინდიკატორის მიხედვით:
  • ა) პირველი ტეიკი – 161.8 %-ის დონეზე;
  • ბ) მეორე ტეიკი – 261.8%-ის დონეზე;
  • გ) მესამე ტეიკი – 423.6%-ის დონეზე.

გაითვალისწინეთ, რომ ტრენდის ასეთი გაშლა უფრო დამახასიათებელია ხანგრძლივვადიანი, H4 და ზემოთ ტაიმფრეიმებისათვის.

ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია:

  • ა) სამი (ან სამის ჯერადი) ერთნაირ ლოტიანი ორდერის ერთდროული გახსნა და ტეიკის ყოველ ნიშნულზე თითო ორდერის დახურვა;
  • ბ) ერთი ლოტის გახსნა და შემდეგ ნაწილ-ნაწილ დახურვა ტეიკის ყოველ ნიშნულზე.

ორივე შემთხვევაში, პირველივე ტეიკის არტყმის შემდეგ სტოპი უნდა გადაჩოჩდეს ჯერ უზარალობაში, ხოლო შემდეგ ორდერს უნდა დავადევნოთ ტრეილინგი.

საფეხურებიანი, ანუ მაქსიმალური ტეიკ პროფიტის სისტემის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

ბაზარზე შესვლა შესაძლებელია 2-3 წერტილებზე გავლებული ტრენდული ხაზის გადაკვეთის შემდეგაც. ეს მეთოდი დამახასიათებელია აგრესიული ტრეიდინგისთვის. ჩემი რჩევა იქნება ამ მეთოდით ივაჭროთ მაღალ ტაიმფრეიმებზე H4 და ზემოთ. დაბალი ტაიმფრეიმებზე ტრენდული ხაზის გადაკვეთები ბევრ შემთხვევებში ცრუ სიგნალებია. ბაზარზე შედით სამუშაო ტაიმ ფრეიმზე გადაკვეთილი ტრენდული ხაზის ზემოთ ან ქვემოთ (ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე) სანთლის მყარად (!!!) დახურვის შემდეგ.

ტრენდული ხაზის გადაკვეთის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "1-2-3 პატერნი"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი …