სტრატეგია “დროშა + ABC” • GeoForex.info

სტრატეგია “დროშა + ABC”

გრაფიკული მოდელი “დროშა + ABC” საფინანსო ბაზრებზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა თაიმფრეიმებზე. პატერნს აქვს სხვადასხვა სახელწოდება: ზოგი ტრეიდერი მას ჩვეულებრივად „დროშა“-ს უწოდებს, ტალღური ანალიზის მიმდევრები მას „ABC ტალღას“, ხოლო დანარჩენები “დროშა + ABC”-ს უწოდებენ.

პატერნი ჩნდება ხანგრძლივი ან საშუალოვადიანი კონსოლიდაციის შემდეგ,  რომელიც წარმოადგენს მომავალი მკვეთრი და იმპულსური მოძრაობის წინაპირობას.
სტრატეგია “დროშა + ABC” არსი
  • გრაფიკზე ვეძებთ ფასის კონსოლიდაციის შემდგომ მკვეთრ იმპულსურ მოძრაობას და ველოდებით ვითარების შემდგომ განვითარებას;
  • მკვეთრი მოძრაობას, როგორც წესი, კვლავ მოსდევს ფასის კონსოლიდაცია;
  • ველოდებით სამი  A, B, და C ტალღების ჩამოყალიბებას და C წერტილის ფორმირებას;
  • C წერტილის ფორმირების შემდგომ შევდივართ ბაზარზე ტრენდის მიმართულებით გადადებული Buy Limit/Sell Limit ან Buy Stop/Sell Stop ორდერით;

უნდა გვახსოვდეს, რომ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის მხოლოდ ABC წერტილების ფორმირება საკმარისი არ არის. გვჭირდება (პრინციპში, ისევე როგორც სხვა სტრატეგიებისათვის) მინიმუმ 3-4 დამადასტურებელი სიგნალის არსებობა.

ესენია:

  • დივერგენცია;
  • A წერტილის ასხლეტა ფიბონაჩის დონეებთან უკუსვლით;
  • B წერტილმა ვერ გადაწერა ტრენდის მაქსიმუმი, ანუ X წერტილი (მკვეთრი მოძრაობის დასასრული წერტილი);
  • C წერტილი (ტალღა) ჩამოყალიბდა ფიბონაჩის დონეებთან (38,%, 50%, 61,8%) უკუსვლით (ფიბონაჩი აიგება მკვეთრი მოძრაობის საწყისი წერტილიდან მის სასრულ წერტილამდე);
“დროშა + ABC” იდენტიფიკაცია
  • მკვეთრი მოძრაობის დასასრულის X წერტილზე და B და A წერტილებზე ვავლებთ არხს.
  • არხის A წრფეზე ვეძებთ ტრენდის ასხლეტის C  წერტილს, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მკვეთრი მოძრაობის მიმართულებით აგებული ფიბონაჩის რომელიმე მნიშვნელოვან დონეს, ან ადგილი უნდა ჰქონდეს დივერგენციას, ან C  წერტილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს პინბარი.
  • C წერტილში ვდებთ გადადებულ, Buy Limit/Sell Limit ან Buy Stop/Sell Stop Stop ორდერს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

როგორც ცნობილია, ბაზარი არ არის იდეალური, ამიტომ C წერტილი შესაძლებელია იდეალურად  A წრფეზე არ აღმოჩნდეს, ანუ არ მივიდეს მასთან, ან გაარღვიოს იგი და შემდეგ დაბრუნდეს მასთან, ამიტომ თუ ლიმიტ-ორდერის განთავსება ვერ ხერხდება, მაშინ შესაძლებელია ორდერის ყიდვა საბაზრო ფასით, როდესაც ყველა ზემოთ ხსენებული პირობა შესრულებული იქნება.

სტრატეგია “დროშა + ABC” ყიდვის მაგალითი

სტრატეგია “დროშა + ABC” • GeoForex.info

თეიქ პროფიტი:

  • თეიქ პროფიტი 1 – არხის ზედა საზღვარი;
  • თეიქ პროფიტი 2 – X წერტილი;
  • თეიქ პროფიტი 3 – მვეთრი მოძრაობის მანძილი C წერტილიდან;

ტრეილინგ სტოპის გამოყენება ან ორდერის ნაწილ-ნაწილ დახურვა იდეალური ვარიანტია.

სტოპ ლოსი:

  • ათვისებული ფიბონაჩის დონის (ანუ საიდანაც აისხლიტა ფასი) მომდევნო დონე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი …

GeoForex.info
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.