სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი (GBP/USD) და ბრიტანული ფუნტი/იაპონური იენა (GBP/JPY).

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: GBP/USD; GBP/JPY;
ფორექსის სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” – ალგორითმი

გრაფიკზე უნდა დავაყენოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • ინდიკატორი – Stochatic პარამეტრებით (5,3,3), გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის დონეებით 25 და 75;
  • ინდიკატორი – RSI (7) გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის დონეებით 30 და 70;

გაყიდვა:

  • თუ აღმავალი ტრენდის დროს, ინდიკატორები Stochastic და RSI იმყოფებიან გაჯერებული ყიდვის ზონაში (გაჯერებული ყიდვა: ინდიკატორი Stochastic იმყოფება თავისი 75-იანი დონის ზემოთა ზონაში ან მასთან ახლოს; ინდიკატორი RSI იმყოფება თავისი 70-იანი დონის ზემოთა ზონაში, ან მასთან ახლოს);
  • ვამჩნევთ, რომ ჩამოყალიბდა დაღმავალი სანთელი, რომლის დახურვის ფასი მდებარეობს, როგორც მინიმუმ წინა სანთლის შუაში, ან უფრო მეტზე და საერთოდ უფრო კარგი სიტუაციაა თუ ეს სანთელი საერთოდ “ჩაყლაპავს” წინა სანთელს. ანუ ჩამოყალიბებულმა სანთელმა წინა სანთლის 50 % უნდა დაფაროს, ან უნდა “ჩაყლაპოს” წინა სანთელი;
  • გაყიდვის ორდერს ვხსნით მიმდევნო სანთელზე;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

ყიდვა:

  • თუ დაღმავალი ტრენდის დროს, ინდიკატორები Stochastic და RSI იმყოფებიან გაჯერებული გაყიდვის ზონაში (გაჯერებული გაყიდვა: ინდიკატორი Stochastic იმყოფება თავისი 25 დონის ქვემოთა ზონაში ან მასთან ახლოს; ინდიკატორი RSI იმყოფება თავისი 30-იანი დონის ქვემოთა ზონაში, ამ მასთან ახლოს);
  • ვამჩნევთ, რომ ჩამოყალიბდა აღმავალი სანთელი, რომლის დახურვის ფასი მდებარეობს, როგორც მინიმუმ წინა სანთლის შუაში, ან უფრო მეტზე და საერთოდ უფრო კარგი სიტუაციაა თუ ეს სანთელი საერთოდ “ჩაყლაპავს” წინა სანთელს. ანუ ჩამოყალიბებულმა სანთელმა წინა სანთლის 50 % უნდა დაფაროს, ან უნდა “ჩაყლაპოს” წინა სანთელი. ყიდვის ორდერს ვხსნით მიმდევნო სანთელზე;
  • სტოპ ლოსი ყიდვისა და გატიდვისთვის ერთნაირია და დგება შესაბამისად ლოკალურ მინიმუმზე ან ლოკალურ მაქსიმუმზე;
სტრატეგიის კლასიკური აღწერით ტეიკ პროფიტი არ არის განსაზღვრული. სტრატეგიის მიხედვით გახსნილი პოზიციიდან გამოვდივართ უკუსიგნალის მიღებისას.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია პატერნი "სამი მოძრაობა"

ფორექსის სტრატეგია პატერნი “სამი მოძრაობა”

ფორექსის სტრატეგია პატერნი “სამი მოძრაობა” გრაფიკული მოდელია, რომელიც პეიოდულად ჩნდება საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე. …