სარჩევი
საფინანსო ბაზრების ტექნიკურ ანალიზს იყენებს აბსოლუტურად ყველა ჭკუათმყოფელი ტრეიდერი, როგორც ინსტიტუციონალური ასევე კერძო.
ტექნიკური ანალიზი არ არის ტრეიდინგის თანამედროვე მეთოდი.
მისი ფესვები 150 წელზე მეტი ხნის წინ იწყება, როცა საფინანსო ბაზრები მხოლოდ ფორმირდებოდა და კოტირებები ქაღალდის ტიკერულ ლენტებზე იბეჭდებოდა.
დასაწყისი: ჩარლზ დოუ – ტექნიკური ანალიზის მამა
ტექნიკური ანალიზის დამაარსებლად ითვლება ჩარლზ დოუ (Charles Dow), ამერიკელი ჟურნალისტი და ეკონომისტი, The Wall Street Journal-ის ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი საბაზრო თეორიის ავტორი.
წლები: დაახლოებით 1880–1900
ჩარლზ დოუ ბაზარს ყოველგვარი ეკრანებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გარეშე, ფაქტიურად ხელით გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე აკვირდებოდა:
▶️ როგორ მოძრაობენ ფასები,
▶️ როგორ რეაგირებენ სიახლეებზე,
▶️ როგორ მეორდებიან ციკლები,
▶️ როგორ მოქმედებს ხალხი მსგავსი გზით სხვადასხვა სიტუაციებში.
მან შენიშნა მთავარი:
ამ დაკვირვებებიდან მან ჩამოაყალიბა ის, რასაც დღეს დოუს თეორიას უწოდებენ — მთელი ტექნიკური ანალიზის საფუძველს.
რა გამოიგონა ჩარლზ დოუმ
მან გამოყო რამდენიმე საკვანძო პრინციპი:
1️⃣ ფასი ითვალისწინებს ყველაფერს.
ყველა სიახლე, მოლოდინი, შიში – ყველაფერი უკვე ჩადებულია ფასის მოძრაობაში.
2️⃣ ბაზარი მოძრაობს ტრენდებით.
დოუმ პირველმა გაყო ტრენდები: პირველადი (გლობალური ტრენდი), მეორადი (კორექცია, კორექციული ტრენდი) და მესამედი (მცირე ტრენდი).
3️⃣ ტრენდი გრძელდება, მანამ სანამ არ გამოჩნდება შემობრუნების მკაფიო ნიშნები.
4️⃣ ბაზარი შედგება ფაზებისგან:
▶️ აკუმულაცია;,
▶️ ზრდა;
▶️ განაწილება;
▶️ ვარდნა;
ინსტიტუციონალური ტრეიდინგი, ანუ რასაც დღევანდელი ტერმინოლოგიით ვუწოდებთ – „ჭკვიან ფული“, ბაზარზე შედის ტრენდის საწყის, ჩამოყალიბების, ანუ ადრეულ ეტაპზე, ხოლო ტრეიდერების მასა ბაზარზე შედის მოგვიანებით.
ეს იდეები საფუძვლად დაედო ტექნიკურ ანალიზში ყველაფერ იმას, რასაც დღესდღეობით ვიყენებთ.
გრაფიკები, სანთლები და იაპონელები: ისტორიის კიდევ ერთი მიმართულების ხაზი
მიუხედავად იმისა, რომ დოუ დასავლური ტექნიკური ანალიზის დამაარსებლად ითვლება, არსებობს ისტორიის კიდევ ერთი უძველესი ნაწილი — იაპონური სანთლები.
იაპონური სანთლები გამოიგონა მუნეჰისა ჰონმამ (本間宗久, Munehisa Honma) ლეგენდარულმა ბრინჯის ტრეიდერმა XVIII საუკუნეში (დაახლოებით 1700-იანი წლები).
მან შენიშნა, რომ ადამიანების ემოციები მეორდება და შექმნა სანთლური ანალიზი — ის, რასაც დღეს გრაფიკებზე ვხედავთ: “დოჯი”, “ჩაქუჩი”, “შთანთქმა” და სხვა.
ანუ, არსებითად, ტექნიკური ანალიზი პარალელურად ჩამოყალიბდა ორ კულტურაში:
✅ დასავლეთი → ტრენდები, ფაზები, კანონზომიერებები, მოძრაობის ლოგიკა.
✅ აღმოსავლეთი → სანთლური ფსიქოლოგია და ხალხის ქცევების შაბლონები.
XX საუკუნე — განვითარება და სისტემატიზაცია
1930–1980-იან წლებში ისეთმა სპეციალისტებმა, როგორებიც არიან:
▶️ რიჩარდ შაბაკერი (Richard Schabacker);
▶️ რობერტ ედვარდსი (Robert D. Edwards)
▶️ ჯონ მეგი (John Magee)
მათ მოახდინეს ფიგურების სტრუქტურირება: “თავი-მხრები”, სამკუთხედები, ორმაგი მწვერვალები და ა.შ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































