ბინარული ოფციონების სავაჭრო პლატფორმები

ბინარული ოფციონების სავაჭრო პლატფორმები

ფორექსის სავაჭრო პლატფორმებისგან განსხვავებით, ბინარული ოფციონების სავაჭრო პლატფორმებს გაცილებით ნაკლები საშუალებები გააჩნიათ ბაზრის ანალიზის ჩასატარებლად და აქვთ შედარეფით შეკვეცილი ფუნქციონალი.

ბინარული პლატფორმები უმრავლეს შემთხვევაში გათვლილია ინტერნეტ ბროუზერიდან სავაჭროდ და იშვიათად საჭიროებენ კომპიუტერში ინსტალაციას ცალკე პროგრამული უზრუნველყოფის სახით.

პროგრამული თვალსაზრისით, ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა ამცირებს კომპიუტერზე რესურსულ ზეწოლას, თუმცა თავის მხრივ ეს საკითხი უკვე პრობლემა არ არის, ვინაიდან დღევანდელი კომპიუტერების სიმძლავრე სავსებით საკმარისია არაერთი მსგავსი პროგრამის ერთდროული მუშაობისათვის, მაგრამ ერთი ფაქტი ნამდვილად ცალსახაა – ბინარულ პლატორმებზე სამუშაოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია მძლავრი ინტერნეტ არხის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმის მუშაობის სტაბილურობა არ იქნება გარანტირებული.

რეალურ, ან დემონსტრაციულ ბინარულ პლატფორმასთან წვდომა შესაძლებელია ბინარული ოფციონების ბროკერთან რეგისტრაციის შემდეგ. დემონსტრაციულ ანგარიშზე ვაჭრობას შეძლებთ რეგისტრაციისთანავე, ხოლო რეალური სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად საჭიროა დეპოზიტის შევსება (ფულის ჩარიცხვა).

ბინარული ოფციონების სავაჭრო პლატფორმების შესაძლებლობები:

გვაწვდის ინფორმაციას, შერჩეულ აქტივთან დაკავშირებით ბაზარზე არსებული ფასური სიტუაციის შესახებ. როგორც წესი ინფორმაცია გამოისახება გრაფიკული სახით. რიგ შემთხვევაში არის შესაძლებლობა ეს ინფორმაცია გამოისახოს სანთლების ბარების ან მრუდების (ხაზების) სახით სხვადასხვა ტაიმფრეიმის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ გრაფიკული გამოსახულების თვალსაზრისით ბევრი ბროკერი ერიდება გრაფიკზე სანთლების და ბარების გამოსახვას, მათთან გამოსახულება მოდის ფასური მრუდების (ხაზების) სახით. ზემოთ აღნიშნული, ავად თუ კარგად საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ბაზარზე – როგორც მიმდინარე ასევე ისტორიული სიტუაცია, თუმცა დროის შეზღუდულ ინტერვალში.

პლატფორმებზე ასევე გამოისახება – ან ანალიტიკური პროგნოზები ონლაინ რეჟიმში, ან ტრეიდერების სავაჭრო არჩევანის პროცენტული თანაფარდობა.

ფაქტობრივად, ოფციონური პლატფორმები წარმოადგენენ MetaTrader 4-ის შეკვეცილ ვარიანტს.

რა თქმა უნდა ოფციონური პლატფორმები შესაძლებლობას გვაძლევს დავდოთ ფსონები. სხვადასხვა ბროკერი იძლევა ფსონების სხვადასხვა ვარიანტს. ესენია: კლასიკური ვარიანტი – დაბლა, ან მაღლა; კომბინირებული – რომლის დროსაც მოგება/წაგება ფორმირდება ფასის, მიზნის და სხვა დამატებითი პირობების მიხედვით. უფრო ვრცლად ამის შესახებ წაიკითხავთ სტატიაში “ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები”.

ძირითადი პარამეტრები, რომლებიც ოფციონზე ფსონის დადებისას მოგვეთხოვება არიან: გარიგების ინსტრუმენტი, ფსონის თანხობრივი გამოხატულება, ექსპირაციის ვადა, ანუ გარიგების დასასრული და მიმართულება. ზოგიერთ ვარიანტში საჭიროა ფასური დონის მითითება, ან მითითებულზე თანხმობა.

დამატებითი შესაძლებლობები – მიუხედავად პლატფორმების ფუნქციონალის შეზღუდულობისა, მათში ზოგჯერ არსებობს ტრეიდერისათვის სასიკეთო კონფიგურაციული პარამეტრებიც, ესენია: ფსონის გაზრდის შესაძლებლობა, გარიგების დროზე ადრე დახურვის შესაძლებლობა, აგრეთვე სტოპების დაყენების შესაძლებლობა (იშვიათად).

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ოფციონების სავაჭრო პლატფორმები, რომლებსაც საბაზისო პროგრამულ უზრუნველყოფად არ აქვთ სავაჭრო ტერმინალი MetaTrader 4, და ესეთი ბროკერები ძალიან იშვიათია, ძირითადში მუშაობენ ვებ-ბროუზერიდან, არ არის საჭირო მათი ინსტალაცია და არ არიან გათვლილი სერიოზული და მრავლისმომცველი ანალიზის განხორციელებისათვის. ერთადერთი რაც ტექნიკურად საჭიროა – უნდა გვქონდეს საიმედო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …