ბინარული ოფციონების ტრეიდერის მოკლე ლექსიკონი

ბინარული ოფციონების ტრეიდერის მოკლე ლექსიკონი

ბინარული ოფციონების სამყაროში უამრავი სხვადასხვა ტერმინი და ცნება არსებობს. იმისათვის, რომ ტრეიდერმა მიაღწიოს წარმატებას, იგი უნდა საუბრობდეს/აზროვნებდეს ისეთივენაირად, როგორც ოფციონების სამყაროს პროფესიონალები. ამიტომ ტერმინოლოგიისა და სლეგის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია ოფციონურ სამყაროში კომფორტული საქმიანობა.

სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე მთავარი და აუციელებელი ტერმინი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა ოფციონურმა ტრეიდერმა.

ბინარული ოფციონების ძირითადი ტერმინები

აქტივი – არის აქცია, საქონელი, ვალუტა ან ინდექსი. ამ მნიშვნელობას იყენებენ აქტივების წარმოებული ინსტრუმენტებით ვაჭრობისას, რომელთა ფასი გამოითვლება თავად აქტივის ფასის საფუძველზე. არსებობს საშუალება საბაზო აქტივი გადავცვალოთ ფულში, ამიტომ არ არსებობს აუცილებლობა გადავცვალოთ იგი ფიზიკურ აქტივში. საბაზო აქტივის ფასი გამოითვლება ფიზიკური აქტივის ფასის საფუძველზე, თანაც რეალური გადაცვლა და აქტივის ფიზიკური ფლობა არ არის საჭირო.

ოფციონი ნულოვანი მოგებით – არის ოფციონი შიდა ნულოვანი ღირებულებით.

ქოლ-ოფციონი (ყიდვის ოფციონი) – არის ოფციონი, რომელიც მის მფლობელს აძლევს საშუალებას მიიღოს ფიქსირებული მოგება, როდესაც დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საბაზო აქტივის ფასი არის მეტი ვიდრე იგი იყო ამ აქტივის ყიდვის მომენტში.

ოფციონის შესრულების ფასი – არის საბაზო აქტივის ფასი ოფციონის ვადის ამოწურვის მომენტში, იმ მონაცემების საფუძველზე, რომელსაც იძლევა ლიკვიდურობის პროვაიდერი დროის რეალურ რეჟიმში. შესრულების ფასი განსაზღვრავს შესრულდა თუ არა მოცემული ოფციონი „ფულიან ოფციონად“ თუ „უფულო ოფციონად“.

ოფციონის შესრულების დრო – არის ბინარული ოფციონის ვადის ამოწურვის წინასწარ დათქმული დრო და თარიღი. ანუ, ის მომენტი როდესაც ხდება პოზიციის დახურვა. სწორედ ამ მომენტში ხდება ცნობილი – იყო თუ არა ბინარული ოფციონის გარიგება წარმატებული ან წარუმატებელი. ეს მომენტი უმნიშვნელოვანესია და განსაზღვრავს ბინარული ოფციონის საბოლოო შედეგს. დროის ამოწურვის მომენტი შეირჩევა ან ცვლილება ხდება თავად ტრეიდერის მიერ. მთავარია ტრეიდერს გაცნობიერებული ჰქონდეს ის ვადა, რომლის პერიოდშიც იმოქმედებს მის მიერ ნაყიდი ოფციონი. ოფციონის მოქმედების ვადა, ანუ ოფციონის პერიოდის დასრულების მომენტი მთავარი საკითხია ბინარულ ოფციონებზე მუშაობისას.

ფულიანი ოფციონი (In-The-Money (ITM)) – არის ცნება, როდესაც ტრეიდერის პროგნოზი სავაჭრო მიმართულებისა და ოფციონის ვადის შესახებ გამართლდა. In-The-Money (ITM) – ნიშნავს, რომ გარიგების რეზულტატების მიხედვით იგი წარმატებულად ჩატარდა და ტრეიდერმა მიიღო მოგება. მაგალითი: ოფციონის არჩევისას „ზემოთ“ საბაზო აქტივის ფასი არის უფრო მეტი, ვიდრე ოფციონის ყიდვის მომენტში იყო.

ინვესტიცია – არის ფულის რაოდენობა, რომელიც ინვესტირებულია კონკრეტულ ოფციონში.

უფულო ოფციონი – (Out — Of-The-Money (OTM)) არის ცნება, როდესაც ტრეიდერის პროგნოზი სავაჭრო მიმართულებისა და ოფციონის ვადის შესახებ არ გამართლდა. Out – Of-The-Money (OTM) – ნიშნავს, რომ გარიგების რეზულტატების მიხედვით იგი წარუმატებლად ჩატარდა და ტრეიდერმა ვერ მიიღო მოგება. მაგალითი: ოფციონის არჩევისას „ზემოთ“ საბაზო აქტივის ფასი არის უფრო ნაკლები, ვიდრე ოფციონის ყიდვის მომენტში იყო.

გადახდები – არის ინვესტიციის რაოდენობა, რომელიც მიიღო ტრეიდერმა ინვესტიციის ვადის ამოღების შემდეგ.

ფუთ-ოფციონი (გაყიდვის ოფციონი) – არის ოფციონი, რომელიც მის მფლობელს აძლევს საშუალებას მიიღოს ფიქსირებული მოგება, როდესაც დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საბაზო აქტივის ფასი არის ნაკლები ვიდრე იგი იყო ამ აქტივის ყიდვის მომენტში.

კურსი – არის აქტივის ფასი. აღნიშნავს საბაზო აქტივის მიმდინარე საბაზრო ფასს. როგორც კი ბინარული ოფციონი იქნება ნაყიდი მისი ყიდვის ფასი გარდაიქმნება ოფციონის საწყის ფასად.

სტრედლი – არის ქოლ ან ფუთ ოფციონის გახსნა კონკრეტულ აქტივზე, რომლის მიმართაც ქოლ ფასი ნაკლებია ვიდრე თავდაპირველი ფუთ ფასი. აღნიშნული სწრაფი არბიტრაჟული გარიგება მოიცავს ფინანსური აქტივის ერთდროულ ყიდვასა და გაყიდვას, რათა მიღებული იქნას მოგება ფასთა შორის თანაფარდობის ცვლილების საფუძველზე, რომლის რეზულტატია გარიგების რისკის შემცირება.

ციფრული ოფციონი, იგივე ბინარული ოფციონი – თუ ტრეიდერი ყიდულობს აღნიშნულ ოფციონს მას ეძლევა საშუალება მიიღოს გარკვეული ფიქსირებული მოგება. ეს სისტემა მუშაობს მაშინ, როდესაც აქტივის ფასი, რომელიც ოფციონის საფუძვლად არის აღებული, ოფციონის ვადის გასვლის შემდეგ წავა  იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებაც აირჩია ტრეიდერმა.

60 წამიანი ოფციონი – არის ოფციონი, რომლის შესრულების ვადა არის 60 წამი. (იგივე ითქმევა სხვა ვადის ოფციონებზეც: 1 საათიანი, 2 საათიანი, და ა.შ.).

ამერიკული ოფციონი, იგივე ჩვეულებრივი ოფციონი – ოფციონის ეს სახეობა შესაძლებელია განხორციელდეს მისი მოქმედების ვადის აბსოლუტურად ნებისმიერ მომენტში. ამერიკულ ოფციონში ინვესტირების შემთხვევაში არ არის საჭირო ლოდინი – ეს საკითხი განასხვავებს მას ევროპული ოფციონისგან.

ევროპული ოფციონი – ასეთი ოფციონის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მოახლოვდა მისი შესრულების დრო. ამ ტიპს მიეკუთვნება ბინარული ოფციონების დიდი ნაწილი.

მოთხოვნის ფასი – არის სხვადასხვა აქტივის ფასი, რომლის მიხედვითაც ფინანსურ ბაზარზე ინვესტორს შეუძლია მათი ყიდვა. არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება აქტივის ფასი და მასზე (ფორმულაზე) გავლენას ახდენს მოთხოვნის ფასი.

At-The-Money (АТМ) – ამ სიტუაციაში საბაზო აქტივს აქვს იგივე მიმდინარე ფასი, რა ფასითაც იქნა ნაყიდი ოფციონი.

ზემოთ – ამ ვარიანტში ტრეიდერი იძლევა პროგნოზს იმის შესახებ, რომ ოფციონის ვადის ამოწურვისას აქტივის ფასი იქნება მეტი, ვიდრე ოფციონური გარიგების დადების მომენტშია.

ქვემოთ – ამ ვარიანტში ტრეიდერი იძლევა პროგნოზს იმის შესახებ, რომ ოფციონის ვადის ამოწურვისას აქტივის ფასი იქნება ნაკლები, ვიდრე ოფციონური გარიგების დადების მომენტშია.

ოფციონის საწყისი ღირებულება – საბაზო აქტივის მიმდინარე საბაზრო ფასი, რომელიც განისაზღვრა იმ მომენტში როგორც კი ნაყიდი იქნა ოფციონი.

ფუნდამენტალური ანალიზი – არის ანალიზის სახეობა, რომლის დროსაც გამოყენებულია ფინანსური, ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლები. იგი საჭიროა იმისათვის, რომ შეფასებული იქნას მთლიანი სიტუაცია და ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გახსნილი პოზიციის უსაფრთხოებაზე. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: ეკონომიკური სიტუაცია, მრეწველობა, მთლიანი შიდა პროდუქტი და სხვა მაჩვენებლები, რომლებზეც საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ატივის ფასი.

ტექნიკური ანალიზი – არის ინვესტიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდი, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკას და რომელიც დაკავშირებულია აქტივზე ფასის ცვლილების პროცესთან და წარსულ პერიოდში აქტივებში ჩადებულ კონკრეტულ ვალდებულებთან და მოცულობებთან. ფინანსურ ბაზრებზე აქტივების მიმდინარე ქცევის და ქცევის შესაძლო პერსპექტივების განსაზღვრისათვის იყენებენ გრაფიკებსა და დიაგრამებს.

ინდექსები – პრინციპული თვალსაზრისით წრმოადგენენ იგივე აქციებს.

საფონდო ინდექსი – არის აქციების ჯგუფის ჯამური მაჩვენებელი, რათა განისაზღვროს საფონდო ინდექსი. მაგალითად, სამრეწველო სფეროში მოღვაწე კომპანიების აქციებისათვის არსებობს დოუ-ჯონსის ინდექსი.

ერთი შეხება – ამ ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს მივა თუ არა აქტივის საბაზრო ფასი გარკვეულ ნიშნულთან ოფციონის შესრულების მომენტამდე.

მაგალითისთვის:

როცა ვიჩევთ Put ოფციონს – ანუ პროგნოზი დაღმავალ ტენდენციაზეა და აქტივის ფასმა პროგნოზის მიხედვით უნდა დაიკლოს რაიმე გარკვეულ ნიშნულამდე;

როცა ვიჩევთ Сall ოფციონს – ანუ პროგნოზი აღმავალ ტენდენციაზეა და აქტივის ფასმა პროგნოზის მიხედვით უნდა მოიმატოს რაიმე გარკვეულ ნიშნულამდე.

ოფციონი – წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტია. არის ერთგვარი ხელშეკრულება, რომელსაც გარიგების ერთი მონაწილე მიჰყიდის მეორე მონაწილეს. ეს ხელშეკრულება მფლობელს აძლევს საშუალებას იყიდოს „ზემოთ“ ან გაყიდოს „ქვემოთ“ რაიმე ფინანსური აქტივი, მაგალითად ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, ან აქცია შესრულების ფასად გარკვეული დროის პერიოდში ან ფიქსირებულ თარიღში.

დაცვის ხარისხი – ასე ეწოდება საწყისი ფსონის/თანხის ნაწილს, რომელიც აუცილებლად უბრუნდება ტრეიდერს. წარმოვიდგინოთ, რომ ბინარული ოფციონის ყიდვის შედეგი იყო წარუმატებელი. ამ შემთხვევაში მას დაუბრუნდება ინვესტირებული თანხის გარკვეული პროცენტი. დაცვის ხარისხის მაჩვენებელი გარიგების მოქმედების დაწყებისათანავე უნდა იყოს მითითებული, ისევე როგორც პრემიალური თანხა – თუ გარიგება წარმატებით დასრულდა. დაცვის ხარისხი ერთგვარი მანუგეშებელი პრიზია, თუ გარიგება წარუმატებლად დასრულდა.

დიაპაზონი – დიაპაზონის ფუნქცია იძლევა ფასის ქვედა და ზედა მიზნობრივ ზღვარს – ისინი ქმნიან დიაპაზონის ერთგვარ საზღვრებს.

თუ არჩეულია ოფციონი „ქვემოთ“ – ეს ნიშნავს, რომ პროგნოზირებულია დაღმავალი ტენდენცია მოცემულ დიაპაზონში და შესაბამისად აქტივის ფასი უნდა დაეშვას ოფციონის შესრულების ფასის დაბლა, მაგრამ ფასი არ უნდა დაეშვას მითითებული დიაპაზონის ქვედა საზღვრის ქვემოთ.

თუ არჩეულია ოფციონი „ზემოთ“ – ეს ნიშნავს, რომ პროგნოზირებულია აღმავალი ტენდენცია მოცემულ დიაპაზონში და შესაბამისად აქტივის ფასი უნდა ავიდეს ოფციონის შესრულების ფასის მაღლა, მაგრამ ფასმა არ უნდა გადაკვეთოს მითითებული დიაპაზონის ზედა საზღვრი.

მოგების პროცენტი – მოგების პროცენტი მითითებულია გარიგების ხელშეკრულებაში და ტრეიდერი მას მიიღებს მხოლოდ ოფციონის წარმატებით დასრულების შემდეგ. ეს პროცენტი  მითითებულია გარიგების დაწყებისთანავე და იგი აბსოლუტურად უცვლელი სიდიდეა და არ აქვს მნიშვნელობა წარმატებული ოფციონის დასრულების მომენტში აქტივის ფასი პროგნოზის შესაბამისად რამდენი პუნქტით შეიცვალა, 1 პუნქტით, თუ თუნდაც 1 000 პუნქტით. ფასის ცვლილების პუნქტობრივი სიდიდე  მოგების პროცენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

დაბრუნების პროცენტი – საწყისი სრული ინვესტიციიდან თანხის დაბრუნების ფიქსირებული პროცენტი.

სავაჭრო საათები – ყველა აქტივისთვის არსებობს გარკვეული საათები, რომელ პერიოდშიც რეალურია მასზე სავაჭრო გარიგების დადება, ან/და არსებობს სავაჭრო დღეები, როდესაც გარკვეულ აქტივში შესაძლებელია ფულის დაბანდება.

დღის დასასრული – სავაჭრო დღის დასასრული.

ტრენდი, იგივე ტენდენცია – ამ მაჩვენებელს გააჩნია უპირველესი მნიშვნელობა ბინარულ ოფციონებში ინვესტირებისას.  იგი ნიშნავს აქტივის ფასის ცვლილებას დროის გარკვეულ პერიოდში. ტრენდი მით უფრო გამოკვეთილია, რაც უფრო  ხანგრძლივობად მოძრაობს აქტივის ფასი ერთი და იგივე მიმართულებით. ტრენდის გამოყებებით და მისი შეცნობით ინვესტორს ეძლევა შესაძლებლობა პერსპექტიული მოძრაობის ალბათობის საფუძველზე  მიიღოს შეწონილი და სწორი გადაწყვეტილება.

ბრუნვა – გვიჩვენებს ხელშეკრულებების ან აქციების რაოდენობას, რომლებზეც ხორციელდება ოპერაციები – დროის გარკვეულ პერიოდში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …