ბინარული ოფციონები

ბინარული ოფციონების ინდიკატორები

თითქმის ყველა დამწყები ტრეიდერი ოფციონებით ვაჭრობას იწყებს ვითომ ინტუიციით და კაზინოს სტილში. დეპოზიტის გასხმისა და ცხვირის სერიოზულად წამტვრევის შემდეგ, ან საერთოდ ანებებენ ვაჭრობის პროცესს ან დაფიქრდებიან ტექნიკური ანალიზის გამოყენების საჭიროებაზე.

ცნობილია, რომ ტექნიკური ანალიზის პირველ საფუძველს წარმოადგენენ სპეციალური ინდიკატორები.

ბინარული ოფციონების ინდიკატორები არაფრით განსხვავდებიან ფორექსისთვის შექმნილი, ჩვენთვის უკვე ცნობილი ინდიკატორებისგან, პირიქით ფორექსზეც და ბინარულ ოფციონებზეც გამოიყენება ერთი და იგივე ინდიკატორები, თუმცა გამოყენების მეთოდოლოგიაში და მიზანშეწონილობაში მაინც არის გარკვეული განსხვავებები.

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის ინდიკატორებია, რომლებიც გვიჩვენებენ ტრენდის მიმართულებას. ანუ Call ოფციონის ყიდვა აღმავალი ტრენდისას, Put ყიდვა – დაღმავალი ტრენდისას.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, ტრენდის მიმართულებით ოფციონის ყიდვა მიზანშეწონილია კორექციის შემდეგ, ვინაიდან ოფციონის ექსპირაცია შესაძლებელია დაემთხვას კორექციას, რაც შესაბამისად ზარალს გამოიწვევს.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი ინდიკატორების გამოყენება მიზანშეწონილია 30 წუთიანზე ზემოთ პერიოდის ექსპირაციის ვადის მქონე ოფციონებისთვის.

არხის ინდიკატორები

არხის ინდიკატორები ხშირად და წარმატებულად გამოიყენება ბინარულ ოფციონებში.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ინდიკატორები გამოყენებული უნდა იქნას როდესაც ფასი მოძრაობს კარგად გამოხატული არხის საზღვრებში, ანუ ფასის მოძრაობის აღმა-დაღმასვლა ერთმანეთს დინამიურად ენაცვლება დროში და სივრცეში. თანაც არ არის სავალდებულო, რომ ეს დიაპაზონური ცვლილებები მხოლოდ ზედა ან ქვედა მიმართულების იყოს. არხი შემთხვევაში ჰორიზონტალურ დიაპაზოშიც წარმოიქმნება.

საფინანსო ბაზრებზე არხის ცნება იმდენად უნივერსალურია, რომ არხის ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მოკლევადიანი ექსპირაციის ოფციონებისათვის – თუნდაც 1 წუთიანი ოფციონებისათვისაც.

ბინარული ოფციონების ბროკერების

უმრავლეს ბროკერთან ოფციონებთან წვდომა ხორციელდება ვებ-ტერმინალების მეშვეობით, ამიტომ მათთან ინდიკატორების არჩევანი საკმაოდ მწირია და გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული ინდიკატორები, ხოლო არასტანდარტული ინდიკატორების გამოყენებაზე – საუბარი ზედმეტია. გასაგები მომენტია, რომ ბროკერის ვებ ტერმინალში ვერ დავაინსტალირებთ ჩვენთვის სასურველ ინდიკატორს ან სხვა რაიმე სკრიპტს.

აღსანიშნავია, რომ ოფციონებზე ვაჭრობისას კარგი რეზულტატებს იძლევა წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების გამოყენება, რომელთა დახაზვა შესაძლებელია ოფციონურ ვებ ტერმინალებში თავად ტრეიდერის მიერ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …