ბინარული ოფციონების ტრეიდერის კარიერა

როგორ დავიწყოთ ბინარული ოფციონების ტრეიდერის კარიერა

ბინარული ოფციონი არის ოფციონების ერთ-ერთი სახეობა, სადაც ტრეიდერი ხსნის ან არ ხსნის პოზიციას ფინანსური აქტივის მიმდინარე ფასით, ხოლო მიღებული მოგება შეადგენს – ყველაფერს ან არაფერს. გაიგეთ რამე? ვერა ხო? არ დანებდეთ! დანარჩენს ქვემოთ ავხსნი 🙂

ამ თვისების გამო ბინარული ოფციონებით ვაჭრობის არსი ძალიან მარტივია, განსხვავებით ტრადიციული (კლასიკური) ოფციონებით ვაჭრობის არსისა.

ბინარული ოფციონები წარმოადგენს ანგარიშსწორების კონტრაქტს, მსგავსად ევროპული სტილის ოფციონებისა, იმ გაგებით, რომ ისინი შესრულებადია მხოლოდ ვადის ამოწურვის დღეს. თუ ვადის ამოწურვის მომენტში ოფციონის სტატუსია „ფულიანი ოფციონი“, მაშინ ოფციონის მყიდველი ან გამყიდველი მიიღებს კონტრაქტით წინასწარ დათქმულ თანხას აშშ დოლარში. თუ ოფიონის სტატუსია „უფულო ოფიონი“, მაშინ ოფციონის მყიდველი ან გამყიდველი არაფერ მიიღებს.

სწორედ ამაში მდგომარეობს ბინარული ოფციონების სიმარტივე – რისკისა და მოგების შეფასების თვალსაზრისით. ტრადიციული ოფციონებისაგან განსხვავებით, ბინარული ოფციონების მოგების გადახდა ხდება დამოუკიდებლად იმისგან, თუ რამდენი პუნქტით მაღლა ან დაბლა წავიდა აქტივის ფასი ოფციონის გარიგების დადების ფასისგან. მთავარია სწორი მიმართულების შერჩევა ოფციონის გახსნის მომენტში.

მიუხედავად ტერმინისა „ყველაფერი ან არაფერი“, ფაქტიური სავაჭრო პლატფორმის გათვალისწინებით, „არაფერი“ სინამდვილეში შეიძლება წარმოადგენდეს „რაღაცა“-ს. ეს ნიშნავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ოფციონის მფლობელმა შესაძლებელია მიიღოს გარკვეული თანხა, მაშინაც კი როცა კონტრაქტის დასრულებისას ოფციონის სტატუსი იქნება „უფულო ოფციონი“.

სავალუტო ბაზარზე შესაძლებელია შეხვდეთ ბინარული ოფციონების სხვა დასახელებასაც, მას ხშირად ციფრულ ოფციონებსაც უწოდებენ.

ბინარული ოფციონების ტრეიდერის კარიერის პირველი ნაბიჯები
შეისწავლეთ ოფციონების ორი სახეობა

ტრეიდერს, რომელიც მუშაობს ბინარულ ოფციონებზე უნდა შეეძლოს საბაზო აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება. პლატფორმების უმრავლესობაში, ამ ორ ოფციონს ეწოდება ფუთ და ქოლ ოფციონები.

ფუთ ოფციონი – არის აქტივის ფასის კლების პროგნოზირება, ხოლო ქოლ ოფციონი არის აქტივის ფასის ზრდის პროგნოზირება. ტრადიციული (კლასიკური) ოფციონებისგან განსხვავებით არ არის საჭირო ფასის მოძრაობის სიდიდის პროგნოზირება. ბინარულ ოფციონებში მთავარია სწორი პროგნოზირება იმისა, რომ იქნება თუ არა არჩეული აქტივის ფასი ოფციონის შერულების ფასის ზემოთ ან ქვემოთ.

სწორი გადაწყვეტილება საკუთარი პოზიციის შესახებ

შეაფასეთ მიმდინარე საბაზრო მდგომარეობა თქვენს მიერ არჩეულ აქტივზე და განსაზღვრეთ რა მიმართულებით წავა ფასი – გაიზრდება თუ დაიკლებს. თუ ოფციონის შესრულების დროის მომენტში ტრეიდერის ანალიზი და ინტუიცია იქნება სწორი, მაშინ იგი მიიღებს ე.წ. საკონტრაქტო პორემიას. ყოველი გარიგების მოგების მოცულობა განისაზღვრება საბროკერო კომპანიის მიერ და ეს თანხა ყოველთვის ცნობილია პოზიციის განთავსების მომენტში (ინვესტირებული თანხის პროცენტული გამოხატულებით).

გაიგეთ, თუ როგორ განისაზღვრება კონტრაქტის ფასი

ბინარული ოფციონების კონტრაქტის ფასი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ როგორ აფასებს  ბაზარი თავად მოვლენას.

მაგალითად:

თუ კონტრაქტის ჩათვლის ფასი არის 100 $, ხოლო უკანასკნელი სავაჭრო პოზიცია იყო 96 $, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის დაახლოებით 96 % თვლის რომ აღნიშნული მოვლენა მოხდება და კონტრაქტი საბოლოო ჯამში იქნება „ფულიანი“.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის უპირატესობა ტრადიციულ ოფციონებზე ვაჭრობასთან შედარებით
  • ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა შედარებით მარტივია, ვინაიდან ამისათვის საჭიროა მხოლოდ საბაზო აქტივის ფასის მიმართულების სწორი პროგნოზირება, ხოლო ტრადიციულ ოფციონებზე ფასის სწორი მიმართულების პროგნოზირებასთან ერთდ საჭიროა მოძრაობის მანძილის სწორი პროგნოზირებაც. ბინარულ ოფციონებზე თავად აქტივებს არც ვყიდულობთ და არც ვყიდით, ანუ ვაჭრობის პროცესი არ არის ციკლური, შესაბამისად სტოპ-ორდერების განთავსებაც არ წაროადგენს პროცესის შემადგენელ ნაწილს.
  • ბინარულ ოფციონებზე ყოველთვის კონტროლირებადია რისკისა და შემოსავლის თანაფარდობა. ანუ, მოგება და რისკი ცნობილია თავიდანვე, კონტრაქტის დადების მომენტში. ხოლო, ტრადიციულ ოფციონებში არ არის რისკისა და მოგების გარკვეული საზღვრები, ამიტომაც მოგებაც და წაგებაც შესაძლებელია იყოს განუსაზღვრელი.
  • ბინარული ოფციონებისათვის ხელმისაწვდომია ფაქტიურად ყველა სავაჭრო სტრატეგია, აგრეთვე ჰეჯირების სტრატეგიებიც, რომლებსაც ვიყენებთ ტრადიციული ოფციონებით ვაჭრობისას. პროგნოზირების სიზუსტისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ტექნიკური, ასევე ფუნდამენტალური ანალიზი.
  • ტრადიციული ოფციონებისგან განსხვავებით ბინარული ოფციონების ე.წ. პრემია არ არის პროპორციული იმ თანხისა, რომლის ოფციონი შესრულდა მოგებით. თუ ოფციონი „ფულიანია“ ერთი პუნქტითაც კი, მაშინ ტრეიდერი მიიღებს მთლიან ფიქსირებულ პრემიას.
  • ბინარული ოფციონები გულისხმობს მოკლევადიან კონტრაქტებს. ზოგიერთ ბაზარზე ბინარული ოფციონების შესრულება შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით სავაჭრო დღის განმავლობაში, მაშინ როცა ტრადიციულ ოფციონებზე კონტრაქტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს რამდენიმე კვირა, თვე და წელიც კი. ბინარულ ოფციონებზე კონტრაქტის მცირე ხანგრძლივობა (ზოგიერთ ბროკერთან მინიმალური ხანგრძლივობა 30 წამიც კი არის) ტრეიდერს საინვესტიციო მოქნილობას ანიჭებს, ვინაიდან ბაზარზე ფასი იცვლება სწრაფი ტემპით.
ბინარული ოფციონების ოპერაციული დანახარჯები

 ბინარულ ოფციონებზე მომუშავე ბროკერები, როგორც წესი არავითარ საკომისიო გადასახადს არ არიცხავენ პოზიციას

ზოგადი რჩევები
  • პოზიციის გახსნამდე ყოველთვის უნდა გავაანალიზოთ ბაზარი. დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასის მოძრაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, ამიტომ ანალიზის გარეშე ზარალის მიღების შანსი ძალიან დიდია.
  • უნდა ვიცოდეთ როგორი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ბინარული ოფციონის ფასთან დაკავშირებით. ფასი, რომლითაც მიმდინარე მომენტში ივაჭრება ბინარული ოფციონი წარმოადგენს ვიზუალურ შანსს იმისა, თუ როგორი იქნება რეზულტატი – „ფულიანი“, თუ „უფულო“.
  • აუცილებელია გულდასმით შევარჩიოთ ოფციონის ბროკერი. ყველა ბროკერს სურს უზრუნველყოს საკუთარი პლარფორმის ფუნქციონირება, კონტრაქტის მოქმედების ვადა, აქტივები, კონტრაქტის რენტაბელურობის დონე და ა.შ. ჩამოთვლილი ყოველი ელემენტი გავლენას ახდენს პოტენციურ შემოსავალზე.
  • უნდა გვესმოდეს რისკსა და მოგებას შორის ურთიერთკავშირი. ბინარულ ოფციონებში განსაკუთრებით მჭიდრო კავშირია რისკსა და მოგებას შორის. თუ სხვა ბაზრებზე შესაძლებელია გარკვეულწილად რისკების მინიმიზაცია, ოფციონებში ეს პროცესი თითქმის არ არსებობს, ვინაიდან ამ ორ ელემენტს შორის მჭიდრო და უცვლელი კავშირია. ამიტომ, ყველა გამოცდილი ტრეიდერი პოზიციის გახსნამდე ერთმანეთს ადარებს ამ ორ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს.
  • ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას შეეცადეთ არ აიღოთ ბროკერისგან ბონუსი (კრედიტი), რათა საკუთარი თანხის გამოტანის/დაბრუნების პროცესში არ შეგექმნათ პრობლემა. ვინაიდან ბროკერს შეუძლია თქვენი ანგარიშის დაბლოკვა, სანამ არ მიიღებთ დეპოზიტის თანხის გარკვეული წილის შესაბამის მოგებას + ბონუსი.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …