ბინარული ოფციონები - უფრო მეტი შესაძლებლობები ტრეიდერებისათვის

ბინარული ოფციონები – უფრო მეტი შესაძლებლობები ტრეიდერებისათვის

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა არის ოფციონებით ვაჭრობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფულის და რიგ შემთხვევებში საკმაოდ სოლიდური ფულის გამომუშავების შესაძლებლობებს აძლევს ტრეიდერებს.

სახელწოდება ბინარული ოფციონები გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს გარიგების მხოლოდ ორი შედეგი:

  • ოფციონის დროის ამოწურვის შედეგად ოფციონი ხდება ფულიანი და ტრეიდერი მიიღებს პრემიას;

ან

  • ოფციონის დროის ამოწურვის შემდეგ ოფციონი ხდება უფულო და ტრეიდერი ან მთლიანად დაკარგავს თავის ინვესტიციას ან დაკარგავს მის ნაწილს;

ინვესტიციის ნაწილის დაბრუნების წილობრივი მოცულობა პოზიციის გახსნის მომენტშივე ფიქსირდება.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა ტრეიდინგის სხვა ზოგიერთი ფორმებისგან განსხვავდება იმით, რომ ტრეიდერი სინამდვილეში არ იძენს აქტივის ფლობის უფლებას. ამის მაგივრად ხდება გარკვეული თანხის ინვესტირება მხოლოდ აქტივის მოძრაობის მიმართულების პროგნოზში.

ტრეიდერის პროგნოზზეა დამოკიდებული – იქნება თუ არა ოფციონი ფულიანი ან უფულო.

ბინარული ოფციონების მოკლე ისტორია

ბინარული ოფციონები ბაზარზე არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა. თავიდან ითვლებოდა ეგზოტიკურ ინსტრუმენტად არალიკვიდურ ბაზარზე.

2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა ბინარული ოფციონების სია, ამ მომენტიდან (2008 წლის მაისის თვიდან) ბინარული ოფციონებით ვაჭრობა ხელმისაწვდომი გახდა ამერიკულ (ნიუ-იორკი) საფონდო ბირჟაზე, ხოლო ერთი თვის შემდეგ ჩიკაგოს ოფციონების ბირჟაზე.

ამის შემდეგ, მრავალმა ორგანიზაციამ საბროკერო მომსახურეობის სერვისში გამოჰყო  ბინარული ოფციონებით ვაჭრობის სექტორები. ამჟამად ბაზარზე გარკვეული რაოდენობის სავაჭრო პლატფორმებია წარმოდგენილი, რის შედეგადაც ბინარული ოფციონები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა და ვაჭრობის პროცესიც გამარტივდა.

შედეგად ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ ინსტრუმენტით ვაჭრობა და ბინარული ოფციონებით ვაჭრობა პოპულარული გახდა. პოპულარობის დინამიკა  შენელების პერსპექტივას არ იძლევა, პირიქით იგი სულ უფრო  მზარდია და სულ უფრო მეტი ტრეიდერი გრძნობს ბინარული ოფციონებით ვაჭრობის პოტენციალს.

როგორ ხდება ბინარული ოფციონებით ვაჭრობა

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა მარტივია. მას შემდეგ, რაც ავირჩევთ ბროკერს, უნდა დავრეგისტრირდეთ მასთან და ჩვენსავე დეპოზიტზე შევიტანოთ გარკვეული თანხა. ამის შემდეგ იწყება ვაჭრობის პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს.

  • ბროკერთან არსებული ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებიდან უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სავაჭრო აქტივი. ეს შეიძლება იყოს, სავალუტო წყვილები, აქციები, ინდექსები და ნედლეული. თითოეული მათგანი გვაჩვენებს აქტივის ფასის მიმდინარე კოტირებას, ოფციონის დასრულების დროს და მისაღები პრემიის პროცენტულ მაჩვენებელს – თუ ტრეიდერის პროგნოზი გამართლდება.
  • ამის შემდეგ, პროგნოზის შესაბამისად ვირჩევთ ქოლ ოფციონს – თუ ვფიქრობთ, რომ ოფციონის დასრულების მომენტში აქტივის ფასი იქნება უფრო მაღალი ვიდრე მიმდინარე მომენტშია, ან ვირჩევთ ფუთ ოფციონს – თუ ვფიქრობთ, რომ ოფციონის დასრულების მომენტში აქტივის ფასი იქნება უფრო დაბალი ვიდრე მიმდინარე მომენტშია.
  • ვახდენთ გარკვეული თანხის ინვესტირებას, რომელიც იქნება დაფიქსირებული, მას შემდეგ რაც დავადასტურებთ პოზიციას. ამით, საშუალება გვეძლევა განვსაზღვროთ იმ პრემიის რაოდენობა, რომელსაც მივიღებთ მას შემდეგ რაც ჩვენი პროგნოზი წარმატებით აღსრულდება.

როგორც ავღნიშნე, ოფციონის თარიღის დასრულების შემდეგ, თუ ტრეიდერის პროგნოზი გამართლდება, მაშინ იგი მიიღებს ინვესტირებულ თანხას და ინვესტირებული თანხის წინასწარ ფიქსირებულ პროცენტს პრემიის სახით. თუ პროგნოზი არ გამართლდა, მაშინ ტრეიდერი დარგავს ინვესტირებულ თანხას ან დაუბრუნდება ინვესტურებული თანხის მცირე პროცენტი. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ბროკერის ინდივიდუალურ სავაჭრო პოლიტიკაზე.

ბინარული ოფციონების სავაჭრო აქტივები

იმდენად რამდენადაც, ბინარული ოფციონებით ვაჭრობა დამოკიდებულია, მხოლოდ ფასის მოძრაობის მიმართულების პროგნოზირებაზე, თეორიულად ვაჭრობა შესაძლებელია ნებისმიერი აქტივის ფასის ცვლილებაზე, რომელიც კოტირებულია ფორექსზე. პრაქტიკაში ვაჭრობა შესაძლებელია აქტივებზე, როგორებიცაა: საფონდო ბირჟაზე კოტირებული ზოგიერთი კომპანიების აქციები, ინდექსები – NASDAQ, FTSE და ა.შ. საქონელი: ოქრო, ნავთობი და ა.შ. და ვალუტები.

ეს აქტივები ცნობილია სახელწოდებით – საბაზო აქტივები. ტრეიდერი მათ არასოდეს ფლობს ფაქტიურად, იგი უბრალოდ პროგნოზირებს მათი ფასების ცვლილებას. ხოლო თავად სავაჭრო პლატფორმებზე კოტირებულია ფაქტიური აქტივები.

ბინარულ ოფციონებზე წარმატებული ვაჭრობის ნიუანსები

ბინარულ ოფციონებზე წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა თავად სავაჭრო აქტივის და ბაზრის ანალიზის ძირითადი სახეობების შესწავლა:

ტექნიკური ანალიზი

ტექნიური ანალიზი გულისხმობს, რომ აქტივი ყოველთვის შეფასებულია სამართლიანად და თავის თავში მოიცავს ამა თუ იმ მოვლენის გავლენას. შესაბამისად ფასები მუდამ იმოძრავებენ შეთანხმებულად და ფასის წარსული მოძრაობის საფუძველზე, შესაძლებელია ფასის მომავალი მოძრაობის პროგნოზირება.

ტექნიკური ანალიზის უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს თავად საფინანსო ინსტრუმენტის გრაფიკი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება და გვიჩვენებს ინსტრუმენტის უკანასკნელ ფასს. გრაფიკებზე ხშირად ჩნდება სხვადასხვა პატერნები, რომლებიც გვიჩვენებენ ფასის მომავალი მოძრაობის ტენდენციას: ან აღმასვლას, ან დაღმასვლას. ასეთი პატერნების დროული გამოვლენა და სწორი ინტერპრეტაცია წარმატებული ვაჭრობის საწინდარია.

ფუნდამენტალური ანალიზი

ფუნდამენტალური ანალიზი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ აქტივები, როგორც წესი შეფასებულია არასამართლიანად, ამიტომ ბაზარი მუდმივად ცდილობს მის კორექტირებას. ეს კორექტირებები თავის მხრივ ეფუძნება მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს, ამიტომ საჭიროა ამ მოვლენებზე თვალყურის დევნა – გამოქვეყნებული ეკონომიკურ პარამეტრებზე, მასმედიაში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სტატიებზე და ა.შ.

ანალიზის ეს სახეობა საკმაოდ სუბიექტურია, იმიტომ რომ ტრეიდერი აფორმირებს საკუთარ აზრს ამა თუ იმ მოვლენაზე, მხოლოდ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც იგი ხედავს და აღიქვამს. აქტივის სახეობიდან გამომდინარე ტრეიდერმა თვალყური უნდა ადევნოს ყველა დონის სიახლეების მონაცემებს: კომპანიის (აქტივის) მდგომარეობის, ინდრუსტრიული და საბაზრო დონეებიდან დაწყებული და ქვეყნის ეკონომიკური მასშტაბებითა და გლობალური დონეებით დამთავრებული. ბევრი მოვლენა ურთიერთდაკავშირებულია და შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სხვადასხვა აქტივებზე, ან მთლიანად აქტივების კლასებზე.

პროგნოზირებისას, ორივე ანალიზი ცალ-ცალკე პროდუქტიული და წარმატებულია, თუმცა ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის კომბინირება განსაკუთრებით გაზრდის წარმატების შანსებს.

ბინარული ოფციონების ბროკერის არჩევა

ბინარული ოფციონებით ვაჭრობისათვის გვესაჭიროება შუამავალი რგოლი, ანუ ბროკერი. ბინარული ოფციონებით ვაჭრობის პოპულარობის გამო, ამ სფეროს სერვისით დაკავებული ბროკერების რაოდენობაც დიდია. ყოველ მათგანს გააჩნია საერთო მახასიათებლები, თუმცა ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშნებიც. ამიტომ ტრიდერმა უნდა შეარჩიოს ბროკერი საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად. ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტულ, ინდივიდუალურ ფუნქციებს, რომელიც ხელმისაწვდომია ამა თუ იმ ბროკერთან. სასურველია მოხდეს რამოდენიმე ბროკერის კონკრეტული ფუნქციების ერთმანეთთან შედარება.

სავაჭრო პლატფორმა – ეს ის სივრცეა, რომლითაც ტრეიდერი უკავშირდება ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა შეიცავდეს ფუნციათა სრულ ნაკრებს, რათა ტრეიდერი არ იყოს შეზღუდული რაიმე ტექნიკური ფუნქციონალის გამოყენებაზე. ამავე დროს, პლატფორმა უნდა იყოს გამოსაყენებლად მარტივი, რათა ტრეიდერი მთლიანად კონცერტრირდეს ვაჭრობის პროცესში კონკრეტული მიზნების მიღწევაზე და ნაკლები დრო დახარჯოს პლატფორმის ფუნქციონალურ მომსახურებაზე.

როგორც წესი, ბროკერის საიტი და მასზე რეგისტრაციის პროცედურა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რეგისტრაციის და ვერიფიკაციის პროცესის სიმარტივე მიუთითებს ამ ბროკერის პლატფორმის სიმარტივეზე და ფუნქციონალურობაზე.

სავაჭრო პლატფორმების უმრავლესობა იყენებს ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, ასე რომ ტრეიდერი საკუთარ პროფილთან წვდომას იღებს უშუალოდ ვებ-ბრაუზერიდან. იდეალური ვარიანტია, როდესაც ბროკერს აქვს პლატფორმის საკუთარი მობილური ვერსიაც. ეს ვარიანტი გვაძლევს საშუალებას არ ვიყოთ მიჯაჭვული კომპიუტერთან და ვივაჭროთ სმარტფონის მეშვეობით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან.

ზოგიერთ ბროკერთან სავაჭრო აქტივებისა და სავაჭრო მოედნების რაოდენობა შეზღუდულია, რაც თავის მხრივ ამცირებს ვაჭრობის ხარისხს, დივერსიფიცირების და რისკების ჰეჯირების ხარისხს.

სასურველია ბროკერთან ხელმისაწვდომი იყოს მაქსიმალური რაოდენობის აქტივებზე და მინიმუმ ერთ ღია სავაჭრო მოედანზე ვაჭრობის საშუალება.

მნიშვნელოვანი მომენტია უსაფრთხოება, ვინაიდან ტრეიდერი ბროკერს გადასცემს სრულ პერსონალურ ინფორმაციას. ასევე, ბროკერთან ინახება ტრეიდერის დეპოზიტზე ჩარიცხული ფულიც და ვაჭრობის პროცესში მოგებული თანხაც. ამიტომ ტრეიდერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბროკერი იძლევა მაქსიმალური უსაფრთხების გარანტიებს.

ტრეიდერი დარწმუნებული უნდა იყოს იმაშიც, რომ ბროკერისგან გარანტირებულია უსაფრთხო სავაჭრო სივრცე. გამართულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა, სადაც სხვა მომენტებთნ ერთად მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული დებულება იმის შესახებ, რომ ინფორმაცია ტრეიდერის შესახებ არ უნდა გადაეცმოდეს მესამე მხარეს და მას უნდა გააჩნდეს იდენტიფიცირების სათნადო დონე, რათა დაბლოკილი იქნას არასანქცირებული წვდომა ტრეიდერის პროფილთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბროკერსა და ტრეიდერს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდებოდეს დაშიფრული და დაცული არხების მეშვეობით. ასე, რომ უნდა შეირჩეს ისეთი ბროკერი, რომელიც იძლევა უსაფრთხოების აბსოლუტურად მაღალ გარანტიებს.

სავაჭრო პროცესის დაფინანსებისათვის ტრეიდერმა საბროკერო კომპანიაში არსებულ საკუთარ დეპოზიტზე უნდა ჩარიცხოს ფული და დროთა განმავლობაში უნდა გამოიტანოს ვაჭრობის პროცესში გამომუშავებული თანხა. ამასთან დაკავშირებით, ტრეიდერი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროცედურებს ბროკერი შეასრულებს მარტივად, სწრაფად და დაბალი საკომისიო დანახარჯებით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ტრეიდერს არ შეეშალოს ხელი სავაჭრო პროცესის წარმართვაში და დიდხანს არ ელოდოს, როგორც დეპოზიტზე, ასავე საკუთარ საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას.

აირჩიეთ ისეთი ბროკერი, რომელიც საშუალებას იძლევა დეპოზიტის შევსებისა და თანხის გამოტანის რამდენიმე ვარიანტს, და ეს ვარიანტები არ უნდა იყოს პროცედურულად რთული.

ზოგიერთი ბროკერები ტრეიდერებს სთავაზობენ ბონუსბს. ეს შესაძლებელია იყოს ბონუსი, რომელსაც იძლევიან რეგისტრაციისთანავე. ამ ბონუსის მეშვეობით შესაძლებელია სწრაფი სტარტის აღება საკუთარი ჯიბიდან ყოველგვარი დაფინანსების გარეშე.

შესაძლებელია ბროკერმა ტრეიდერს ბონუსი შესთავაზოს დეპოზიტზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ დამატებითი დანამატის სახით. ტრეიდერს ბონუსის მიღება აგრეთვე შეუძლია კონკრეტული ფინანსური მოვლენების დროს, ან შესაძლებელია ბონუსები ტრანსფორმირდეს ფასდაკლებების სახით და ა.შ.

ყველა ვარიანტში ბონუსი კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მივიღოთ კარგი რეზულტატი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბონუსის გადარიცხვა საკუთარ საბანკო ანგარიშზე შეუძლებელია და ბროკერისგან თანხის გამოტანისას პირველ რიგში უნდა დაიფაროს ბროკერის მიერ დარიცხული ბონუსის თანხა.

როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ბროკერისგან გარკვეული დონის მხარდაჭერა. მაგალითად: რეკომენდაციები, ბაზრის ანალიზი, ბაზრის მიმოხილვა, აქტუალური ინფორმაცია მიმდინარე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები და ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ რამდენად ღირებული, დროული, ხარისხიანი და ზუსტი ინფორმაცია მოგეწოდებათ და როგორი პერიოდულობით ახლდება იგი.

ბროკრები გვთავაზობენ მომსახურების სხვადასხვა დონეს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ტრეიდერების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, სხვადასხვა ტიპის პროფილების გათვალისწინებით.  მნიშვნელოვანია ბროკერთნ დასაკავშირებლად ფუნქციონირებდეს  ცხელი ხაზი, კორექტული იმეილ ფოსტა და ონლაინ ჩატი.

ზოგიერთი ბროკერი ახდენს ტრეიდერების პროფილების დიფერენციაციას სხვადასხვა ფუნქციების მიხედვით, რომლებიც ორიენტირებულია სხვადასხვა მომზადებისა და გამოცდილების დონის მქონე ტრეიდერებზე: დამწყები ტრეიდერიდან პროფესიონალამდე.

ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია დემონსტრაციულ ანგარიშებზე, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს ვირტუალური ფულით და ტრეიდერი არ იყენებს საკუთარ თნხებს. თუმცა არსებობენ ბროკერები, რომლებიც დემო ანგარირეშიბით ვაჭრობისათვის ითხოვენ რეალური ანგარიშების შევსებას რეალური ფულით.

ზოგიერთი სავაჭრო სტრატეგიები

ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას ყოველი გარიგება წარმოადგენს ცალკე კონტრაქტს, თუმცა რამდენიმე აქტივის გაერთიანების შედეგად შესაძლებელია საშემოსავლო ეფექტურობის გაზრდა.

არსებობს უამრავი სტრატეგია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა სიტუაციების მიმართ.

სამი უმარტივესი სტრატეგია
  • შემობრუნების სტრატეგიები – როდესაც ფასთა გრაფიკზე იხატება სურათი, რომლის მიხედვითაც ტრენდი აპირებს შემობრუნებას. ამ შემთხვევაში პროგნოზი უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე ტრენდის საპირისპირო მიმართულებას.
  • სტრატეგია სტრედლი – მოიცავს ერთი და იმავე აქტივის პუთ და კოლ ოფციონების ყიდვას სხვადასხვა ფასურ დონეებზე. ამ შემთხვევაში ორივე ოფციონი იქნება ფულიანი, თუ ოფციონის დასრულების მომენტში ფასი დაფიქსირდება ამ დონეებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ოფციონი მაინც იქნება ფულიანი, ანუ შესრულდება წარმატებულად, რითიც მოხდება მეორე ოფციონის დანაკარგის მინიმიზაცია.
  • ჯაჭვური რეაქციის სტრატეგია – გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი აქტივის ფასის ცვლილება გავლენას ახდენს სხვა აქტივის ფასზე.

მაგალითად: როდესაც საქონლის ფასის ზრდა გავლენას ახდენს საქონლის მწარმოებელი კომპანიის მოგებაზე და შესაბამისად ამ კომპანიის აქციების ფასი ეცემა. საქონლის ქოლ ოფციონის ყიდვის და საქონლის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფუთ ოფციონის ყიდვის შემთხვევაში ორივე ოფციონი იქნება ფულიანი.

ბინარული ოფციონების პოპულარობის მიზეზი

ბინარული ოფციონების პოპულარობა განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით. მათ შორის ძირითადია ის, რომ  ტრეიდერების გარკვეული კატეგორია, (მათ შორის მეც) თვლის – ბინარული ოფციონებით ვაჭრობა წარმატებულია ბაზრის ნებისმიერი სიტუაციური განვითარების პირობებში. ტრეიდერს არ სჭირდება აღმავალი, ან დაღმავალი დინამიური ბაზარი. თუ პროგნოზირებულია რომელიმე მიმართულება, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გასტანს აღმავალი ან დაღმავალი ტრენდი (სწორი პროგნოზის შესაბამისად).

ინვსტირებული თანხების ცვლილების საშუალება და ხელმისაწვდობი კომბინაციების უამრავი ვარიანტი შესაძლებლობას გვაძლევს შევკრათ ისეთი პორტფელი, რომლის საბოლოო რეზულტატი იყოს წარმატებული.

ყველა ბაზარი მიჰყვება ტრენდს, ბინარული ოფციონების შემთხვევაში კი მოგების მიღება შესაძლებელია აღმავალი ტრენდის დროს ქოლ ოფციონის ყიდვით, ხოლო დაღმავალი ტრენდის დროს ფუთ ოფციონის ყიდვით. თუ სხვა ბაზრებისათვის არასტაბილურობას გაურკვევლობა მოაქვს, ბინარული ოფციონების შემთხვევაში არასტაბილურ ვითარებას მოგების მოტანა შეუძლია.

ბინარული ოფციონების მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სიმარტივე – ნებისმიერი ოპერაცია ხორციელდება სამი მარტივი პროცედურით: ვირჩევთ სავაჭრო აქტივს, ვპროგნოზირებთ ტრენდის მიმართულებას დროის გარკვეულ მონაკვეთში და ვდებთ ფსონს (ინვესტიცია), ამის შემდეგ ველოდებით მხოლოდ რეზულტატს.

ბინარულ ოფციონებში რისკის დაბალი ხარისხია, იმიტომ რომ ნებისმიერ ოპერაციაში შესაძლებელია მცირე თანხის ინვესტირება. ბროკერების უმრავლესობასთან ერთ ოპერაციაზე მინიმალური თანხა 1-10 აშშ დოლარის ფარგლებში ვარირებს, ხოლო მაქსიმალური საინვესტიციო თანხის ზღვრული ოდენობაა 2 500 $, თუმცა ტრეიდერის პროფილის სპეციფიკაციის შესაბამისად თანხა შესაძლებელია დაკორექტირდეს მეტობის თვალსაზრისით.  ამრიგად, ოპერაციის დაწყებისთანავე ტრეიდერმა უკვე იცის ის მინიმალური ან მაქსიმალური თანხა, რომლითაც იგი რისკავს მოცემულ ოფციონში.

ბინარული ოფციონების მოქმედების ვადა ვარირებს 30 წამიდან რამდენიმე დღის და კვირის ფარგლებში. წარმატებული პროგნოზის შემთხვევაში, თუნდაც ერთი წუთის გასვლის შემდეგაც კი, მოგება იქნება ინვესტირებული თანხის 70-დან 90 პროცენტამდე. მაშასადამე, დროის მცირე პერიოდშიც კი ტრეიდერს შეუძლია მიიღოს დახარჯულ დროსთან შედარებით არაპროპორციულად მაღალ შემოსავალი.

ბინარული ოფციონების პერსპექტივები

დროის მცირე პერიოდის განმავლობაში ბინარული ოფციონების საფინანსო ინდუსტრიამ საკმაოდ დიდი გზა განვლო. ვინაიდან ბაზარზე სულ უფრო მეტი ბროკერი ემსახურება ამ სფეროს, ამიტომაც კონკურენტული გარემოც მძაფრდება და შესაბამისად ახალი მომსახურეობები და უფრო მოქნილი პირობები ინერგება.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის სიმარტივე მობილური პლატფორმების გავრცელებასთან ერთად შესაძლებელს ხდის ბინარებით ვივაჭროთ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, თვით აბაზანაში შხაპის მიღების დროსაც კი. სავაჭრო აქტივების რაოდენობა დღითიდრე იზრდება. ბინარული ოფციონები აქტიურად ინერგება კრიპტოვალუტებშიც. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ოფციონებით ვაჭრობა შესაძლებელია ნალექის ინდექსზეც კი. ასე, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით სხვა პერსპექტივის პროგნოზირება, გარდა იმისა, რომ ბინარული სულ უფრო და უფრო განვითარდება და პოპულარული გახდება – არ არის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …