ბინარული ოფციონებით ვაჭრობა (ზოგადად)

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა (ზოგადად)

დამწყები ტრეიდერები იწყებენ, რა ბინარული ოფციონებით ან ფორექსზე ვაჭრობას, რამდენიმე ხანში ხვდებიან, რომ ეს საქმე ძალიან მძიმე ტვირთია მათთვის.

მესმის, რთულია ყველა იმ უამრავი ფაქტორის და გარემოების გათვალისწინება, თანაც სავაჭრო პოზიციების გახსნისათვის მათი ერთ წერტილში კონცენტრირება, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსებზე.

ასე რომ, თუ გიჭირთ ფორექსზე მუშაობა, მაგრამ მაინც არ გსურთ მსოფლიო ფინანსური ბირჟიდან სამუდამოდ წასვლა, გირჩევთ ძალები მოსინჯოთ ბინარული ოფციონებზე ვაჭრობაში.

ფორექსისგან განსხვავებით ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა გამოირჩევა ნაკლები რისკიანობით და აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დამწყები ტრეიდერებისათვისაც კი. სავაჭრო ოპერაციები ფაქტიურად გამორიცხავენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტორს, რომელიც სავალუტო ბაზარზე წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია არა მარტო ვალუტებზე, არამედ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზეც, როგორებიცაა – აქციები, საქონელი, ინდექსები და ა.შ.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობისათვის პირველ რიგში უნდა გაიხსნას ანგარიში და შეივსოს დეპოზიტი შესაბამის ბროკერთან, რომელიც სპეციალიზდება ვაჭრობის ამ სახეობაზე.

ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია 10 აშშ დოლარის დეპოზიტის შემთხვევაშიც კი. ბინარებში არ არსებობს საკრედიტო მხარის ცნება, ამიტომ შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ გარიგებაში მონაწილე თანხაზე.

მაგალითად: გახსენით ოპერაცია 10 აშშ დოლარით – იგებთ 8 აშშ დოლარს, გარიგებაში მონაწილეობს 100 აშშ დოლარი – მოიგებთ 80 აშშ დოლარს.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის განხორციელების სქემა:

არსებობს გარიგების სამი ძირითადი ფსონი:

  • აქტივის ფასის ზრდაზე;
  • აქტივის ფასის კლებაზე;
  • აქტივის ფასის უცვლელობაზე;

ოპერაციის განხორციელებისათვის უნდა ჩატარდეს რამდენიმე მოქმედება:

  • განისაზღვროს მცულობა – უნდა განაცხადოთ ბინარული ოფციონის თანხა. თავდაპირველად ეცადეთ იმუშაოთ შესაძლო მინიმალური მოცულობით. როგორც წესი იგი 1-5 აშშ დოლარის ფარგლებშია;
  • აირჩიეთ სავაჭრო ინსტრუმენტი – რა თქმა უნდა სასურველია აირჩიოთ ის ინსტრუმენტი, რომლის კურსის პროგნოზში ყველაზე მეტად ხართ დარწმუნებული. მაგალითად: გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საბერძნეთში არსებობს დეფოლტის დიდი ალბათობა, მაშასადამე უნდა ითამაშოთ ევროს კურსის კლებაზე;
  • დროის მონაკვეთის არჩევა – რაც უფრო მეტია ოფციონის არსებობის პერიოდი, მით უფრო მეტია მოგების კოეფიცენტი. ერთი საათის განმავლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ ერთი ოპერაცია, რომლის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი, ან 20 ოპერაცია, რა დროსაც თითოეულის ხანგრძლივობა იქნება 3 წუთი;
  • ოპერაციის მიმართულება – ამ ეტაპზე უნდა აირჩიოთ რომელი მიმართულების ოპერაციას გახსნით – ზრდაზე, კლებაზე, თუ უცვლელობაზე. ეს არის ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის პროცესის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი;

იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ რეზულტატში, უნდა შეაფასოთ ინსტრუმენტის გრაფიკის ტენდენცია, გაანალიზეთ კურსის მოძრაობა და ის თუ რამდენად არის შესაძლებელი ტრენდის შემობრუნების ალბათობა.

შეეცადეთ არ გახსნათ ოპერაციები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩაატარეთ მიმდინარე სიტუაციის თუნდაც ზედაპირული ანალიზი. შეგიძლიათ ამ საქმეში ტექნიკური ინდიკატორებიც გამოიყენოთ, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის MetaTrader 4-ის სტანდარტულ კომპლექტშია. როგორც წესი, ოფციონებით ვაჭრობის სტანდარტულ პლატფორმებს გააჩნიათ ანალიზის განხორციელების და ტენდენციის გამოვლენის შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობები.

გარიგების გახსნის შემდეგ მხოლოდ რეზულტატის ცდის რეჟიმში გადასვლაღა დაგრჩებათ, მანამდე სანამ ოფციონის მოქმედების პერიოდი არ ამოიწურება.

სტატიაში აღწერილია ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ყველაზე მარტივი მეთოდი და მხოლოდ ძირითადი პრინციპები. ამ სახეობის ტრეიდინგის პრაქტიკული მომენტების შესახებ საუბარი გვექნება საიტის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …