ბინარული ოფციონები და MetaTrader 4

ბინარული ოფციონები და MetaTrader 4

ბინარული ოფციონებით პროფესიონალურ დონეზე მოვაჭრე ტრეიდერების დიდი ნაწილი აღნიშნავს ერთ გარემოებას – ბინარულ ოფციონებზე სავაჭრო პლატფორმების, როგორც ვებ-ინტერფეისები ასევე JAVA პლატფორმის მოდულები საკმაოდ მოუხერხებელია, როგორც წარმატებული ანალიზის ჩატარების, ასევე ვაჭრობის პროცესისთვის.

ბროკერების უმრავლესობა ბინარების ბაზართან წვდომას ახორციელებენ საკუთარი სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით, რომლებშიც როგორც ვიზუალი, ასევე ტექნიკური ინსტრუმენტები საკმაოდ მწირია.

არ ვიცი, იქნებ სპეციალურადაცაა ეს გაკეთებული, რათა უფრო მეტად დაბრკოლდეს ტრეიდერის საქმიანობა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბაზარიც ვითარდება და პლატფორმებიც ალბათ თანდათან დაიხვეწება. ზოგიერთ ბროკერთან სატრენდო ხაზების გავლების შესაძლებლობაც კი არ არის, ინდიკატორებზე ხომ ზედმეტია საუბარი, ხოლო რაც შეეხება მობილურ (პლანშეტები) პლატფორმებს, აქ ვიზუალიიზაცია საერთოდ არ არსებობს და ტრეიდერი მხოლოდ ფასთა ტიკურ ცვლის ამარად რჩება.

ბინარული ოფციონები და MetaTrader 4

რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ ფორექსზე უკვე მივეჩვიეთ სავაჭრო პლატფორმას MetaTrader 4, ან ფორექსის გვერდის ავლით პირდაპირ ბინარული ოფციონებით გვსურს სატრეიდერო კარიერის დაწყება? პირველ ვარიანტში უნდა მოვძებნოთ ბინარული ბროკერები MetaTrader 4-ის მხარდაჭერით, ხოლო მეორე ვარიანტში ვისწავლოთ პლატფორმა – MetaTrader 4-ის ფუნქციონალი. არსებობს მესამე ვარიანტიც – ანალიზი გავაკეთოთ მეტატრეიდერში, ხოლო ფსონები დავდოთ ოფციონური ბროკერების პლატფორმებზე, თუმცა ეს გარკვეულწილად მოუხერხებელია და სხვა სტატიის თემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია ერთი გარემოება: არაერთი ტრეიდერი შეხვედრია პრობლემას, როდესაც ოფციონური ბროკერის კოტირებები განსხვავდება ფორექს ბროკერის კოტირებისგან. მცირე ცდომილება რა თქმა უნდა დასაშვებია, მით უმეტეს, რომ ოფციონური ბროკერების უმრავლესობასთან პირველადი ვაჭრობა მიმდინარეობს შიდა მოედანზე, ხოლო შემდეგ ჰეჯირებული და პაკეტების სისტემით გადადის საერთაშორისო ბაზარზე.

თუმცა ესეც მიუთითებს ოფციონური ბროკერის გარკვეულ პრობლემატურობაზე. ამიტომ ბროკერის სრულყოფილი კეთილსინდისიერების შემოწმებისათვის შესაძლებელია შევადაროთ ერთმანეთს ერთი და იგივე სერვერული და GMT დროის მქონე ოფციონური ბროკერის საკუთარ პლატფორმაზე არსებული კოტირებები და ფორექს ბროკერის მეტატრეიდერის პლატფორმაში შემავალი ნაკადური კოტირებები. შედარება უნდა განხორციელდეს ერთ წუთიან ტაიმფრეიმების ტიკებით.

კოტირებების შედარებისას თუ შეამჩნევთ მნიშვნელოვან განსხვავებებს – გირჩევთ აღარ დაიჭიროთ მასთან საქმე, ვინაიდან ყველა ვარიანტში ადგილი აქვს მისი მხრიდან თაღლითობას. მცირე განსხვავება დასაშვებია, ასეთი განსხვავებები სოლიდურ ფორექს ბროკერების კოტირებებსაც გააჩნიათ. თუ კოტირებები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს იდეალური ვარიანტია და თამამად შეგიძლიათ ასეთ ბროკერსაც დაუკავშიროთ ტრეიდერული კარიერა.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, თუ არჩეულ ოფციონურ ბროკერს არ გააჩნია მეტატრეიდერის პლატფორმის მხარდაჭერა, მაშინ შეგიძლიათ ფორექს ბროკერის თქვენთვის ჩვეული პლატფორმით გაანალიზოთ ბაზარი და საკუთარი სავაჭრო სისტემის შესაბამისად მეტატრეიდერში მიღებული სიგნალის საფუძველზე შეხვიდეთ ფსონზე – ოფციონური ბროკერის პლატფორმით.

ვისაც არ სურს მეტატრეიდერის გამოყენება დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაშინ გირჩევთ ოფციონური ვაჭრობა აწარმოოთ ისეთ ბინარულ ბროკერებთან, რომლებსაც სავაჭრო პლატფორმად აქვს MetaTrader 4. ამ შემთხვევაში, ფორექსზე და ბინარებზე ორდერების გახსნის სპეციფიკა ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.