ოფციონების დემო ანგარიში

ოფციონების დემო ანგარიში

ტრეიდერის სასწავლო-სავარჯიშო ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს დემო ანგარიში. ასე რომ, ოფციონებზე ვაჭრობის დასაწყისში არ უნდა გამოვრიცხოთ ეს შესაძლებლობა.

ისევე როგორც ფორექსზე, ოფციონებზე ვაჭრობისას დემონსტრაციული ანგარიშის გამოყენებით ტრეიდერს შესაძლებლობა ეძლევა აკრიფოს გამოცდილება, შეიძინოს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც გარკვეულიც თვალსაზრისით განსხვავდება ფორექსისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებისგან, დატესტოს სავაჭრო სტრატეგიები და მათ შორის აირჩიოს ყველაზე მომგებიანი.

არ არის საჭირო ექსპერიმენტების ჩატარება რეალურ ფულზე, მით უმეტეს, რომ ასეთი ექსპერიმენტების ფასი ერთ გარიგებაზე საკუთარი სახსრების 85%-95% დიაპაზონში ვარირებს.

მიუხედავად იმისა, რომ დამწყებ ტრეიდერებს ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად რეკომენდაციას ვაძლევ ძირითადად ცენტურ ანგარიშებზე, სადაც ვაჭრობა შესაძლებელია ერთი ცენტის და ცენტის მეასედის ექვივალენტის ლოტითაც კი, ოფციონებზე პირიქით – აუციელბლად მიმაჩნია თავდაპირველად დემო ანგარიშების გამოყენება.

ოფციონებზეც საჭიროა ტექნიკური ანალიზის ჩატარება, ფუნდამენტალური ფაქტორების გათვალისწინება და ამ ყველაფრის ოფციონებზე ვაჭრობის ექსკლუზიურ ნიუანსებთან შეხამება.

დემონსტრაციული ოფციონური ანგარიშები არაფრით განსხვავდება რეალური ანგარიშებისაგან, არც ტექნიკური ანალიზის ვებ ინსტრუმენტებით და არც კოტირებებით. დემონსტრაციული ანგარიშების გახსნა შესაძლებელია ბინარული ოფციონების ბროკერებთან. ამ შემთხვევაშიც გირჩევთ თავიდანვე აირჩიოთ სოლიდური ბროკერები, რომელთა ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის შესაბამის რუბრიკაში. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბროკერთან არ არის დემონსტრაციული ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …