რა ვქნათ თუ ბროკერი არ გვაძლევს მოგებულ თანხას

რა ვქნათ თუ ბროკერი არ გვაძლევს მოგებულ თანხას

წესით ერთ სიტყვიანი სტატია უნდა გამოვიდეს. კითხვა: რა ვქნათ თუ ბროკერი არ გვაძლევს მოგებულ თანხას? პასუხი: არაფერი/ვერაფერი. თუმცა ვინაიდან არსებობს თეორიული შანსები, ამიტომაც შევეხები ამ თემას.

ტრეიდერების გარკვეული ნაწილი ოფციონურ ბროკერებს აიგივებს ბუკმეკერულ კომპანიებთან. პრინციპში მსგავსება არის, თუმცა უმთავრეს ანალოგიას წარმოადგენს გადახდის სისტემა.

ფაქტობრივად ოფციონური ბროკერები მოგებულ თანხას ტრეიდერს საკუთარი ჯიბიდან აძლევენ, ვინაიდან ოფციონებზე მოკლევადიანი სავაჭრო პროცესი მიმდინარეობს არა საერთაშორისო ბაზაზე, არამედ ცალკეული ბროკერის სავაჭრო მოედანზე.

ოფციონურ ბროკერთან რეგისტრაცია მარტივი პროცედურაა, რომელშიც ერთ-ერთ ეტაპზე ბროკერი რეგისტრანტს თავაზობს საპარტნიორო, ანუ ურთიერთობის მარეგულირებელ ხელშეკრულების პირობებთან თანხმობის ან უარყოფის პროცედურას, რომელიც შესაბამისი ველის მონიშვნით შემოიფარგლება. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ მხოლოდ ერთეულები კითხულობენ საპარტნიორო დოკუმენტაციას.

როგორც წესი, ასეთ დოკუმენტებში გაწერილია ბროკერების თითქმის განუზომელი უფლებები, ხოლო ტრეიდერების წილზე მოდის ერთი-ორი თითქმის არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი პირობა, რომლის შეცვლა, თანხმობის შემდეგ – უკვე შეუძლებელია. ამიტომ, ჰიპოტეტურადაც კი საქმე იურიდიულ პრეტენზიამდე და გარჩევამდე რომ მივიდეს, გადამწყვეტი უპირატესობა ბროკერის მხარეს რჩება.

ვინაიდან ტრეიდერებს ხელშეკრულების პუნქტები მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ახსენდება, ამიტომ ზედმეტი არ იქნება ზოგიერთი მათგანის განხილვა ამ სტატიაში.

ბროკერის და ტრეიდერის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ზოგადად)

სხვადასხვა პოპულარული ბროკერების შაბლონური ხელშეკრულებების გაცნობის შედეგად ტრეიდერი მათში შეამჩნევს მსგავსი პუნქტების არსებობას.

  • ვაჭრობა სხვადასხვა IP მისამართიდან ერთ ანგარიშზე, ან სხვადასხვა ანგარიშზე ერთი და იგივე IP მისამართიდან ვაჭრობა შესაძლებელია ჩაითვალოს თაღლითობის მცდელობად. ამიტომ ამგვარი ანგარიშები შესაძლებელია დაიბლოკოს. ასეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად ტრეიდერმა წინასწარვე უნდა შეატყობინოს ბროკერს ტერმინალთან წვდომის ვარიანტები;
  • ბროკერს შეუძლია დაბლოკოს კლიენტი, რომლის პროფილში არ არის წარმოდგენილი ტრეიდერის პირადობის დამადასტურებელი საბუთების ფერადი ასლები: პასპორტი, მართვის მოწმობა, საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთი და სხვა;
  • იკრძალება ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც მუშაობენ ავტომატურ რეჟიმში, ასევე სკრიპტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ პოზიციების ავტომატურ გახსნას და ა.შ. ამგვარი ქმედებები ჩაითვლება თაღლითობის მცდელობად;
  • ბროკერს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, მიზეზების აუხსნელად დაბლოკოს კლიენტის ანგარიში და არ გადაიხადოს არავითარი კომპენსაცია კლიენტის სასარგებლოდ;

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოთხსენებული და სხვა მსგავსი გარემოებები, უმრავლეს შემთხვევებში თავს იჩენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე მიდგება სოლიდური მოგებული თანხის დეპოზიტიდან გამოტანაზე.

მოკლედ: საბროკერო კომპანიების ხელშეკრულებებს რომ გადახედავთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაწყებული ვაჭრობა, ხელშეკრულების ტექსტიდან მიხვდებით, რომ უკვე დამნაშავე ხართ. ასე რომ, გაითვალისწინებთ თუ არ გაითვალისწინებთ ხელშეკრულების პუნქტებს, ერთ აზრთან ყველა ვარიანტში შეგუებული უნდა იყოთ – რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ სახსრებს და მით უმეტეს მოგებულ თანხას.

იმ შემთხვევაში თუ ბროკერი უარს ამბობს მოგებული თანხის გადახდაზე, მაშინ ტრეიდერს აქვს რამდენიმე თეორიული!!! ვარიანტი, რათა გადაჭრას ეს პრობლემა.

ტექნიკური მხარდაჭერა

ეს არის ყველაზე ზედაპირული ვარიანტი – მიწეროთ საპრეტენზიო წერილი ბროკერის ტექნიკური დახმარების სამსახურს, იმის იმედით, რომ მართლაც გამოგეხმაურებიან და დაარეგულირებენ პრობლემებს. ვარიანტი ზედაპირულია, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე ქმედითი, ვინაიდან რიგ შემთხვევებში თანხის ვერ გამოტანა უკავშირდება ტექნიკურ პრობლემებს და არა ბროკერის “ბოროტ განზრახვას”, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ტექნიკური დახმარების სამსახურმა მართლაც აღმოგიჩინოთ დახმარება.

უშუალოდ მენეჯერთან დაკავშირება

მენეჯერი არის საკონტაქტო პირი, რომელიც სპეციალიზდება კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში, ამიტომ საკუთარი უფლებამოსილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე მენეჯერი ვერ გაუკეთებს იგნორირებას ტრეიდერის პრეტენზიას და ვალდებულია აგიხსნათ შექმნილი პრობლემის არსი და ერთობლივი ძალისხმევით კომპომისული ვარიანტი გამოძებნოთ.

როგორც წესი, მენეჯერები საპრობლემო სიტუაციებს ამართლებენ იმით, რომ ტრეიდერის მოგება მოპოვებულია არაკანონიერი გზით, სერვერული შეცდომით და ითხოვს პრეტენზიის კონკრეტულ ტექსტუალურ და ილუსტრირებულ (ვიდეო, ან სქრინშოტების სახით) დასაბუთებას. ყველა ვარიანტში, თუ სიმართლე თქვენ მხარეზეა, მაშინ დაჟინებით უნდა მოითხოვოთ თქვენი პრეტენზიების აღსრულება.

აქაც ვარიანტი ორია: მენეჯერი ან საერთოდ დაგაიგნორებთ და დაგბლოკავთ, ან კომპრომისს გამოძებნის (ეს უკანასკნელი იშვიათად).

პლატფორმის პროვაიდერთან დაკავშირება

როგორც წესი, სერვერი რომელზეც ვაჭრობთ ოფციონებით წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებას, რომელიც მუშაობს პარტნიორული პროგრამით. ამიტომ ტრეიდერმა უნდა გამოძებნოს ამ პირამიდის მწვერვალი და სცადოს პრეტენზიით მიმართოს მთავარ კომპანიას იმ იმედით, რომ ტრეიდერის პრეტენზია ამ ინსტანციაში მაინც იქნას დაკმაყოფილებული.

სასამართლო

იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარეზეა და მან არ დაარღვია ბროკერთან ხელშეკრულების არცერთი პუნქტი, მაშინ შესაძლებელია სასამართლო სარჩელზე ფიქრი, პროფილურ იურისტთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ (ასეთი პროფილის იურისტი საქართველოში არ მეგულება. თუ ვინმემ იცის კარგი იქნება თუ სტატიის კომენტარებში მიუთითებს მის ვინაობას.). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ტრეიდერის პრეტენზიები დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ, თუმცა პროცესი დროში იქნება გაწელილი და შესაბამისი ხარჯებიც გარდაუვალია.

ზემოთხსენებულის გათვალისწინება (ყველაზე ქმედითი)

რეალურ და სერტიფიცირებულ ბინარული ოფციონების ბროკერებთან მუშაობა. მათთან ასეთი პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …