ფორექს მრჩევლები (ავტომატური სავაჭრო პროგრამები, ექსპერტები)

ფორექს მრჩევლები (ავტომატური სავაჭრო პროგრამები, ექსპერტები)

არსებობს ავტომატური სავაჭრო პროგრამა – მრჩეველი, იგივე – ექსპერტი, რომელიც განკუთვნილია ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისათვის.

სავაჭრო მრჩევლების გამოყენებით ტრეიდერი საერთოდ არ მონაწილეობს, ან მინიმალურად მონაწილეობს სავაჭრო პროცესში. პროგრამა წინასწარ დაკონფიგურირდება შესაბამისი პარამეტრებით და იგი ავტომატურედ ივაჭრებს ტრეიდერის მიერ არჩეულ სავალუტო წყვილის, შერჩეულ დროის ინტერვალზე.

ფორექს მრჩევლების კლასიფიკაცია:

მრჩეველები იყოფა ორ ძირითთად კატეგორიად:

  • ფასიანი მრჩევლები: საფინანსო წრეებში არსებობენ ტრეიდერები, რომლებმაც ან იციან ავტომატური სავაჭრო პროგარმების პროგრამირების ენა, და თავისი საკუთარი, ან რომელიმე ფორექს სტრატეგიის მიხედვით თავად ქმნიან მჩეველებს, ან პროგრამისტებთან კოოპერაციაში ქმნიან მათ და შემდეგ ყიდიან ინტერნეტ სივრცეში. ასეთ ავტომატურ სისტემებს აქვთ დაცვის მექანიზმები პროგრამული გასაღებების სახით. მინდა ავღნიშნო, რომ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს ფასს, ანუ რაც უფრო ძვირია მრჩეველი მით უფრო ხარისხიანი უნდა იყოს წესით, თუმცა ფასზე მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს სანდოობის ხარისხს და არა ფასს;
  • უფასო მრჩევლები: გავრცელებული მოსაზრებაა, რომ უფასო მრჩევლები დაბალეფექტურია, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი უფასოა. ჩემი გამოცდილებით ეს მოსაზრება შორსაა ჭეშმარიტებასთან. უფასო მრჩევლების სწორი პარამეტრების დაყენების და ტესტირების შემთხვევაში, ისინი საკმაოდ კარგი სავაჭრო ინსტრუმენტია მცოდნე ტრეიდერის ხელში. აბსოლუტურად ყველა სახის მრჩეველს დროდადრო ჭირდება ოპტიმიზაცია და სწორი პარამეტრების შეყვანა როგორც ფასიანს, ასევე უფასო მრჩეველსაც;
ფორექს მრჩევლების ქვეკატეგორიები:
  • ფორექს სტრატეგიის ალგორითმის მრჩევლები: როგორც ვიცით უამრავი ფორექს სტრატეგია არსებობს, რომელებიც ივაჭრება სხვადასხვა ინდიკატორებისგან მიღებული სიგნალების კომბინაციით. მრჩევლების პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩადებულია ინდიკატორების ფუნქციონირების პარამეტრები და შესაბამისად ამ ალგორითმის მიხედვით ვაჭრობს იგი;
  • სკალპინგური მრჩევლები: ვაჭრობენ სკალპინგური სტრატეგიების მიხედვით. ამ შემთხვევაში მნიშვნელია სავალუტო წყვილის სპრედის ზომა, ვინაიდამ მრჩევლების ალგორითმი გათვლილია 2-3 პუნქტის მოგებაზე;
  • “უმისამართო”: მრჩევლები, რომლებიც სავაჭრო პოზიციებს ხსნიან ყოველგვარი სტრატეგიული ალგორითმის მიხედვით, უმისამართოდ. მათგან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ ბედისწერაზე;
  • მარტინგეილის მრჩევლები: ვაჭრობენ მარტინგეილის მეთოდის გამოყენებით. მაღალი რისკფაქტორის მქონე მრჩეველებია და საჭიროებენ დეპოზიტის მაღალი გამძლეობის კოეფიცენტს;

ყველა მრჩეველს აქვს თითქმის ერთნაირი ტიპის საკონფიგურაციო პარამეტრები, რომლებიც მითითებულია ანოტაციაში:

  • სავალუტო წყვილი – რომლისთვისაც შექმნილია მრჩეველი;
  • სავაჭრო ინტერვალი – ტაიმ ფრეიმი რომელზეც მრჩეველმა უნდა განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები;
  • დროის ინტერვალი – ზოგიერთი ექსპერტი (მრჩევლი) განკუთვნილია სავაჭრო (სამუშაო) დღის კონკრეტული საათებისათვის ან დროის ინტერვალისათვის;
  • ლოტის ზომა – გამომდინარობს ექსპერტის ანოტაციიდან, ან თავად ტრეიდერის სურვილიდან, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს დეპოზიტის სიდიდესთან;
  • რისკის დასაშვები ზომა – როგორც წესი გამოითვლება ტესტირების მეთოდით დემონსტრაციულ ანგარიშებზე;
  • სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრები – მოცემულია მრჩეველის ანოტაციაში და დამოკიდებულია იმ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც შექმნნილია თავად ექსპერტი, ან შესაძლებელია დაყენებული იქნას ტრეიდერის სურვილისამებრ;
  • გასაღები – ფასიან მრჩეველების ყიდვისას თან მოსდევს სერიული ნომერი, ე.წ. გასაღები, რომლის შეყვანის გარეშე იგი არ იმუშავებს;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ …